არეუმ არავინ მოგწონს?⭐

1.1K 96 5
                                    

პარასკევ დილით არეუმი იონსინთან ერთად მიდის სამსახურში. დღეს შედარებით გრილი დღეა, ამიტომ გოგონას ღია ფერის ჯინსი და თეთრი მკლავიანი მაიკა აცვია.
არეუმი ერთ-ერთ კლას გაკვეთილზე ასეთ დავალებას აძლევს. დახატონ ის რაც მათვის ბედნიერებასთან ასოცირდება. გაკვეთილის ბოლოს ყველა მასწავლებელს აბარებს საკუთარ ნახატს.
გოგონა გაკვეთილების შემდეგ ისევ კაფეში მიდის და ჭიქა ყავასთან ერთად იწყებს ნახატების დათვალიერებას და მათ შეფასებას.
არეუმი მომღიმარი სახით აკვირდება თვითოეულ ნახატს.
უმრავლესობას დახატული აქვს მხიარული ოჯახი, ბედნიერი სახეებით მშობლები და ფერადი ბუშტები.
მოკლედ ყველაფერი ის რაც შვიდი-რვა წლის ბავშვს აბედნიერებს.
მაგრამ არეუმი უკვე დიდი ხანია ერთ ნახატს მისჩერებია და მასში ვერაფერს ხედავს ისეთს რაც დავალებაში იყო მოცემული.
იქნებ ბავშვმა შეცდომით გაიგო დავალება, აბა სხვა შემთხვევაში რატომ დახატავდა ტანსაცმლის კარადას? იქნებ მას ბევრი ტანსაცმელი აბედნიერებს? მაგრამ ამ ნახატის პატრონი შვიდი წლის ბიჭია. გოგონას რაღაც აეჭვებს და ფიქრობს, რომ აუცილებლად დაელაპარაკება პატარას.
გოგონა სახლში დაბრუნების შემდეგ სააბაზანოში შედის. ნახევარ საათიანი ნებივრობის შემდეგ არეუმი რამიონს ამზადებს და ჭამის შემდეგ დასაძინებლად წვება.
დილით გოგონას გვიანობამდე სძინავს. დღეს თავისუფალია არანაირი საქმე არ აქვს, ამიტომ აპირებს იონსინს შეხვდეს. მის ნომერს კრეფს ტელეფონზე და ურეკავს. გოგონა მალევე პასუხობს არეუმს.
_გისმენ არეუმ.
_იონსინ თუ გცალია იქნებ სადმე შევხვდეთ?
_რათქმაუნდა ახლა მაღაზიაში ვარ მისამართს მოგწერ და აქ მოდი.
გოგონა ტელეფონს თიშავს და ტანსაცმლის ჩაცმას იწყებს. საბოლოოდ ჯინს და ზოლიან მაიკას იცმევს. სახლიდან გასული კი იმ მისამართზე მიდის რომელიც იონსინმა მისწერა. გზა არც ისე დიდია. არეუმი ადვილად ამჩნევს პატარა შენობას, რომელიც გარედან სხვადასხვა ჯიშის ყვავილით არის მორთული. მინის კარებზე კი წითელი ფერით არის წარწერა "hope's flowers"
არეუმი მაღაზიაში შესვლისთანავე გრძნობს ყვავილების სურნელს. მას ყოველთვის უყვარდა ყვავილები განსაკუთრებით კი გვირილები.
_აბა როგორ მოგწონს აქაურობა?
იონსინი არეუმს ყვავილებზე ანიშნებს.
_ძალიან ლამაზები არიან და თან სასიამოვნო სურნელი აქვთ.
რამდენიმე წუთში იონსინი მაღაზიას კეტავს და არეუმთან ერთად იქვე ახლოს მდებარე კაფეში შედის. ყავას და ნამცხვარს უკვეთავენ.
სხვადასხვა თემაზე საუბრობენ, ერთამენთზე უფრო და უფრო მეტს ისმენენ და ბოლოს იონსინი იმასაც ამბობს, რომ შეყვარებული ჰყავს.
_ერთხელ მას აუცილებლად გაგაცნობ. ვფიქრობ კარგად გაუგებთ ერთმანეთს, რადგან ის ძალიან მხიარულია.
_ოჰ იონსინ შენ მართლა შეყვარებული ხარ.
გოგონებს ამაზე ეცინებათ და უკვე მოტანილ შეკვეთას უბრუნდებიან.
_არეუმ შენზე მომიყევი რამე.
გოგონა ნამცხვრის გადაყლაპვის შემდეგ ამ კითხვას სვამს. არეუმი ცოტა იძაბება, რადგან იმ თემას შეეხნენ რაც ასე ძალიან სტკენს და მისი დავიწყება სურს.
_ბავშვთა სახლში გავიზარდე, არაფერი საინტერესო არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში და თან მინდა, რომ წარსული დავივიწყო.
გოგონას ხმაში სევდა შეერია, რაც იონსინს არ გამოპარვია და მის დასამშვიდებლად არეუმს ხელზე თავისას ადებს.
_არ არის საჭირო წარსულის გახსენება, მთავარი მომავალია რომლისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ.
არეუმა იცოდა, რომ გოგონა მის დასამშვიდებლად ამბობდა ამ სიტყვებს, მაგრამ სიმართლე კი სულ სხვა რამე იყო. წარსული ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს მომავალზე და ამას არეუმი ვერ შეცვლის. ვერსად გაექცევა წარსულს.
_არეუმ არავინ მოგწონს?
გოგონა თემას ცვლის და არეუმს ღიმილით შეჰყურებს.
_არავინ მომწონს.
_მართლა? იცოდე არ დამიმალო.
არეუმი თავს უქნევს თანხმობის ნიშნად და ყავის ჭიქა ტუჩებთან მიაქვს. გოგონებმა კიდევ ბევრი ილაპარაკეს და ერთმანეთიც უფრო კარგად გაიცნეს. აშკარაა, რომ დამეგობრდებიან.

