- ბოდიშით, სულელი ვარ. წინ არ ვიყურები...- პატარა ბავშვივით დაიმორცხვა და სათვალის ასაღებად დაიხარა.
- კარგით, არაუშავს.- სათვალე გამოვართვი.
- რამე ხომ არ გატკინეთ?- შეწუხებული ჩანდა.
- არა კარგად ვარ,მართლა.
- იქნებ შევძლო რამით გამოსწორება?
- არ არის საჭირო, მართლა.
- იქნებ ჩემს მეგობრებთან ერთად ბარბექიუზე წამოხვიდე დღეს?- განაგრძო პაუზის შემდეგ.
- არვიცი, ახლახანს ჩამოვედი, დასვენება მჭირდება.
- ვფიქრობ, საღამოს 8-მდე უნდა მოასწროთ დასვენება, ქვევით დაგელოდებით. დამიჯერეთ, ძალიან მოგეწონებათ.- ვერაფრის თქმა ვეღარ მოვასწარი, ისე წავიდა
ოთახში შევედი და ლოგინზე დავეშვი. ისევ ამ ბიჭზე ვფიქრობდი. წავიდე? რატომ უნდა წავიდე სრულიად უცხო ადამიანებთან ერთად ბარბექიუზე? ნეტავ როგორია თვითონ და როგორი მეგობრები ყავს? იქნებ კარგები არიან და უნდა წავიდე? იქნებ, ეს არის ჩემი ახალი ცხოვრების დასაწყისი. ფიქრებიდან ზარმა გამომარკვია, მატილდა იყო.
- როგორ იმგზავრე, საყვარელო?
- ოჰ, კარგად! შთამბეჭდავი ადგილია, მართლაც!- არ მომიტყუებია, ნამდვილად გაოცებული ვიყავი.
- გეთანხმები! შემდეგში ყველა ერთად წავიდეთ.
- აუცილებლად. უნდა მოვწესრიგდე, დროებით! ელის აკოცე.
- დროებით!- ტელეფონი გავთიშე და ოთახში მოვეწყვე.
* * *
რვა საათი ახლოვდებოდა და მე ჯერ კიდევ არ გადამეწყვიტა წავსულიყავი თუ არა. მოდი წავალ. დასაკარგი არაფერი მაქვს. იქნებ, მართლა კარგი ადამიანები არიან და მეგობრებიც შევიძინო(მეგობრების შეძენა და გართობა ნამდვილად არ მაწყენდა)?
ჩემოდნიდან თეთრი გიპიურის კომბინიზონი ამოვიღე და ჩავიცვი, თეთრი ბოტასებიც, ცოტა მაკიაჟი გავიკეთე, თმა შევიკარი და ქვევით ჩავედი. აქაურობა უფრო ლამაზი მომეჩვენა. მზე ჩადიოდა და ტბასთან განსაკუთრებული პეიზაჟი იხატებოდა. ზღაპრულად გამოიყურებოდა იქაურობა. მგონი, ყველა გარეთ იყო და ამ სილამაზით ტკბებოდა. ტბისკენ წავედი და იმ უცხო ბიჭს მოვკარი თვალი, რომელიც დღეს დამეჯახა. საღამოს მზე მის თმას მბზინავს ხდიდა. მისი გამორჩევა ასობით ადამიანში შემეძლო.
YOU ARE READING
After You (completed)
Romanceარაფერია ადვილი. ძლიერი უნდა იყო, ყველაფერს რომ გაუძლო. ჩვენც ამისთვის ვართ შექმნილნი. გავუძლოთ ყველა ტკივილს და დაცემას. ყველა მარცხს და დანაკარგს. მაგრამ, არის რაღაცაები, რაც ყველა ცუდს ფარავს. რაც ყველა ნეგატიურს გავიწყებს. ცხოვრებას ხელახლა გჩუ...
