4. just how fast the night changes

360 25 13
                                        

უკვე ბნელოდა. ვერც კი მივხვდი დრო როგორ გავიდა, თერთმეტი სრულდებოდა. ცა ვარსკვლავებით იყო სავსე და დიდი, სავსე მთვარე იქაურობას ანათებდა. პატარაობიდანვე მიყვარდა ვარსკვლავების ყურება. ყველა დასაძინებლად რომ წავიდოდა, გარეთ გავიდოდი პლედს შემოვიხვევდი და საათობით ვუყურებდი მათ. ერთ-ერთ მათგანს ამოვიჩემებდი, მივაშტერდებოდი და ვფიქრობდი. რამდენჯერ დავპირვებულვარ საკუთარ თავს, რომ შევიცვლებოდი და ძველი სოფი აღარ ვიქნებოდი, მაგრამ ვერ მოვახერხე. ყოველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ჩემი ცხოვრება არასდროს ყოფილა სრულყოფილი. არასდროს გვქონდა ბევრი ფული და მდიდრული სახლი, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ყველაფერი გვქონდა რაც გვჭირდებოდა და არაფერი გვაკლდა. ახლა ნამდვილად არ ვფიქრობ ასე. როგორ მაკლია... როგორ მინდა მისი კიდევ ერთხელ ნახვა და გულში ჩაკვრა. ნახევარი ვარ. ნახევარი დავრჩი მას შემდეგ, რაც წავიდა. წავიდა და თან წაიღო ჩემი სულის ნაწილიც. გულის მაქვს გატეხილი და არ ვიცი ვინ შეძლებს მის გამთელებას. თითქოს დეჟავიუ მაქვს. იგივე მეორდება: ვზივარ, ვარსკვლავებს ვუყურებ და იმავე თემაზე ვფიქრობ.

ზეინი ჩემს უკან იჯდა და ვერ ვხედავდი რას აკეთებდა. რაღაც მომენტში მასზეც ვფიქრობდი და ეს მაცოფებდა. ერთი დღეც არ იყო, რაც ვიცნობდი და უკვე ჩემს თავში შემოვუშვი. ლილი და ნოა ჩახუტებულები ისხდნენ, პლედით თბებოდნენ და ლაპარაკობდნენ. უცებ ვიგრძენი ზეინი როგორ მომიახლოვდა და ჩემს გვერდით დაჯდა.

- რამ ჩაგაფიქრა?- მკითხა და გამომხედა. მთვარის შუქი მის ცისფერ თვალებზე ირეკლებოდა. იმაზე ბევრად ლამაზი მომეჩვენა, ვიდრე პირველი შეხვედრისას.
- ოჰ, არაფერია!
- მოდი ერთმანეთი უკეთესად გავიცნოთ! თითქმის არაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ.
- ჩემი წასვლის დროა, უკვე გვიანია.- არ მინდოდა ჩემი ისტორიები ერთი დღის გაცნობილ ბიჭთან განმეხილა.

ვერც კი შევამჩნიე, ნოა როგორ ადგა და მუსიკა ჩართო. არც ისე ხმამაღალზე, მაგრამ კარგად ისმოდა. Elvis Presley-ის Can't help falling in love with you ჩამესმოდა ყურში და მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ ტბასთან მხოლოდ ჩვენ ოთხნი ვიყავით დარჩენილები. გვიანი იყო, უნდა წავსულიყავი.

After You (completed)Where stories live. Discover now