მეშვიდე დღე მოგზაურობაში
📍Eroda
21:36 P.Mუკვე ერთი კვირა გავიდა რაც აქ ვართ. ერთი კვირა იმ გიჟური დღიდან. ახლა უკვე ყველამ ყველაფერი იცოდა. ჩვენს შორის საიდუმლო აღარ არსებობდა, მაგრამ შერილის გარდა არავინ იცოდა ზეინი რომ მომწონდა. ვცდილობდი ნაკლებად შესამჩნევი ვყოფილიყავი.
- როდის უნდა უთხრა?- მკითხა შერილმა.
- რა? არ ვაპირებ ვუთხრა.
- სულ გარეკე?!- ცალი წარბი აქაჩა.
- ჰანას ასე ვერ მოვექცევი, შერილ. სანამ არ გავიგებ რომ ზეინის მიმართ აღარაფერს გრძნობს, მანამდე ვერაფერს ვეტყვი.
- და რა, გგონია თვითონ ვერ ხვდებოდა რომ მოგწონდა როცა ზეინის შებმას ცდილობდა?
- რა თქმა უნდა არ იცის. ასე არ მოიქცეოდა.- წამით ამაზე ჩავფიქრდი.- ხომ ასეა?
- სოფ, თვალები გაახილე. მართალია ის ჩვენი მეგობარია, მაგრამ ის ასე იქცევა და საერთოდ არ სცხვენია ამის. ნუ იქნები ასეთი მიამიტი და დამთბობი. ისევ შენ დაზარალდები.
- ვიფიქრებ შენს სიტყვებზე.- ვუთხარი თბილად და ხელი მუხლზე დავადე.
- კარგი. მე ჩავედი და მალე ჩამოდი ქვევით. ბუხარი უკვე დანთებული ექნებათ. - მითხრა და სასტუმრო ოთახის კარები გაიხურა.უკვე დაღლილი ვიყავი ამ ფიქრებით. აღარ მინდოდა რამე მიმხდარიყო. მინდოდა ყველაფერი ძველებურად ყოფილიყო.
ჩემი თეთრი, ნაქარგი კაბა აქ მიღებულ რუჯს ძალიან უხდებოდა. თმა ჩამოვიბარცხნე, თხელ პლედს დავავლე ხელი და სასტუმროს შემოსასვლელში მოკალათებულ მეგობრებს შევუერთდი. მიუხედავად იმისა რომ ივნისი იწურებოდა, ზღვის პირას მაინც ციოდა ღამით. ბუხარს მხოლოდ ჩვენ ხუთნი ვესხედით გარშემო. გოგონებს პლედები გვათბობდა. ბიჭები კი მხოლოდ თხელი მაისურებით ისხდნენ და ირწმუნებოდნენ არ გვცივაო.
- რა გჭირს? მთელი დღეა ოთახიდან არ გამოსულხარ?- მკითხა ზეინმა ჩურჩულით და ფიქრებიდან გამომარკვია, როგორც სჩვევია ხოლმე.
- არაფერია...

YOU ARE READING
After You (completed)
Romanceარაფერია ადვილი. ძლიერი უნდა იყო, ყველაფერს რომ გაუძლო. ჩვენც ამისთვის ვართ შექმნილნი. გავუძლოთ ყველა ტკივილს და დაცემას. ყველა მარცხს და დანაკარგს. მაგრამ, არის რაღაცაები, რაც ყველა ცუდს ფარავს. რაც ყველა ნეგატიურს გავიწყებს. ცხოვრებას ხელახლა გჩუ...