სიყვარული კი თავად შენ ხარ ჯონ ჯონგუკ⭐

606 55 14
                                    

მზეს მოესწრო ჩასვლა და თავი გადაერჩინა იმ მუქი ღრუბლებისგან, რომლებმაც მთლიანი ცა მოიცვა.
ირგვლივ ჩამობნელდა და პირველი ჭექა-ქუხილის ხმაც გაისმა. ჯონგუკს სახეზე წვიმის წვეთები დაეცა და მაშინვე ცისკენ აიხედა. გოგონაც მალევე გამოერკვა ფიქრებიდან და გვერდით მჯდომს მიბაძა. ციდან წამოსულმა ცივმა წვეთებმა მათ სახეზე გაიკვალეს გზა. გოგონას გაეღიმა და ჯონგუკს შეხედა, რომელიც უკვე წამებია შეყვარებულის სახეს აკვირდებოდა.
_პირველად რომ დაგინახე წვიმიანი საღამო იყო, შენ კი დეიდა ნაიონის კაფეში, ფანჯარასთან იჯექი და ცხელი ყავის ჭიქისთვის თითები შემოგეხვია.
ჯონგუკმა ის დღე გაიხსენა, რომლიდანაც მათი ცხოვრება შეიცვალა.
_ყველაფერი გახსოვს?
გოგონას ჩაეცინა და ისევ ბიჭის მხარზე ჩამოდო თავიმი.
_ყველაფერი. იასამნისფერი ულამაზესი კაბა გეცვა მაგ დღეს და მაშინაც, როდესაც პირველად გამოგელაპარაკე.
_გასაოცარი ხარ ჯონგუკ, შეხედე.
გოგონამ ისევ ცას შეხედა და თითი ერთადერთ მოკაშკაშე ვარსკვლავისკენ გაიშვირა.
_ძალიან ჯიუტია, ასეთ ამინდშიც კი თავის ადგილას არის გამოკიდებული და ანათებს. ეს ვარსკვლავი ხარ ჩემს ცხოვრებაში.
ჯონგუკმა სწრაფად მოიქცია თბილ ხელებში გოგონას სახე და მის ვარდისფერ ტუჩებს დაეწაფა.
_მიყვარხარ ლი არეუმ.
გოგონას ტუჩებთან ამოიჩურჩულა ვნება მორეულმა.
_სიყვარლული კი თავად შენ ხარ ჯეონ ჯონგუკ.
ამ წამამდე თუ მხოლოდ წვეთები ცვიოდა, ახლა საგრძნობლად მოიმატა წვიმამ. ნაცრისფერ ღრუბლებში წამიერად გადაირბინა ყვითელმა ნათებამ, მას კი მალე ქუხილის ხმაც მოჰყვა. ჯონგუკმა ძირს დაგდებული შემოსაცმელი აიღო და ისე გადაიფარა თავზე, რომ მასზე მიხუტებლ გოგონასაც ჰყოფნოდა.

***

_უნდა წავიდე.
ჯონგუკმა გოგონას ხელი უხეშად მოიშორა და აცრემლებული არეუმი ცივ მეტლახზე დაეცა.
_ძალიან გთხოვ, ჯონგუკ არ წახვიდე.
არეუმა ბოლო ხმაზე დაიწყო ყვრილი, ისტერიკულად ტიროდა და ცრემლები მის ლამაზ ნაკვთებს ანადგურებდა.
ცდილობდა.
მთელი არსებით უნდოდა ბიჭის შეჩერება, მაგრამ არ გამოსდიოდა.
_მიყვარხარ ჯონგუკ, გთხოვ შენს გარეშე არ დამტოვო.
არეუმი იატაკიდან წამოდგა და ჯონგუკს ჩაეხუტა, ბიჭმაც ძლიერ მიიკრო სხეულზე და ყურთან დაიხარა.
_უნდა წავიდე, შენთვისვე აჯობებს, გახსოვდეს, რომ მთელი გულით მიყვარხარ.
თვალებიდან მლაშე სითხემ გაიკვალა გზა ბიჭის სახეზე და ნელა ყელში გაუჩინარდა.
ფრთხილად მოშორდა ატირებულ გოგონას, მისი წითური თმები ხელზე დაიხვია, ბოლოჯერ შეიგრძნო ის შოკოლადის სურნელი, რომელიც გოგონას ყოველთვის გამოარჩევდა სხვებისგან.
ბოლოჯერ ეამბორა გოგონას ტკბილ ტუჩებს და ბოლოჯერ შეხედა გოგონას ტირილისგან გადაღლილ სახეს.
თავი აიძულა, რომ უკან მოუხედავად წასულიყო მისგან. არ მოესმინა გოგონას მუდარა, არ შეჩერებულიყო არეუმის ყვირილზე და ტირილზე. თავი აიძულა უკან ადევნებული გოგონა მიეტოვებინა.
არეუმი უკან გაეკიდა სახლიდან გასულ ჯონგუკს, მაგრამ გარეთ არავინ დახვდა, გარდა საშინელი სიბნელისა. ინსტიქტურად გოგონამ ცაზე აიხედა და აღარც ის იყო იქ. მოელვარე ვარსკვლავი "სირიუსიც" ჩამქრალიყო, ისევე როგორც ჯონგუკი, არეუმის კაშკაშა ვარსკვლავი.
_არეუმ არ შეგეშინდეს. აქ ვარ.
ჯონგუკი მძინარე გოგონას გამოღვიძებას ცდილობს. არეუმი სულ მთლად გაოფლილი წევს და რაღაც გაურკვეველ სიტყვებს ყვირის.
_არეუმ გაიღვიძე, უბრალოდ კოშმარია.
გოგონა როგორც იქნა ფხიზლდება და შეშინებული აცეცებს თვალებს. სუნთქვა აჩქარებული აქვს და ჯერ ისევ გაურკვევლობაში მყოფი ჯონგუკს ამჩნევს თუ არა შეშდება.
ხელები ნელა და კანკალით მიაქვს ბიჭის სახესთან და ასევე ნელა ეხება.
_შენ აქ ხარ.
ბიჭის სხეულს ძლიერ ეხუტება და ხმამაღლა ტირილს იწყებს.
_აქ ვარ, იტირე ლამაზო მოგეშვება, მე არსად არ წავალ, მუდამ გვერდით გეყოლები, უბრალოდ კოშმარი იყო და მეტი არაფერი.
ჯონგუკი ჩუმად ეჩურჩულება და გოგონას თავზე ხელით ეფერება,
რომ დაწყნარდეს. ჯონგუკის სიახლოვე, სითბო და მისი ნაზი ხმა, მართლაც ამშვიდებს არეუმს.
გოგონას ჯონგუკის ხელებში ჩაეძინა, ბიჭი უფრო კომფორტულად მოეწყო საწოლში და ზედ მიხუტებულ არეუმთან ერთად განაგრძო ძილი.

Still With You⭐🌠(completed)Where stories live. Discover now