Little surprise

227 18 2
                                        

საყვარელო, მატილდა

ახლახანს გავიღვიძე და ჩემს გვერდით მძინარე ზეინს დავხედე, რომელსაც პატარა ეთანი და ფიბი მოჰხვეოდა კისერზე. გუშინდელი დღის შემდეგ ზეინი გადაიქანცა და მკვდარივით სძინავს. მის მკერდზე კი პატარები ყველაზე მშვიდად გრძნობენ თავს. ფიბი ულამაზესი გოგონაა. დიდი, მოელვარე შავი თვალები აქვს. ცხვირი უჩვეულოდ აპრეხილი. ზეინი ამბობს შენს გგავსო, მაგრამ მე ამას ვერ ვამჩნევ. ფიბის მამა განსაკუთრებით უყვარს. მოუთმენლად ელოდება მის სახლში მოსვლას რომ ჩაეხუტოს და ეთამაშოს. ბევრჯერ უტირია, როდესაც ზეინი სახლიდან გადიოდა.
ეთანი ჯერ სულ რაღაც ექვსი თვისაა, მაგრამ ეტყობა რომ ძალიან ცელქი იქნება.  არასდროს ჩერდება ერთ ადგილზე. სათამაშოებს სულ აქეთ-იქით მიმოფანტავს ხოლმე და მერე იცინის. ჩვენ მისი სიცილის შემყურე ყველა დარდი გვავიწყდება და უზომოდ ბედნიერები ვხდებით.
დეიდა, ახლა ვხვდები თუ რას ნიშნავს ოჯახი. შვილებთან გატარებული თითოეული წუთი მირჩევნია ჩემს მთელ განვლილ ცხოვრებას.
იცი, რომ ბევრი ტკივილი გადავიტანეთ ყველამ. ღმერთს მადლობა ძალა გვეყო და არ დავეცით.
ბოდიშს გიხდი, რომ ხშირად ვერ გეხმიანები. იმედი მაქვს ყველა კარგად ხართ. ბიძია ჯეიკი მომიკითხე.
თუ ყველაფერი კარგად იქნება, შობას გესტუმრებით.
ახლა კი, ამ ფოტოს გიგზავნი დიდი სიყვარულით.

ახლა კი, ამ ფოტოს გიგზავნი დიდი სიყვარულით

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

შენი სოფი
❤️

After You (completed)Stories to obsess over. Discover now