არაფერია ადვილი. ძლიერი უნდა იყო, ყველაფერს რომ გაუძლო. ჩვენც ამისთვის ვართ შექმნილნი. გავუძლოთ ყველა ტკივილს და დაცემას. ყველა მარცხს და დანაკარგს.
მაგრამ, არის რაღაცაები, რაც ყველა ცუდს ფარავს. რაც ყველა ნეგატიურს გავიწყებს. ცხოვრებას ხელახლა გჩუ...
ჩემს პატარა გარდერობს გადავავლე თვალი და გადავწყვიტე დღეს კაბა ჩამეცვა.
Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად ვიცმევ, მაინც მომწონს.
დილიდანვე მოვასწარი დაქანცვა და ისე დავადექი სკოლის გზას. ყავა ვიყიდე რომ ძალები მიმეკრიბა და ყურადღებით ვყოფილიყავი მთელი დღის მანძილზე. დღე და დღე გამოცდები ახლოვდებოდა და ნერვიულობა უფრო და უფრო მეტად მიტევდა. სულ რაღაც 13 ქულა მაკლია უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე. ვფიქრობ, შევძლებ ამის გაკეთებას. ფიქრებში გართული მალე მივადექი სკოლის ეზოს და შენობაშიც შევაბიჯე. თვალებით ვეძებდი მეგობრებს და ზეინს. ვერც ერთს მოვკარი თვალი სანამ კლასში არ შევედი. ჰანაც, ალექსიც და შერილიც იქ იყვნენ, მაგრამ ზეინი არსად ჩანდა. პირველი ისტორია გვქონდა, ამიტომ მაგიდას მივუჯექი და წიგნს ჩავაცქერდი.
- ჰეი, როგორ გაატარე ვიქენდი?- უკნიდან ალექსის ხმა გავიგონე. ჰანა და შერილი ოთახის მეორე მხარეს ისხდნენ და მხოლოდ ხელის დაქნევით მივესალმე. ალექსთან კი საუბარი გავაბი. - მშვენივრად. მერე მოგიყვებით ყველაფერს. ახლა კი სიურპრიზი მაქვს. - მიხარია შენს გამო, მაგრამ რა სიურპრიზზე საუბრობ?
გამოტყდომას არ ვაპირებდი, მაგრამ პასუხის გაცემა მაინც ვერ მოვასწარი. ოთახში მისის პორტერი შემოვიდა.
- დილამშვიდობის!
კლასიც ხალისდაკარგულად მიესალმა მასწავლებელს.
ზეინი იგვიანებდა. ან სულაც არ აპირებდა მოსვლას. ხომ არ მივწერო? ამაზე ცოტა ხანს ვიყოყმანე და ბოლოს გადავწყვიტე, რომ დღის ბოლომდე მეცლია მისთვის. გაკვეთილი 5-10 წუთის დაწყებული იქნებოდა, კარზე კაკუნი რომ გაისმა და პატარა, ოთხკუთხედ ფანჯარაში ნაცნობი სახე გამოჩნდა. ოცდაათდე ბავშვი მოახერხა და მიპოვა. თვალებს პირვანდელი ფერი დაბრუნებოდა.