ჯონგუკი არეუმს გარეთ ელოდება, დღეს ექიმთან კოლსუტაციაზე მიდიან და ბავშვის სქესაც გაიგებენ. არეუმს უკვე მუცელიც ეტყობა და გოგონ არც ისეთი გამხდარია, როგორც ოთხი თვის უკან იყო. ჯონგუკი მთელი ამ დროის განმავლობაში გოგონაზე ისე ზრუნავდა, როგორც ყველაზე ძვირფას ქვაზე. ცივ ნიავს არ აკარებდა და ყველა მის თხოვნას წუწუნის გარეშე ასრულებდა.
საავადმყოფოში მისულები, პირდაპირ ექიმის კაბინეტში შედიან და ექიმს ესალმებიან.
აი უკვე დადგა დრო, რომ გაიგონ ბავშვის სქესი. ეკრანზე პატარა სხეულს ხედავენ. ექიმს სახე ეცვლება და ეკრანზე დაკვირვებას იწყებს.
_ექიმო რამე მოხდა?
ანერვიულებული არეუმი შეშინებული თვალებს აპყრობს ექიმს.
_არა არაფერი.
ექიმს ეღიმება და წყვილზე გადააქვს მზერა.
_ბავშვს ცერა თითი პირში უდევს. ეს უკვე ნორმალურია და ექოსკოპიაზეც ხშირად ჩანს. რაც შეეხება ბავშვის სქეს...
ექიმი კიდევ ერთხელ აკვირდება ეკრანს და იმის დადგენის, შემდეგ თუ რა სქესისაა ბავშვი ისევ უკან მშობლებზე აბრუნებს მზერას.
_გილოცავთ ბიჭი გეყოლებათ.
არეუმს სიხარულისგან ცრემლები სცვივდება თვალებიდან, ჯონგუკი კი მას ძლიერად იხუტებს და შუბლზე კოცნასაც უტოვებს.
ექიმიდან გამოსვლის შემდეგ პირდაპირ სახლში მიდიან, რადგან გზაში ჯონგუკს იუნგიმ დაურეკა და სასწრაფოდ შეხვედრა მოსთხოვა. არეუმის სახლში მიყვანის, შემდეგ ბიჭი იუნგის გამოგზავნილ მისამართზე მიდის.
_იუნგი როგორ ხარ?
ჯონგუკი ბიჭს ეხუტება და იუნგის თვალებიდან ცრემლები სცვივდება.
_ჯონგუკ უნდა ვილაპარაკოთ.
_რამე მოხდა?
_ყველაფერი გავიგე.
იუნგი ჯონგუკს წინ უდგება, მაგრამ თვალებში შეხვედას ვერ უბედავს. ძნელია მისთვის, რადგან იუნგის ტირილისგან დასიებული სახე საშინლად გამოიყურება. რას იფიქრებს ჯონგუკი?
მას უწევს ყველაფრის მარტოს გადატანა ისე, რომ არავის არაფერი დაუშავდეს. იუნგი კი ქალივით ტირის.
_რას გულისხმობ იუნგი?
ჯონგუკი ცდილობს ბიჭს თვალებში შეხედოს, მაგრამ იუნგის თავი ძირს აქვს დახრილი.
_რა ჯანდაბაზე ფიქრობ ჯონგუკ? როგორ ბედავ და ჩვენს მიტოვებას აპირებ? ჯონგუკ შეიშალე? მითხარი ჯონგუკ, ასე რატომ იქცევი?
იუნგი ერთიანად უშვებს ბრაზს და ყვირილს იწყებს, ჯონგუკი ხვდება რაშიც არის საქმე მაგრამ არ იმჩნევს.
_იუნგი არ მცალია უნდა წავიდე.
წასვლას აპირებს, მაგრამ იუნგი უკან ატრიალებს და ბიჭს ძლიერად იხუტებს.
_გთხოვ ასე არ მოგვექცე. შენს მშობლებზე იფიქრე. ჯონგუკ არეუმზე და თქვენს ჯერ არ დაბადებულ პატარაზე იფიქრე. რას აპირებ მათ ასე მიატოვებ? ბავშვს მამის გარეშე ტოვებ?
