14. eroda

173 22 8
                                    

ეროდა... ადგილი, რომელიც ჩასვლისთანავე შეგვიყვარდა.

მიუხედავად იმისა, რომ საღამოს ჩავედით, გადავწყვიტეთ, სანაპიროზე მაინც გავსულიყავით და ცოტა გაგვეცურა.

- იცი, რაღაც ცურვის განწყობაზე არ ვარ.- განაცხადა ალექსმა.- ბიჭები, აქ დავრჩებით და ლუდს დავლევთ.
- ხო, ასე ჯობია.- აჰყვა ზეინიც.
- კარგი, როგორც გინდათ.- ვუთხარი ბიჭებს და ადგილობრივი მაღაზიიდან ნაქირავებ სერფინგის დაფას დავავლე ხელი.

ბიჭები სასტუმროს ნომერში დავტოვე და ქვევით გოგონებს შევუერთდი.

- არ მოდიან.- მხრები ავიჩეჩე და ქვიშიან გზას გავუყევი.
- არაუშავს. ერთ-ორ საათში დაბნელდება და ჩვენც ავალთ ზევით.
- ოო, რა მუდოები არიან! წამოსულიყვნენ რა იქნებოდა?

ჰანას ეს უკმაყოფილება ორივემ დავაიგნორეთ და ზღვაში შევცურეთ.

ოო, ღმერთო! როგორ მენატრებოდა ეს გრძნობა. ნახევარ წელზე მეტია არ მისეფინგია და ნორმალურად არც კი მიცურავია. მიკვირდა როგორ გავძელი ამდენი ხანი წყლის გარეშე.
ყველა ტალღის შეხება მიყვარდა. როგორ ვტივტივებდი წყალში და მისი სასიამოვნო, დამამშვიდებელი ხმა ჩამესმოდა. ეს ხმაური წყნარად ფიქრის საშუალებას მაძლევდა.
ამ ყველაფრის გახსენების შემდეგ კი მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა და სიამოვნებისგან სიცილი ამომხდა.

- მაგარია, ძალიან მაგარი! როგორ მენატრებოდა, თურმე.- შევძახე გოგონებს.
- კიდევ უფრო შორს შევიდეთ და ტალღას დაველოდოთ.

ნაპირიდან დაახლოებით 300 მეტრში ვიყავით.

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
After You (completed)Where stories live. Discover now