19. there's always something you dont expect

178 20 8
                                        

ველოსიპედზე დავჯექი და გზას ნელნელა გავუყევი. ცხა იყო დაწყებული და ნელნელა მზეც ჩადიოდა. ფერმამდე ორიოდე კილომეტრი მრჩებოდა.

მიახლოებისთანავე შევამჩნიე ველოსიპედზე შემომჯდარი ზეინი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

მიახლოებისთანავე შევამჩნიე ველოსიპედზე შემომჯდარი ზეინი. შავ ჯინსის შარვალზე ასევე შავი მაისური ჩაეცვა და ჟაკეტიც მოეცვა. მივუახლოვდი და ვკითხე:

- აქ რა გვინდა?

წამიერი ღიმილის შემდეგ, რომელიც მოსალმებად ჩავთვალე, მიპასუხა:

- აქ არაფერი.
- აბა?
- წამოდი.- მითხრა და წინ წავიდა.

პედლები გადავატრიალე და ნელნელა მივყევი.

- ასე სწრაფად ნუ მიდიხარ, დამელოდე!
- დამეწიე!- შემომძახა.
- ჯანდაბა!- ჩავილაპარაკე და უფრო სწრაფად ვცადე წასვლა.

დაახლოებით ნახევარი საათის სიარულის შემდეგ უცნობ ადგილს მივადექით. თუ არ ვცდები მიყოვებული ქარხანა იყო ქალაქის ბოლოში. გარშემო ყველაფერს ხავსი მოდებოდა. შენობის ნაწილი ჩამოშლილი იყო და იქვე ეყარა. დარჩენილი ნაწილი კი მცენარეებს სულ გაემწვანებინათ. ეზოს დიდი ღობე ერტყა, რომელიც ისეთივე ძველი იყო, როგორიც ეს ქარხანა. პატარა კარზე წარწერა იყო აკრული:

უცხო პირთა შესვლა აკრძალულია!

- ჰეი, აქ რა გვინდა?
- ზევით უნდა ავიდეთ.- ვერ მივხვდი ზევით ასვლაში რა იგულისხმა. ამ შენობას არც კიბე ჰქონდა და არც სადმე ასვლა იყო შესაძლებელი.
- ზევით?- ვკითხე ეჭვით.

დამაიგნორა და გრძა გააგრძელა. რომ მიხვდა წაყოლაზე ვყოყმანობდი, ხელი ჩამკიდა და ძალით წამიყვანა.

After You (completed)Where stories live. Discover now