მთელი დღე პლიაჟზე ყოფნისაგან მთელი სხეული ნახშირივით გამიშავდა.
ბიჭები ხელბურთის თამაშით ირთობდნენ თავს. ჩვენ კი მზეს ვეფიცხებოდით და კარგი ამინდით ვტკბებოდით.
- გამომიტყდა.- დრო ვიხელთე და შერილს ჩავჩურჩულე სიხარულით.
- რაა?- პირი მოაღო და სიცილი აუტყდა.
- რაზე იცინით?- ჩაერთო ჰანა.
- ალექსი კინაღამ წაიქცა. ნახე!- ხელი გაიშვირა შერილმა და გადამარჩინა.
- ჰანა, არ გინდა რამე მოგვიყვე?
- ამმ.. რავიცი მგონი არაფერი მაქვს მოსაყოლი. რატომ მეკითხები?- დაეჭვდა.
- არაფერი, ისე.
ბოლო დღე ეროდაზე შესანიშნავად გავატარეთ. მთელი კვირა ასე კარგად არ მიგრძნია თავი. თავისუფლად ვგრძნობდი თავს. დიდი ტვირთი მომეხსნა, ზეინს რომ გამოვუტყდი და მისი გრძნობების შესახებაც რომ გავიგე.
დღეს საღამოს სეიბრუკში ვბრუნდებით და აქ შეძენილ დაძაბულობას აქვე ვტოვებთ. ყველა ბედნიერი ჩანს. ჰანასთვისაც არ შეგვიმჩნევია არაფერი. ნეტავ, კიდევ დიდ ხანს გაგრძელებულიყო ეს სიმშვიდე.
თვითმფრინავში ალექსსა და ზეინს შორის მომიწია დაჯდომა. ჰანა და შერილი ჩვენგან შორს ისხდნენ.
ზეინის ნამიოკები და ჩვენი ზედმეტი სიახლოვე ალექსს აეჭვებდა, მაგრამ ვერაფერს ვერ ამბობდა. მგზავრობის ბოლოს კი ცნობისმოყვარეობით გვკითხა:
- სერიოზულად, რა ხდება?- ეტყობოდა რომ დიდი ხანი უნდოდა ამის კითხვა.
- ამმ...- შეყოვნდა ზეინი, ღიმილით ჩემი ხელი დაიჭირა და ალექსს ანახა.
- რააო?- ლამის იყვირა.- როდის? რანაირად? შენ ართქვი ვიღაც მომწონსო?
- ხო ეგ ვიღაც სოფია.- ზეინს ალექსის რექციაზე სიცილი აუტყდა.
- სიმართლე გითხრათ, რაღაცას ვეჭვობდი. წარმოგიდგენიათ? ყველაფერი შეიცვლება. ისევ ისეთი მეგობრობა აღარ გვექნება.
- დამშვიდდი ალექს. ყველაფერი ისევ ისე იქნება სამეგობროში.- დავამშვიდე მეგობარი.
- იმედია..- ჩაფიქრებით მიეყუდა სკამს და თვალი აგვარიდა, მაგრამ მალევე მოგვიბრუნდა კითხვით.- ანუ, თქვენ ერთად ხართ ახლა, ხომ?
- კი, ასეა.- დაუდასტურა ზეინმა.
YOU ARE READING
After You (completed)
Romanceარაფერია ადვილი. ძლიერი უნდა იყო, ყველაფერს რომ გაუძლო. ჩვენც ამისთვის ვართ შექმნილნი. გავუძლოთ ყველა ტკივილს და დაცემას. ყველა მარცხს და დანაკარგს. მაგრამ, არის რაღაცაები, რაც ყველა ცუდს ფარავს. რაც ყველა ნეგატიურს გავიწყებს. ცხოვრებას ხელახლა გჩუ...