დეიდა ნაიონის კაფეში დღეს დილიდან მოყოლებული ერთი ბიჭი ზის და ქუჩაში მყოფებს ზუსტად ისე აკვირდება, როგორ ეს არეუმს სჩვევია. ეს ბიჭი, დიახ, ის უცნობია, იმ საღამოს არეუმის ყურადღება, რომ მიიქცია.
ახლა კი თავად ბიჭი ელოდება გოგონას გამოჩენას, მაგრამ როგორც ჩანს დღეს ის აქ არ მოვა.

კვირა დღე უაზროდ გაიწელა და არეუმიც არაფრის კეთებით დაღლილი, სახლის დალაგებას იწყებს.  საღამოს დაღლილი სააბაზანოში შედის, იქიდან კი პირდაპირ საძინებელში და იძინებს.
დილით სკოლაში წასასვლელად მზადებას ამთავრებს თუ არა ისევ იონსინთან ერთად მიუყვება გზას.  ერთად 15 წუთიანი სიარულის შემდეგ ერთმანეთს ემშვიდობებიან.
არეუმს დღეს გადაწყვეტილი აქვს, რომ იმ პატარა ბიჭუნას დაელაპარაკოს, რომელმაც ბედნიერების დახატვა ტანსაცმლის კარადით სცადა.
ასეც მოიქცა და ახლა კლასში მარტო პატარა ბიჭის წინ ზის.
_ჯი ჰუნ ჩემს მიერ მოცემულ დავალებაში შენ ტანსაცმლის კარადა, რატომ დახატე?
_მასწავლებელო თქვენ ხომ გვითხარით, რომ უნდა დაგვეხატა ბედნიერება?
პატარა დაბნეული სახით უყურებს გოგონას და თან თითებს აწვალებს ნერვიულად.
_კი სწორედ ეგ დავალება მოგეცით და შენთვის კარადა ბედნიერება?
ბიჭუნა თავს ხრის, რამდენიმე წამით ფიქრობს და ისე სცემს პასუხს.
_დიახ მასწავლებელო. კარადა ყოველთვის მეხმარება გავექცე საფრთხეს.
არეუმს სახე ეცვლება. რა საფრთხეზე ლაპარაკობს ბიჭი?
_ჯი ჰუნ რა საფრთხეზე ლაპარაკობ?
_იცით მასწავლებელო ჩემს სახლში სულ რაღაცის გატეხვის და ყვირილის ხმებია. დედა ხშირად ტირის და მამა სულ გაბრაზებულია. კარადაში კი ხმები აღარ მესმის.
გოგონას თვალებზე ცრემლი ადგება. ნუთუ ბავშვი ასეთ ოჯახში იზრდება? ის ხომ ასეთი პატარაა და ამ ყველაფრის გადატანა მარტოს უწევს. გოგონას საკუთარი თავი ახსენდება ისიც ყოველთვის მარტო იყო და ახლა არ დაუშვებს, რომ ამ ბიჭმაც ის გამოიაროს რაც მან.
_კარგი ჯი ჰუნ შეგიძლია მეგობრებთან წახვიდე.
არეუმი ბიჭს აკვირდება და მისი გასვლის შემდეგ ამდენი ხნის ნაკავებ ცრემლებს გარეთ უშვებს.
_მშობლები ასეთი სასტიკები რატომ არიან?
გოგონა საკუთარ თავს ეკითხება, მაგრამ პასუხი არსად ჩანს.

 

მეორე თავი.
როგორი იყო?
აზრი გამოხატეთ!
წინასწარ მადოობა💜
მიყვარხართ❤
Bts's aunt🥴

Still With You⭐🌠(completed)Where stories live. Discover now