2. try to stay strong

427 29 12
                                    

უკვე ივნისი დაიწო და გამოცდები ახლოვდება. სკოლაში ყველა ისე იქცევა, თითქოს არავის ადარდებს ჩააბარებენ თუ ჩაიჭრებიან, მაგრამ ზუსტად ვიცი ბევრი კანკალით შევა გამოცდაზე, როგორც შარშან. მიუხედავად იმისა, რომ ჩაკეტილი და არაკომუნიკაბელური ვარ, მაინც მყავს რამდენიმე მეგობარი. ჰანა, ალექსი და შერილი ყველაზე გამგებიანი და გვერდში მდგომი სამეულია, რომელიც აქამდე მინახავს. ისინი ყოველთვის ჩემ გვერდით იყვნენ და ცდილობდნენ ნებისმიერი რამით დამხმარებოდნენ, რომ არა ისინი, ალბათ სწავლასაც დავანებებდი თავს. შერილი ჩემს ქუჩაზე ცხოვრობს და თითქმის ყოველთვის ჩემთან იყო და მამხნევებდა, ამისთვის მადლობას ვერასდროს გადავუხდი.

ლანჩის შემდეგ მე და ჰანა ჩოგბურთის სათამაშოდ წავედით სკოლის მოედანზე. ჩოგბურთი ერთ-ერთი რამაა, რაც მამშვიდებს. ჩოგანს სიბრაზით ვიქნევდი, ზედმეტად დიდ ძალას ვგრძნობდი მკლავებში. ვბრაზობდი, მაგრამ რაზე არ ვიცი, ალბათ ღმერთს ვუწყრებოდი, ასე რატომ მომექეცი-მეთქი.

- სოფი ტეილორ! ახლავე გაჩერდი!- შორიდან მწვრთნელის ხმა გავიგე. გავჩერდი, ჩოგანით მიწას დავეყრდები და მხოლოდ ახლა მივხვდი, როგორი დაღლილი ვიყავი.
- გინდა ვინმე მოკლა? ასე რამ გაგაბრაზა? მთელი ძალით უმისამართოდ ისვრი ბურთს! რა გჭირს?!- მომიახლოვდა და ჩხუბი დაიწყო.
- არ ვიცი... მართლა არ ვიცი.- სიტყვებს ვერ ვპოულობდი. რითი უნდა გამემართლებინა თავი?
- მგონი ჯობია ცოტა ხნით დაანებო თამაშს თავი და შენს თავში ეძებო პასუხი.- ხმა ცოტა მოულბა.
- მაგრამ მინდა თამაში...
- ასე ჯობს ამ ეტაპზე.
- კარგით.- ჯიუტობას აზრი არ ჰქონდა, ვიცოდი რომ არ დამნებდებოდა.
- შეხვედრამდე.
- ნახვამდის.- მითხრა და მოედანი დატოვა.

ჰანა მომიახლოვდა:

- მგონი პატრიკი მართალია, უნდა დაისვენო.- გამხნევების ნიშნად ხელი მხარზე დამადო.
- უკვე ამდენი დრო გავიდა... რატომ ვერ ვმშვიდდები?- იქვე მდგარ სკამზე ჩამოვჯექით.
- მესმის, დრო გჭირდება. იქნებ მოახერხო და სხვა რამეზე გადაიტანო ყურადღება?
- რაღაც ახალი მჭირდება, რაც ცხოვრებას აზრს დაუბრუნებს.

After You (completed)Where stories live. Discover now