დღეს გამოსაშვებია.
მე და ჰანამ გადავწყვიტეთ ერთად წავსულიყავით საყიდლებზე. სიმართლე რომ ვთქვა, დიდად არ მომწონდა მაღაზიებში ბოდიალი და მითუმეტეს რაიმე გრანდიოზული კაბის არჩევა. მაგრამ ეს დღე არასდროს განმეორდება, ამიტომ იძულებული ვიყავი ნორმალურად ჩამეცვა.
კარზე ზარია:
- ჰეი, მე ვარ!- გავიგონე ჰანას ხმა.
- მოვდივარ.- ჩანთას დავავლე ხელი და კარები გამოვიხურე.
- აბა, როგორ განწყობაზე ხარ?- მკითხა მხიარულად და გადამეხვია.
- რავი, ნორმალურზე.- მხრები ავიჩეჩე და გზას გავუყევით.- მთლიანად ბრწყინავ! დღევანდელი საღამოს ბრალია თუ სხვა რამეა?
- რა თქმა უნდა გამოსაშვების გამო. ხომ იცი, რამდენი ხანია ამ წვეულებას ველოდები.- თქვა და დიდი, სქელი, ქერა თმა გაისწორა.
- ჰომ, აბა რა. მახსოვს მეშვიდე კლასში რომ ვიყავით. უკვე დაგეგმილი გქონდა რას ჩაიცმევდი.- წარსულს გადავხედე და მივხვდი თუ რამდენად ბედნიერი წლები მქონდა. ბავშვური უანგორობით, სილაღით, თავისუფლებით და უპასუხისმგებლობით სავსე. წლებმა ნელნელა ყველაფერი თან წაიღო.
- ღმერთო, გახსოვს ეგ კაბა? მოლში ყოველ დღე დავდიოდით და დებილივით მთელი დღე ვაშტერდებოდით! მერე რომ გაიყიდა ოთახში ჩავიკეტე და ვტიროდი.- თავისსავე ბავშვურ საქციელზე გაეცინა.- წარმოიდგინე, მართლა ის კაბა რომ ჩამეცვა.
- აჰაჰ. დედოფლობას გამოემშვიდობებოდი, უპირობოდ.
- ისე, მართლა. როგორ ფიქრობ, ვინ გახდება დედოფალი და მეფე?- მომიგო ინტერესით.
- მეფე ჯასტინი იქნება, უდაოდ. დედოფალი არ ვიცი. ალბათ ჯენისი.
- ჯენისი?- შეიცხადია.- აი მესმის გამხნევება.- ჩაიცინა.
- კარგი, რა. სიმართლეს თვალი გაუსწორე. ხომ იცი რამხელა სანაცნობო ყავს. მას ყველა იცნობს. ისეთია, ხომ ხვდები...
- კახპა?!- მიმახადა მკვახედ.
- უნდა მეთქვა ისეთი ყველა ბიჭს რომ სურს მასთან ყოფნა თქო, მაგარამ იყოს, ეგეც წავა.- მხრები ავიჩეჩე.
- იმედია იცი რა ნაგავიცაა.
- რა თქმა უნდა ვიცი, ჰანა. არ გახსოვს რას გვიკეთებდა ბავშვობაში. როგორ უნდა მომწონდეს.
YOU ARE READING
After You (completed)
Roman d'amourარაფერია ადვილი. ძლიერი უნდა იყო, ყველაფერს რომ გაუძლო. ჩვენც ამისთვის ვართ შექმნილნი. გავუძლოთ ყველა ტკივილს და დაცემას. ყველა მარცხს და დანაკარგს. მაგრამ, არის რაღაცაები, რაც ყველა ცუდს ფარავს. რაც ყველა ნეგატიურს გავიწყებს. ცხოვრებას ხელახლა გჩუ...
