ბევრი ფიქრის შემდეგ უცნობმა ხმამ გამომაფხიზლა:
- უცნაურია. ასი მეტრის მოშორებით დიდი ტბაა. აქ კი ხელოვნური გაუკეთებიათ.- ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ზეინი ჩემგან რამდენიმე ნაბიჯით შორს გაჩნდა და ხელოვნურ ტბაში მოტივტივე წყალმცენარეებს ჩააშტერდა.
- ეს მეც მეუცნაურა. კარგი ადგილია. თავისუფლად ფიქრის საშუალება მაქვს. შემიძლია, ყველა ნიღანი ამავე ტბაში მოვისროლო და ის ვიყო, ვინც რეალურად ვარ. ღმერთო, ნეტავ შეიძლებოდეს მთელი ცხოვრების ასე გატარება!
- გინდა მთელი ცხოვრება მარტო იყო?- გვერდით მომიჯდა.
- თუნდაც! ასე მირჩევნია. ვიდრე ისეთი ხალხის გვერდით ვიყო, ვისთანაც ისე უნდა მოვიქცე, თითქოს სულ სხვა ადამიანი ვარ. ან არსებობდეს ისეთი ადამიანი, ვისთანაც ,,ნამდვილი მე" ვიქნები. ასეთი მხოლოდ დედაჩემი იყო. მან კი დამტოვა.- ვერ ვიჯერებ, რომ მასთან დედაჩემი ვახსენე.
- ვწუხვარ დედაშენის გამო.- რამდენიმე წამი თვალმოუშორებლად მაკვირდებოდა.
- არაფერია.- ვეცადე არაფერი შემემჩნია.- უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ არავისთან არ შემიძლია ვიყო ბოლომდე გულწრფელი. არც მეგობრებთან. მათთან ძალიან კარგად ვარ, მაგრამ მაინც არ შემიძლია ყველაფერზე ვესაუბრო. ეს კი ბოლოს მიღებს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ისინი სხვა ადამიანს იცნობენ ჩემი სახით. არ შემიძლია მათ ჩემი მუსიკა გავუზიარო. მერე რა, რომ ძველ მუსიკებს ვუსმენ? მერე რა, რომ ყველაფერი ძველებური მომწონს? დიდი სიამოვებით ვიცხოვრებდი წარსულში. დღევანდელი ხალხი სულ გამოშტერდა! ტელეფონები ერთი წამით რომ წაართვა, ალბათ, ნერვული შეტევა დაეწყებათ. ყოველი შეტყობინების ბოლოს რაიმე ემოჯი თუ არ მიაწერეს ისე როგორ გაგზავნიან. საერთოდ რა ჯანდაბას აკეთებენ? 24 საათი წვეულებებზე დადიან. მუდამ მთვრალები და დაბოლილები არიან. ამიტომაა საღი აზრი რომ აღარ გააჩნიათ. სად გაქრა სული? თითქოს ეშმაკმა ყველას სათითაოდ ამოჰგლიჯა და ცარიელი სხეულებით დატოვა.- ვეღარ ვჩერდებოდი. ამდენი ხნის ნაგროვები ბრაზი, ერთი დღის გაცნობილ ბიჭზე გადმოვანთხიე.
- გეთანხმები. 100%-ით. თუ ეს დაგამშვიდებს, გეტყვი რომ მეც ძველ სიმღერებს ვუსმენ.
- მართლა?- გამიკვირდა. საერთოდ არ გავდა ასეტ ტიპს.
- ჰომ.- პაუზის შემდეგ კი განაგრძო.- აღარაფერი დარჩა ნამდვილი. ყველა წმინდა გრძნობამ ღირებულება დაკარგა.
- რას ეძახიან მეგობრობას? და ეს მართლა მეგობრობაა?
- სიყვარულს? ხალხი ფიქრობს, რომ შეუძლიათ საკუთარი მომავალი თვითონვე აიშენონ. მანიპულირებადი ბიჭი, სასოწარკვეთილ გოგოსთანაა. ისინი ერთმანეთს არწმუნებენ, რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილები და ცხოვრებას თავიაანთი ხელებით ინგრევენ. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას რწმუნდებიან საკუთარ შეცდომებში, მაგრამ სხვა აზრები არიან მათში გაბატონებულნი. განა შეძლებენ ისინი ბედნიერად ცხოვრებას? ხალხს სულიერი მეორე ნახევრის აღარ სჯერა. იმათ გამოიწერენ, ვინც მოსწონთ და თავს აჯერებენ ჩემი ბედიაო. ნეტავ, მართლა ასეთი ადვილი იყოს მათი პოვნა და შენარჩუნება. მაინც, ამ შეშლილ სამყაროში არიან ვიღაცაები, ვისაც ჯერ კიდევ შერჩათ სულის სიწმინდე.
- იმედი მაქვს.- მხოლოდ ახლა გავაანალიზე, რომ ძალიან ბევრი საერთო მქონდა ზეინთან.- მომწონს შენი შეხედულებები.
YOU ARE READING
After You (completed)
Romanceარაფერია ადვილი. ძლიერი უნდა იყო, ყველაფერს რომ გაუძლო. ჩვენც ამისთვის ვართ შექმნილნი. გავუძლოთ ყველა ტკივილს და დაცემას. ყველა მარცხს და დანაკარგს. მაგრამ, არის რაღაცაები, რაც ყველა ცუდს ფარავს. რაც ყველა ნეგატიურს გავიწყებს. ცხოვრებას ხელახლა გჩუ...
