- რა ჯანდაბააა?!- ჰანას ხმამ დასჭექა ოთახში და ექოსავით გაისმა.
მის ამ საქციელზე მე და ზეინი ერთდროულად წამოვხტიყ საწოლიდან, თითქოს, კოშმარი გვესიზმრა. მივხვდი რომ ზედმეტად ჩახუტებულებს გვეძინა და ამან გამოიწვია ჰანას ეს რეაქცია. სირცხვილით ვიწვოდი. წინა ღამით გათოშილი და გაყინული სხეული ახლა ცეცხლივით ამხურებოდა სირცხვილისგან.
ჰაერი ძლივს ჩავისუნთქე და ვუპასუხე:
- რა ჯანდაბა გაყვირებს?! გული გამისკდა!- თავი მოვიკატუნე, თითქოს არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა.
- რა?! რამე ხდება თქვენ ორს შორის?
- რა სისულელეებს ბოდავ?- აბსურდული გამომეტყველება მივიღე. ჩემს ამ პასუხზე კი ზეინი მომაშტერდა, მაგრამ მისკენ გახედვა აღიარებას უდრიდა. მოიცა...რის აღიარებას? ისედაც ხომ არაფერი ხდებოდა? თუ ხდებოდა? ვინ იცის...
- ჰანა, ყვირილი შეწყვიტე.- უჩვეულოდ წყნარი ტონით მიუგო ზეინმა.
- რას ქვია შევწყვიტო?!- უფრო წვრილი და ხმამაღალი ხმით გამოთქვა.
- ღმერთო, ისევ ულტრაბგერებზე გადავიდა. გააჩუმეთ ვინმემ!- ამოიხრა ზეინმა და ბალიშში ჩარგო თავი.
ხმაურზე შერილი შემოვარდა.
- რა ხდება?- ყველა წყნარი იყო ჰანას გარდა.
- არაფერი არ ხდება შერილ. გეფიცები!- მივუგე მეგობარს.- ჰანა, შენ კიდევ სცენებს ნუ დგავ!
- ღმერთო, ჩემო! ერთადერთი ვინც სცენებს დგავს აქ ეს თქვენ ორნი ხართ!- ბოლოჯერ იყვირა და ოთახიდან გავარდა.
მოულოდნელობისგან პირი მოვაღე და თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი.
- შერილ სამზარეულოში გამოდი.- ვუთხარი და გზას გავუყევი.
- ახსნა საჭირო არ არის, მართლა. ყველაფერს ვხვდები.- მომიგო თბილად.
- რას ხვდები?- დავიბენი.
- სოფ, თავს ნუ იტყუებ. ჩემზე კარგად იცი, რომ მოგწონს და ისიც არ არის გულგრილი შენს მიმართ. ეგ კი არა, იმ დღეს რომ თქვა ვიღაც მომწონს და სხვასთან არ იცეკვა. ის ვიღაც მგონი შენ ხარ. მგონი კი არა შენ ხარ.
- გოგო რა სისულელეებს ბოდავ?- ისევ აბსურდული სახე.
- ვბოდავ არა ის კიდე. წარმოიდგინე, სხვასთან არ იცეკვა იმის გამო რომ ვიღაც მოსწონს. და როგორ გგონია შენს გვერდით დაწვებოდა ის გოგო შენ რომ არ იყო?- მისმა ამ პასუხმა ჩიხში შემიყვანა და პასუხის გაცემის უფლება წამართვა.
- არაა!- არ ვიცოდი არ მიმდოდა ამის დაჯერება, თუ მართლა არ მჯეროდა. თუ უბრალოდ თავს ვიკატუნებდი. რა გაურკვეველი ადამიანი ვარ!
- კარგი, კარგი! როგორც გინდა! მერე ყველაფერს მიხვდები. მე ჩემი სათქმელი გითხარი.- ხელები ასწია და ჩვენი ნომერი დატოვა.
- ზეინ ადექი!- დავუყვირე.
- ამ დილა უთენია ყველა რატომ ყვირით? არადა რა კარგად მეძინა...- თქვა დანანებითდა ლოგინიდან ბარბაძითა და თვალების ფშვნეტით წამოდგა.
- რა ჯანდაბა სჭირს ამ გოგოს?!- ჩავილაპღაკე ჩემთვის და ჩემს გამოსაცვლელ ტანსაცმელს დავავლე ხელი.
- გინდა გითხრა რა სჭირს? ეჭვიანობს!
- რაზე უნდა იეჭვიანოს? აქვს მიზეზი? ანდაც საერთოდ შენზე რატომ უნდა იეჭვიანოს?- მივუტრიალდი მას.
- მოვწონვარ გოგო! რანაირად ვერ მიხვდი აქამდე? და რა თქმა უნდა აქვს საეჭვიანო მიზეზი. თავს რატომ ისულელებ? ერთ საწოლში გვნახა.
- მან გითხრა რომ მოსწონხარ?
- მაგრძნობინა.
YOU ARE READING
After You (completed)
Romantizmარაფერია ადვილი. ძლიერი უნდა იყო, ყველაფერს რომ გაუძლო. ჩვენც ამისთვის ვართ შექმნილნი. გავუძლოთ ყველა ტკივილს და დაცემას. ყველა მარცხს და დანაკარგს. მაგრამ, არის რაღაცაები, რაც ყველა ცუდს ფარავს. რაც ყველა ნეგატიურს გავიწყებს. ცხოვრებას ხელახლა გჩუ...
