სასტუმროში გათოშილები მივედით. სარკეში ჩემი გალურჯებული ტუჩები და ფერდაკარგული სახე რომ დავინახე შემეშინდა. მთელი სხეული მიცახცახებდა. ნერვიულობასთან ერთად წყალი ნევსებივით მერჭობოდა მთელს სხეულზე. შერილმა ალექსი გოგონების ოთახში შეიყვანა და მასზე ზრუნვა თავის თავზე აიღო. ჰანაც გაიყოლა ბევრი ხვეწნის შემდეგ, რადგან მას ჩემთან და ზეინთან ერთად უნდოდა დარჩენა.
ზეინი ჯერ კიდევ მთვრალი და ფერდაკარგული იყო. ნელნელა გონზე მოდიოდა, მაგრამ გაყინულ სხეულს არცერთი თბილი საბანი არ უთბობდა.
- კარგი. ახლა გამათბობელს ჩავრთავ. იცი, არასდროს მეგონა ამას თუ ვიტყოდი შუა ივნისში.- ვიხუმრე და ვცადე სიტუაცია განმემუხტა.
ზეინმა ჩუმად ჩაიცინა და თვალი გამომაყოლა.
- მე თავი დამანებე და თავს მიხედე ჯერ კიდევ სველი ხარ. და გაყინული.- ამოილუღლუღა ძლივს.
- ოთახი გათბება და ორივე გავთბებით. მე არაფერი მიჭირს.- ვიმართლე თავი.- ისევ გრძნობ ალკოჰოლის ზემოქმედებას?- ვკითხე და გამათბობელი ჩავრთე.
- არა, თითმის გამოვედი.- მართლა ძლივს ლაპარაკობდა და მაშინებდა.
- ახლა სიცხე გავიზომოთ. უცნაურია ჯერ კიდევ ცივები რომ ვართ.სასწრაფო დახმარების უჯრა გამოვაღე და სიცხის საზომი ვიპოვე. ზეინს შუბლზე მივადე და როცა საზომის ხმა გავიგე დავხედე.
- 35-ია. ძალიან ცოტაა.
- შენც გაიზომე..- ხელი მომკიდა და საზომი შუბლზე მიმადებინა. ძალიან მოდუნებული და ცივი ხელები ჰქონდა. მაგრამ ყველაფერთან ერთად ამ მდგომარეობაშიც უსაზღვროდ საყვარელი იყო.
- 35.5 ხედავ? მე შენზე კარგად ვარ. ახლა მაცადე რამე მოგიხერხო და გამოგაკეთო.- ვუთხარო და სამზარეულოში შევედი.ჩემი სამგზავრო ჩანთიდან ცხელი შოკოლადი და ყავის პაკეტი ამოვიღე. ყოველთვის დამქონდა ისინი მოგზაურობისას. სამზარეულოში გავიტანე და წყალი ავადუღე.
YOU ARE READING
After You (completed)
Romanceარაფერია ადვილი. ძლიერი უნდა იყო, ყველაფერს რომ გაუძლო. ჩვენც ამისთვის ვართ შექმნილნი. გავუძლოთ ყველა ტკივილს და დაცემას. ყველა მარცხს და დანაკარგს. მაგრამ, არის რაღაცაები, რაც ყველა ცუდს ფარავს. რაც ყველა ნეგატიურს გავიწყებს. ცხოვრებას ხელახლა გჩუ...