შუადღეს თავის ტკივილმა გამაღვიძა და მივხვდი, რომ ასეთ ნაბახუსევზე არასდროს ვყოფილვარ. უცნაური იყო, არასდროს მქონია ეს გრძნობა. ახლა კი მივხვდი რას გრძნობდა ხალხი როცა იძახდნენ რომ თავი გასკდომას ჰქონდათ.
წამალის დალევის შემდეგ ტელეფონი ავიღე და შეტყობინებებს გადავხედე.
fav people🐝✨
....
Cheryl: What's up?
Hannah: ვკვდები მგონი.
Sophie: შემიძლია იგივე ვთქვა.
Zayn: დღეს რამეს აპირებთ?
Alex: წამო დონატთან.
Sophie: მე ისედაც მანდ მივდივარ. იქ დაგელოდებით.
Hannah: ცუდად ვარ, ვერსად ვერ წამოვალ.
Alex: წამოდი, რამეს დალევ და კარგად გახდები.
Hannah: არა, ჯობია სახლში დავრჩე დღეს. გაერთეთ :)
თქვა ჰანამ და ჩათი დატოვა.
Cheryl: კაი, გამოვდივარ მე.
Zayn: მოვდივარ..
ჩათი დავხურე და მოსაწესრიგებლად გავემართე. ცივმა შხაპმა შესანიშნავად იმოქმედა და გამომაფხიზლა.
ეს ზაფხული ისე მალე დადგა ვერაფერს მივხვდი. ერთი სული მქონდა პლიაჟზე გავსულიყავი და იმდენ ხანს მეცურა სანამ კუნთები არ ამტკივდებოდა. ბეტის გარდაცვალების შემდეგ არ გავსულვარ ზღვაზე. ბოლოს ზეინთან ერთად ვიყავი და მივხვდი რომ მზად ვიყავი ცხოვრების რიტმს დავბრუნებოდი.
მისი გამოჩენის შემდეგ ბევრად კარგად ვგრძნობ თავს. იმდენად ჩაკეტილი და სასოწარკვეთილი აღარ ვარ, როგორც აქამდე. ჩვენს სამეგობროზეც კარგად აისახა მისი გამოჩენა. თითქოს, არც კი გვახსოვს როგორ ვიყავით ადრე მის გარეშე.
ყოველთვის მეშინოდა, რომ ადამიანებს დავკარგავდი. ყოველთვის მეშინოდა, რომ მეგობრები ოდესმე დამტოვებდნენ და ყველანი თავის გზას დაადგებოდნენ. ეს ფაქტი მაგიჟებდა. მინდოდა ყოველთვის ერთად ვყოფილიყავით და სულ გვემეგობრა. დღესაც მეშინია ამის.
YOU ARE READING
After You (completed)
Storie d'amoreარაფერია ადვილი. ძლიერი უნდა იყო, ყველაფერს რომ გაუძლო. ჩვენც ამისთვის ვართ შექმნილნი. გავუძლოთ ყველა ტკივილს და დაცემას. ყველა მარცხს და დანაკარგს. მაგრამ, არის რაღაცაები, რაც ყველა ცუდს ფარავს. რაც ყველა ნეგატიურს გავიწყებს. ცხოვრებას ხელახლა გჩუ...
