არაფერია ადვილი. ძლიერი უნდა იყო, ყველაფერს რომ გაუძლო. ჩვენც ამისთვის ვართ შექმნილნი. გავუძლოთ ყველა ტკივილს და დაცემას. ყველა მარცხს და დანაკარგს.
მაგრამ, არის რაღაცაები, რაც ყველა ცუდს ფარავს. რაც ყველა ნეგატიურს გავიწყებს. ცხოვრებას ხელახლა გჩუ...
ტბის ნაპირას გზას გავუყევით. საკმაოდ ცხელოდა, მაგრამ წყალს სიგრილე მოჰქონდა ჩვენამდე. უკვე საღამოვდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ მთელი დღე ზეინთან ერთად გავატარე. გამოვტყდები და ვიტყვი, რომ სასიამივნოა მასთან საუბარი. ბევრი საერთო გვაქვს. ყოველთვის მინდოდა ასეთ ადამიანთან ლაპარაკი. თითქოს, საკუთარ თავს ესაუბრები.
- კიდევ ბევრი დარჩა?- ვკითხე დაღლილმა.- ცოტაც და ტბის მეორე ნაპირთან მივალთ. - სულ ცოტაც. აი იქ! ხედავ?- ხელი გაიშვირა ორი ძველი ნავისკენ, რომლებიც ჩვეგან ასი მეტრის დაშორებით, მიწაზე ეყარა.
მზე ჩადიოდა. ცა სხვადასხვა ფერად შეფერილიყო. ლურჯი, იასამნისფერი და სტაფილოსფერი. ლამაზია.
Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
- მოვედით.- თქვა და ნავში ჩაჯდა. - ძალიან ლამაზია. - აქ რომ ჩამოვედი იმ მთისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. მერე აქ მოვედი და ეს ვნახე. კარგი ადგილია მარტო ყოფნისთვის და ფიქრისთვის.
ვერ გავბედე და ვერ ვკითხე, მაშინ მე რატომ მომიყვანე აქ-მეთქი.
- წარმომიდგენია. რითი უნდა დავბრუნდეთ სახლში? - ჩემი მანქანით. საღამოს გავალთ 9-ისთვის. შენ ხომ არ გეჩქარება? - არა, უბრალოდ ხვალინდელი დღისთვის. - სკოლა, ხომ? - ჰომ. - მეც მოვალ ხვალ. იმედია დამათვალიერებინებ სკოლას. - აუცილებლად.- გავუღიმე. - იცი, რა არ მესმის? მთელი დღე სემინარებში როგორ უნდა დახარჯო. ამ საკითხში ნოას და ლილის არ მესმის. - შეიძლება საინტერესო სემინარებია. მათთვის მაინც. - oh, please! არ ვიცნობდე მაინც მათ. სავარაუდოდ მარტო უნდოდათ ყოფნა და ვერ მითხრეს. შეიძლება არც არიან სემინარებზე. - ნუ ხარ ასეთი აპტიმისტი!- გამეცინა.- ერთად არიან, ხომ? - კი. რაღაც მომენტში მათი სიყვარულის არ მესმის. გამუდმებით ჩხუბობენ. მერე რიგდებიან. ისევ ჩხუბობენ. ისევ რიგდებიან. ერთამენთს აწვალებენ და მაინც ერთად არიან. რამდენად დიდი სიყვარული უნდა ჰქონდეთ რომ ეს უღირდეთ? - ამას ვერასდროს ვერ გაიგებ სანამ არ გამოცდი. მე ვფიქრობ, რომ სიყვარული ყველასთვის ინდივიდუალურია. ყველას სხვადასხვა ფორმულა აქვს. - ოდესმე ყოფილხარ შეყვარებული?- პატარა პაუზის შემდეგ შემომხედა და მკითხა.