10. truth or dare?

196 19 7
                                        

- სიმართლე თუ მოქმედება?- ჰკითხა ალექსმა შერილს.
- სიმართლე.- მშვიდად უპასუხა.
- რას ვერ აპატიებდი ახლო მეგობარს?- უმალ დაუსვა კითხვა ალექსმა. ალბათ, უფიქრია ამაზე.
- ღალატს და განზრახ ჩემთვის გულის ტკენას.- მტკიცედ მიუგო შერილმა და ბოთლი დაატრიალა. უცნაურად უქცეოდნენ. ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვეს, თითქოს, ალექსმა ადრე რაღაც დაუშავა შერილს.

ბოთლმა მე და ჰანა ამოგვირჩია.

- სიმართლე თუ მოქმედება?- ვკითხე უხასიათოდ მყოფ დაქალს.
- მოქმედება...- ისე თქვა თითქოს ამაზე ამყარებდა იმედებს. იქნებ ამან მაინც მომიყვანოს ხასიათზეო.
- კოცე იმას, ვინც შენ გინდა, ამ ოთახიდან. მაგრამ მხოლოდ ლოყაზე.

მხრები აიჩეჩა, თითქოს თქვა რა პრობლემააო და ზეინისკენ გადაიხარა. აკოცა თუ არა ალექს უკმაყოფილება დაეტყო სახეზე და წაიჩურჩულა:

- რა ჯანდაბაა?!
- რამე თქვი?- ისე კითხა ჰანამ თითქოს არ გაუგონია, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ ყველა ჩვენგანმა გაიგონა ალექსის უკმაყოფილების გამოხატვა.
- არა.- მკაცრად უპსუხა.
- ოქეი.- და ბოთლი კვლავ დატრიალდა.
- ნახე, მე და შენ ვართ!- ხელით მანიშნა ზეინმა.
- ჰომ...- გავაანალიზე რომ შეილძლებოდა ნებისმიერი კითხვა დაესვა და უხერხულობაში ჩავვარდნილიყავი. მოქმედების არჩევაც გავივლე თავში, მაგრამ უარესს არჩევნად მივიჩნიე და ისევ სიმართლეს დავუბრუნდი.
- სიმართლე თუ მოქმედება?
- სიმართლე.
- რას აკეთებ როცა ბიჭი მოგწონს? რითი გამოხატავ ამას?
- ეს უკვე ირი კითხვაა..- ვეცადე თავი დამეძვრინა ამ მართლაც რომ უხერხული კითხვისგან.
- კარგი, მართალია. მაშინ ასე გეტყვი, როგორ გამოხატავ ბიჭისადმი სიმპათიებს?
- მე... მე არ გამოვხატავ ამას. არ ვაგრძნობინებ. პრინციპში, არ მქონია ასეთი შემთხვევა და დანამდვილებით ვერ გეტყვი, მაგრამ ალბათ ასე მოვიქცევი.- ვიცრუე.
- ვაუ...- წრფელი გაოცება დაეტყო ზეინს სახეზე.

არ დავაყოვნე და ბოთლი დავატრიალე.
ჰანა და ალექსი.

- სიმართლე.- კითხვას გადაახტა ჰანა.
- რა გწყენია ყველაზე მეტად ჩემგან?
- შენ იცი ეს!- წამოენთო ჰანა.
- რას გულისხმობ?- თავი მოიკატუნა ალექსმა.
- ნუ სულელობ! გეყო!
- ჩემი აზრით, ამას იმიტომ არ ამბობ რომ შენი სირცხვილიც იყო და არა მხოლოდ ჩემი ,,გულის ტკენა"!- მიახალა ბიჭმა.
- შენ!- გამოცრა კბილებში ჰანამ.

After You (completed)Where stories live. Discover now