გოგონა ფანჯრის შიგნით ბიჭი კი ფანჯრის გარეთ⭐

5K 120 223
                                    

ცხოვრება არასდროს ყოფილა შემწყალებელი ჩემს მიმართ. სიცოცხლის ბოლომდე მტანჯავდა. თვით სიცოცხლემ მომკლა.
ახლა მხოლოდ ვარსებობ, მარტოსული და საცოდავი.
გაქრა...
თითქოს სიზმარი იყო და გამომეღვიძა.
მაგრამ მე ყველაზე ბედნიერი ვიყავი ამ სიზმარში.
არასდროს ვყოფილვარ მეოცნებე გოგონა, რომელიც ფულსა და დიდებაზე ოცნებობს, ან თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცის მოლოდინში ბერდება. პრინცი კი არსად ჩანს.
არასდროს მდომებია ბევრი. მხოლოდ ოჯახს და საყვარელი ადამიანებისგან სითბოს ვითხოვდი, მაგრამ მე ესეც არასდროს მქონია.
არასდროს მინახავს მშობლები.
არაფერი ვიცი მათზე, გარდა იმისა, რომ მიმატოვეს.
ნაგავივით მომისროლეს. სწორედაც, რომ ნაგვის ადგილი სანაგვე უნაშია და მეც სწორედ იქ მიპოვეს.
შემდეგ ბავშვთა სახლი.
საშინელი ბავშვობა.
არაფერი კარგი.
რა არის იმაზე უარესი, როდესაც იცი, რომ მშობლებს არ უნდოდი და ნაგავში მოგისროლეს?
ჩემს გარშემო უამრავი ბავშვი იყო და არც მათ ჰქონიათ ლამაზი წარსული, მაგრამ იმედს არასდროს კარგავდნენ.
ვერასდროს ვიტანდი ფრაზებს:
"იმედი არასდროს დაკარგო"
"მომავალ მშობლებს ძალიან ეყვარები"
"აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთაც შენ ენდომები"
ყველაზე ცუდი იცით რა არის? ის, რომ არასდროს არავის ვდომებივარ.
ამ გრძნობებს ვერასდროს მიხვდებით თუ თქვენ თავზე არ გამოცდით.
ასე ამბობენ ვერ მიხვდები რას ნიშნავს იყო მშობელი სანამ თავად არ გამოცდი ამ გრძნობას.
მეც ამიტომ არ მაქვს იმედი იმის, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
რადგან არაფერი იქნება ისე როგორც საჭიროა.
ვფიქრობდი უარესი რაღა უნდა მომხდარიყო და სწორედ აქ ვცდებოდი. თურმე ცხოვრება წინ კიდევ უფრო დიდ ტანჯვას მიმზადებდა.

***
გოგონას სამუშაო საათი დასასრულს მიუახლოვდა, შუადღის ხუთი საათია. ის ყველაფერს აწესრიგებს და თანამშრომლებთან დამშვიდობების შემდეგ სკოლის შენობას ტოვებს. გარეთ გაზაფხულის დღისთვის დამახასიათებელი სითბოა. ახლად აყვავებული ყვავილების სურნელი, სასიამოვნოდ ელამუნება გოგონას ცხვირს და გრილ ნიავთან ერთად დასტრიალებს სამყაროს.
დღეს არაფერი საქმე აღარ აქვს, ამიტომ შეძლებს დაღამებამდე ისეირნოს სეულის ქუჩებში.

Still With You⭐🌠(completed)Where stories live. Discover now