ჩვენ ბიჭებს, რატომ არ გვითხარი?
_იუნგი მათაც იციან?
ჯონგუკი ბიჭს ფრთხილად იშორებს.
_არა მარტო მე ვიცი.
_ძალიან კარგი არავინ უნდა გაიგოს.
_ჯონგუკ რატომ? ისინი იმსახურებენ სიმართლე იცოდნენ.
_გთხოვ იუნგი. ვერ შევძლებ. მტკივა გესმის? იმის გააზრებაც კი მტკენს, რომ თქვენთან ერთად ვეღარ შევძლებ გართობას. ვერ შევძლებ ჩემი არეუმის გვერდით ცხოვრებას ჩვენი პატარას გაზრდაში ვერ მივიღებ მონაწილეობას. იუნგი შენ გგონიაე მინდა ასე მოხდეს ყველაფერი?
ჯონგუკი ნებდება, ცრემლები მისი თვალებიდან იწყებენ დენას, იუნგიც ტირის.
_ოპერაცია. ჯონგუკ შეგი...
_არა.
ჯონგუკი აწყვეტინებს იუნგის.
_არ მინდა ტყული იმედებით ვიცხოვრო. არ გესმოს შანსები არ არსებობს. ეს დედააფეთქებული სიმსიმნე ყოველ დღე მექაჩება სიკვდილისკენ. არ მინდა ჩემი ბოლო დღეები იმის იმედში გავატარო, რომ შეიძლება გადავრჩე. გთხოვ იუნგი ჩემს გამო გთხოვ, რომ ეს ამბავი საიდუმლოდ შეინახო. არ მინდა ყველამ ისე მიყუროთ, როგორც მომაკვდავს, რომელსაც ორი დღის სიცოცხლე აქვს დარჩენილი. მინდა თქვენს თვალში ისეთი დავრჩე, როგორიც ყოველთვის ვიყავი.
ჯონგუკი ცრემლებს შემოსაცმელის მკლავებით იწმენდს და წინ მოსლუკუნე ბიჭს იხუტებს. იუნგი უმცროსის სხეულს ხელებს მაგრად ხვევს, ისე თითქოს ბიჭს ამით დაიჭერდეს. თითქოს და ამ საქციელით აარიდებდეს იმ მომავალს რაც მას ელის.
იუნგი ბოლოს მაინც თანხმდება ჯონგუკს, იმაზე, რომ ხმას არ ამოიღებს. არ იცის იუნგიმ ასე, როგორ გაძლებს. როგორ შეხედავს დანარჩენებს თვალებში და როგორ გააგრძელებს სიცოცხლეს.
პარკში გრძელ ხის სკამზე გვერდი გვერდ სხედან და უბრალოდ ხმას არ იღებენ.
_იუნგი იცი ბიჭი მეყოლება?
ჯონგუკი თავს ბიჭისკენ აბრუნებს და მომღიმარი ეუბნება ახალ ამბავს. იუნგის გული ნაწილებად ეშლება. თავს იკავებს, იმისთვის, რომ მის მეგობარს, მის პატარა ძმას გვერდით დაუდგეს, ძლიერი უნდა იყოს. საკუთარ თავს ამხნევებს და ბიჭისკენ ატრიალებს თვას.
_მიხარია ჯონგუკ. დარწმუნებული ვარ შენსავით ნიჭიერი და საყვარელი იქნება.
_იუნგი ვაპირებ არეუმს ცოლობა ვთხოვო.
_ჩემი დახმარება გჭირდება?
_არა, ყველაფერი მოვაგვარე. საღამოს დავპატიჟებ და ცოლობას ვთხოვ.***
ჯონგუკი სახლში მიდის და შხაპს იღებს. საშინლად გადაიღალა, მაგრამ დღეს ასეთი მნიშვნელოვანო დღეა, ამიტომ სააბაზანოდან გამოსვლის, შემდეგ ლამაზად იცმევს და ეზოში მყოფ არეუმთან ჩადის.
