ალექსის საოპერაციო ოთახიდან არჩი გამოდის.
ზეინი უმალვე წამოხტა ფეხზე იმედიანად და მამამისს მიჰვარდა.
- რა ხდება? როგორა ალექსი?- შეჰყურებდა თვალებში შეშინებული.
- ვწუხვარ, ზეინ...
მის ამ ხმაზე ვიგრძენი როგორ გამომეცალა საბოლოოდ ძალა და როგორ გავითიშე. ალექსი აღარ იყო. დედაჩამის სიკვდილის შემდეგ შვიდ თვეში ალექსი გარდაიცვალა. მე აღარ შემრჩა არაფრისთვის ძალა. აღარ მაქვს უნარი გავაგრძელო ცხოვრება. ეს თითქოს დასასრულია.
- სოფი, გაახილე თვალები!- ჩამჩურჩულებდა ზეინი და ცხარე ცრემლებით ტიროდა. საოპერაციოს კარებიდან უკვე მეც პალატაში ვიწექი.
- ჰანა...- მხოლოდ ეს მიტრიალებდა თავში.
ამის გაგინებაზე ზეინი უფრო მეტად აქვითინდა, ჩემს ხელს ორივე ხელი მოჰხვია და გულზე დამემხო.
- არა. შეუძლებელია. ეს ვერ მოხდებოდა.- თითქოს ცივი წყალი გადამასხესო ისე წამოვხტი ლოგინიდან.- ხომ ცოც...
- ვწუხვარ სოფ, ძალიან ვწუხვარ.- ის განადგურებული იყო.
- გამიშვი!! გამიშვი აქედან!!- ვუღრიალე ცრემლებიან ზეინს.
- ვერაფერს ვეღარ იზავ! ყველაფერი დამთავრდა!- მიყვირა.
მისმა ხმამაღალმა ხმას რეალობაში დამაბრუნდა და გამაანალიზებინა მიმხდარი.
- ზეინ... ისინი აღარ არიან.- ამოვილუღლუღე და ცრემლები გადმომცვუვდა.
მან ლოგინთან მიმიყვანა და დამაწვინა.
- ასე უნდა დარჩე ცოტა ხანს და ძალა მოიკრიბო. მე აქ ვიქნები. შენს გვერდით.
ბალიშზე დავდე თავი და იქვე გავშეშდი. ცრემლები განუწყვეტლივ მოდიოდნენ და თმას მისველებდნენ. ზეინს ჩემი ხელი ეჭირა და თავი მასში ჩაერგო.
- ვკვდები.
- სოფ, ნუ მიმატებ! გთხოვ!
- არ შემიძლია. ეს რა ჯანდაბა ხდება ჩემს ცხოვრებაში. ყველა დავკარგე. ყველა ვინც ძვირფასი იყო.- ვლაპარაკობდი და ფსიქოპატივად ჭერში ერთ წერტილს ვაშტერდებოდი.
- გთხოვ, არ ილაპარაკო. ეცადე და დაიძინე.- სახე დამიკოცნა მან.
- შენც შეიძლება დაგკარგო.
- მე ვერ დამკარგავ. აქ ვარ. ხედავ? მე არსად წავალ. ყველგან შენს გვერდით ვიქნები.
- ყველა ამას მპირდებოდა... ვერცერთმა ვერ შეასრულა დანაპირები.
YOU ARE READING
After You (completed)
Romanceარაფერია ადვილი. ძლიერი უნდა იყო, ყველაფერს რომ გაუძლო. ჩვენც ამისთვის ვართ შექმნილნი. გავუძლოთ ყველა ტკივილს და დაცემას. ყველა მარცხს და დანაკარგს. მაგრამ, არის რაღაცაები, რაც ყველა ცუდს ფარავს. რაც ყველა ნეგატიურს გავიწყებს. ცხოვრებას ხელახლა გჩუ...
