- და ასე უბრალოდ ადგა და დაარტყა?- შერილი გაოცდა როცა ზეინის საქციელზე მოვუყევი.
- ჰო.
- ღმერთო, სოფი! ეგ ბიჭი ნამდვილი ანგელოზია ამ ჯოჯოხეთში! თანაც როგორი სიმპათიური!- ყურებამდე გაიღიმა.
მთელი პარასკევი საღამო შერილის სახლში გავატარე. ორშაბათიდან გამოცდები გვეწყებოდა და უნდა მოვმზადებულიყავით. მაგრამ ამის ნაცვლად ყველა თემაზე ვილაპარაკეთ, რაც კი შეიძლებოდა.
პიჟამა ფართი-მეთქი ავიჩემე.
დიდ პიჟამაებში ავიჩაჩეთ და ოთახში სასმელი და სასუსნავები ავზიდეთ.
- იცი რა არის ყველაზე გიჟობა?- შერილმა დეკორაციული ნათურები აანთო, კედელზე რომ ჰქონდა ჩამოკიდული და შუქი ჩააქრო.
- აბა?
- გამოცდების წინ, იმის მაგივრად რომ წიგნებს თავი დავაკლათ, ვსვავთ.- წითელი პლასტმასის ჭიქები ალკოჰოლით გაავსო და განაგრძო.- ჩაგვებარებინოს!
- ნეტავ..!- და ისე გადავკარი თითქოს ცეცხლი ეკიდა.
- ვუუჰ! ეს რა არის?! საერთოდ როგორ სვავენ ამას?
2 საათის შემდეგ
- ჯანდაბა, შერილ!- სიცილით მუცელი მტკიოდა, მაგრამ რაზე ვიცინოდი არ მახსოვდა.- აღარ დალიო! ვფიცავ, დედაშენთან ჩაგიშვებ!- უფრო მეტად ჩავბჟირდი. და გამოგიტყდებით, არანაკლებ მთვრალი ვიყავი.
- ოჰ, სოფი! ნეტავ იცოდე რამდენი ხანია ასე კარგად არ ვყოფილვარ!- ძირს ფორთხავდა და ჩიფსებს იტენიდა პირში. მისი მოკლე, ყავისფერი თმა კი სულ ალკოჰოლის სუნად ყარდა.
კარები გაიღო და ოთახში შერილის უფროსი ძმა, კარლი შემოვიდა. მაღალი, შავგვრემანი და დაკუნთული ტიპი იყო. ერთი შეხედვით ძალიან მიმზიდველი, მაგრამ სინამდვილეში, ნამდვილი ვირი იყო. შერილს დაბადებიდან აწვალებდა და ცხოვრებას უმწარებდა. ვინაიდან და რადგანაც, მე მათთან ხშირად ვრჩებოდი, მეც მიშლიდა ნერვებს და ჭკუიდან გადავყავდი.
სკოლაში ჩვეულებრივი მოსწავლე იყო-მეთქი ვერ ვიტყვი. არც დამჩაგვრელი იყო და არც ჩაგრული. დროის მთლიან ნაწილს მეცადინეობას და ვარჯიშს უთმობდა. მეგობრები ყავდა, მაგრამ იმდენ დროს არ ატარებდა მათთან ვიდრე ნებისმიერი ბიჭი. ყოველთვის ცდილობდა წარჩინებული ყოფილიყო და ყველას შეექო. ყველა გადაეფარა მის ბრწყინვალებას. განსაკუთრებით შერილი. ეს კლავდა მას.
YOU ARE READING
After You (completed)
Storie d'Amoreარაფერია ადვილი. ძლიერი უნდა იყო, ყველაფერს რომ გაუძლო. ჩვენც ამისთვის ვართ შექმნილნი. გავუძლოთ ყველა ტკივილს და დაცემას. ყველა მარცხს და დანაკარგს. მაგრამ, არის რაღაცაები, რაც ყველა ცუდს ფარავს. რაც ყველა ნეგატიურს გავიწყებს. ცხოვრებას ხელახლა გჩუ...