_ჰეი რა სიმპატიური ხარ.
გოგონა ბიჭთან მიდის და კისერზე ხელებს ხვევს.
_მადლობა, არეუმ გაემზადე და სადაღაც უნდა წავიდეთ.
_სად მივდივართ?
_გაემზადე და ნახევარ საათში გარეთ გამოდი.
არეუმი ხვდება, რომ არ აქვს რაიმეს კითხავს აზრი, რადგან ბიჭი არაფერს ეტყვის, ამიტომ ოთახში ადის და ლამაზი კაბის შერჩევას იწყებს. საბოლოოდ არჩევანს სადა და დახვეწილ კაბაზე აჩერებს. გარეთ უკვე ცივა, ამიტომ თბილ შემოსაცმელს იღებს და ჯონგუკთან გადის.
_ორსულობისას ასეთი ლამაზი ჯერ არავინ ყოფილა, როგორიც შენ ხარ.
ჯონგუკი გოგონას უახლოვდება და ტუჩებზე ნაზად ეხება.***
_ჯონგუკ ეს ხომ დეიდა ნაიონის კაფეა.
გოგონა აღტაცებული გადადის მანქანიდან და ისე შერბის კაფეში, რომ ჯონგუკს არც კი უცდის.
_დეიდა.
არეუმი კაფეში მოფუსფუსე ქალთან მირბის და ეხუტება.
_შვილო როგორ მომენატრეთ.
ქალი ძლივს აღწევს თავს არეუმის მკლავებს თავს და ჯონგუკსაც ეხუტება, შემდეგ კი არეუმის მუცელს ეფერება.
_მე დაგტოვებთ, ჯონგუკ შენ იცი.
ნაიონი ბიჭს თვალს უკრავს და კაფიდან გადის.
_დეიდა? ჯონგუკ რა იგულისხმა?
არეუმი უკვე გარეთ გასულ ქალს თვალს აყოლებს, შემდეგ კი მის საყვარელ ადგილას ჯდრბა.
_მე ვთხოვე, რომ ამ საღამოს კაფე ჩვენთვის დაეხურა.
ჯონგუკი გოგონას წინ იკავებს ადგილს და კაფეს თვალს ავლებს.
კაფე საუცხოვოდ იყო მორთული, მკაფიო განათება, რომელიც მხოლოდ ერთ კედელს ანათებდა და ლამაზი ყვავილებით გაფორმებული მაგიდები.
უცბად კედელზე კადრები გამოჩნდა. არეუმა პროჟექტორით განათებულ კედელს შეხედა და ის კადრები იცნო, რომელშიც ჯონგუკი და თვითონ იყვნენ. გოგონამ ვიდეოზე დაკვირვებით ადვილად იცნო მათი შეხვედრის პირველი მომენტები.
გაუკვირდა, რადგან მაშინ ძალიან კარგად ახსოვს არც ერთს არ გადაუღია ვიდეო. შემდეგ მათი მეორე შეხვედრა, როდესაც ჯონგუკი არეუმის წინ დაჯდა მაგიდასთან. ყველა მნიშვნელოვანი მომენტი იყო ვიდეოზე.
_ჯონგუკ ეს.. გასაოცარია. ნახეე ეს ხომ ის მომენტია, როდესაც შენ ეიფორია მიმღერე.
გოგონა სკამიდან წამოდგა და კედელს კიდე უფრო მიუახლოვდა.წინასწარ მადლობა💜
მიყვარხართ❤
Bts's aunt🥴
YOU ARE READING
Still With You⭐🌠(completed)
Hayran Kurguჩემს ცხოვრებაში ყველაზე კაშკაშა ჯონგუკი იყო, როგორც ღამის ცაზე ყველაზე ელვარე ვარსკვლავი-სირიუსი.🌠 ჯონგუკი ჩემი სირიუსია, ჩემი კაშკაშა ვარსკვლავი.⭐ 29.06.2020 14.08.2020