სამეგობროში ახალი თითქმის ყველაფერი მე შემომქონდა. მე ვაძალებდი ჰანასაც, შერილსაც და ალექსსაც რაც შეიძლებოდა მეტი დრო დაეთმოთ გართობისთვის. ამ შაბათ დღესაც იგივე ჩავიფიქრე და გადავწყვიტე ზეინის ჩვენი სამეგობროში შემოსვლა აღგვეღნიშნა.
შერი დამყოლი ხასიათის იყო, ამიტომ არ გამძნელებია მისი დაყოლიება. თანაც სახლში მარტონი ვიქნებოდით. ასეთი დრო საუკუნეში ერთხელ დგება, ამიტომ შანსით უნდა გვესარგებლა. ალექსიც უპრობლემოდ დამთანხმდა. ის არასდროს ამბობდა უარს მეგობრებთან ერთად გართობაზე. ჰანა კი ვირივით ჯიუტი იყო და მისი ეს თვისება დღესაც გამოაჩინა. თითქმის ერთი საათის ხვეწნის შემდეგ ძლივს დავითანხმე მოსულიყო. ის ძირითადად სახლის ტიპის გოგონა იყო. არაფერი ერჩივნა სახლში ჯდომას, საკუთარი საყვარელი საქმეების კეთებას და 24/7-ზე ნეთფლიქსის სერიალების ყურებას. ამიტომ ხშირად არ გამოდიოდა გარეთ და ამის გამო სულ კამათი გვქონდა. სახლში ჯდომა კარგია, მაგრამ ამ დროს ხომ ვეღარ დაიბრუნებ? თინეიჯერობის ასაკს ვეღარასდროს დავუბრუნდებით. ვერასდროს გავერთობით ასე, როგორც ახლა. თანაც ასე მალე გადის დრო. არც ერთი შესაძლებლობა არ უნდა გავუშვათ ხელიდან.
ზეინიღა დამრჩა. მას ძალიან ცოტა ხანი იყოპ რაც ვიცნობდი, ამიტომ ცოტა მიჭირდა მსგავს თემებზე საუბარი. წუთიერი ფრჩხილების კვნეტის შემდეგ გავბედე და დავრეკე:
- ჰეი! როგორ ხარ?- აქეთ-იქეთ დავიწყე სიარული.
- Ugmm... კარგად. შენ როგორ ხარ?- ისეთი ხმა ჰქონდა ზუსტად ვიცოდი, რომ მე გავაღვიძე.
- Umm.. ბოდიში. გაგაღვიძე.
- არაფერია. მადლობა მაქვს მოსახდელი, სინამდვილეში. გვიანობამდე ძილს არ ვარ მიჩვეული. გუშინ ისე გავითიშე არ მეგონა რამე თუ გამაღვიძებდა.
- აჰაჰ!- მართლა გამეცინა.- კარგი შეგიძლია მადლობა ერთი რამით გადამიხადო?- ეს რა ჯანდაბაა? მეტი სისულელე ვერაფერი მოიფიქრე სოფი?!
- აბა მითხარი, ჯერ.- ახალგაღვიძებულის თბილი ხმა ჩამესმოდა მარჯვენა ყურში.
- დღეს ყველა შერილთან ვიკრიბებით. მშობლები არ არიან სახლში და ვიფიქრეთ გავერთობოდით.- სინამდვილეში, მე ვიფიქრე.
- ყველაში იმედია მხოლოდ ჩვენ ხუთი გვიგულისხმე. თორემ ხომ იცი, ბევრთან კარგი ურთიერთობა არ მაქვს პირველი დღის ინციდენტის გამო.
- რა თქმა უნდა. მხოლოდ ჩვენ ვიქნებით.
- ოქეი. მოვალ მაშინ.- გამიხარდა.- დრო და მისამართი მომწერე, კაი?
- ახლავე.
- Chao!- ამაზე ის დღე გამახსენდა, ტბიდან რომ წამოვედით და გულში სითბო ჩამეღვარა.
YOU ARE READING
After You (completed)
Romansaარაფერია ადვილი. ძლიერი უნდა იყო, ყველაფერს რომ გაუძლო. ჩვენც ამისთვის ვართ შექმნილნი. გავუძლოთ ყველა ტკივილს და დაცემას. ყველა მარცხს და დანაკარგს. მაგრამ, არის რაღაცაები, რაც ყველა ცუდს ფარავს. რაც ყველა ნეგატიურს გავიწყებს. ცხოვრებას ხელახლა გჩუ...
