_ჯონგუკ გთხოვ არ შეგეშინდეს შენს გვერდით ვართ.
ნამჯუნი საოპერაციოდ გამზადებულ ბიჭს ამხნევებს. ყველანი აქ არიან.
ჯონგუკს რამდენიმე საათში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდება. შეიძლება ვერც გადარჩეს, მაგრამ მცირედი შანსები არსებობს, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენონ.
არეუმი ორსულობის მეშვიდე თვეშია. ქმრის გვერდით არის ამ მძიმე წუთებში და ჯონგუკს ამხნევებს. გაანალიზა, რომ შესაძლოა ოპერაცია კრიტიკულად დასრულდეს და საყვარელი ადამიანი დაკარგოს, მაგრამ იმედს არ კარგავს.
_ჯონგუკ, ჩემო სიყვარულო, გთხოვ არ დანებდე და ბოლომდე იბრძოლე. ჩვნეი და ჩვენი პატარას გამო.
არეუმი ჯონგუკს საოპერაციოში ამ სიტყვებით აცილებს. ჯონგუკისთვის ხელი მაგრად აქვს ჩაკიდებული, ტირილისგან თავს ვეღარ იკავებს და ცრემლებს ნებას აძლევს მის სახეზე ჩამოსრიალდნენ.
_ჰეი წითურო, არ იტირო. მე ამასაც შევძლებ. ამ საოპერაციოდან ჯანმრთელი დავბრუნდები და ისევ შენთან ერთად ვიქნები.
ჯონგუკი საოპერაციოში შეჰყვათ. ყველა ძალიან ნერვიულობს. განსაკუთრებით არეუმი, რომელიც საოპერაციოს წინ კალიდორში ერთ ადგილას ვერ ჩერდება. გადის ერთი, ორი, სამი თითქმის ოთხი საათი და არაფერი ისმის.
საოპერაციოში მდგომარეობა რთულდება. ჯონგუკს გულის ცემა უჩერდება. ექიმები, მის ამოძრავებას ცდიოობენ.
საოპერაციოს გარეთ ჯონგუკს მისი ახლობლები ელოდებიან. ბიჭმა უნდა იბრძოლოს. მათთვის და საკუთარი თავისთვის უნდა იბრძოლოს.
უკვე დილის ოთხი საათია, ჯონგუკზე არავინ არაფერს ამბობს. არეუმს დაძაბულობისგან და ჯონგუკის დაკარგვის შიშისგან სხეული უკანკალებს. რამდენჯერ სთხოვეს, რომ ცოტა დაესვენა, რადგან ორსულად არის, მაგრამ დაიჟინა, რომ ჯონგუკს დაელოდებოდა. საოპერაციოს კარი იხსნება თუ არა იქედან ბატონი ჩანი გამოდის.
_ექიმო.
არეუმი სკამიდან გაჭირვებით დგება და ექიმთან რაც შეილძლება მალე მიდის.
_ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. პაციენტს გული გაუჩერდა, მაგრამ მისი ამუშავება შევძელით. საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. ოცდაოთხი საათის განმავლობაში დაველოდებით მის გამოღვიძებას. პაციენტი შეიძლება კომაშიც ჩავარდეს, მაგრამ ყველაზე მთავარი გადავლახეთ.***
ორი თვის შემდეგ.
ჯონგუკის მდგომარეობა შეიცვალა.
ბიჭი ახლა უკვე ჯანმრთელია და რაც მთავარია მის ოჯახთან ერთადაა. ჯონგუკის ოპერაციიდან სამი კვირის შემდეგ ბიჭი სახლში გამოწერეს. არეუმი და ჯონგუკი ცალკე ბინაში გადავიდნენ საცხოვრებლად და თავიანთი პატარა, თბილი და მყუდრო ოჯახი შექმნეს.
არეუმს გადაადგილება უკვე ძალიან უჭირს. მეცხრე თვეშია და მალე ბავშვიც დაიბადება. ჯონგუკმა და არეუმა ერთად შეარჩიეს ბავშვის ოთახისთვის ავეჯი და უკვე მზადაც კი არის ყველაფერი.
არეუმი ოთახიდან გამოდის და მისაღებში ტელევიზორის წინ მჯდომ ჯონგუკს გვერდით უჯდება.
_არეუმ გაიღვიძე?
ჯონგუკი ტელევიზორს თიშავს და ყურადღება გაოფლილ არეუმზე გადააქვს.
არეუმს სუნთქვა უჩქარდება, მუცლის ტკივილს გრძნობს და თვალებიდან ცრემლები სცვივდება. ჯონგუკი დამფრთხალი თვალებით შეჰყურებს არეუმს.
_ჯონგუკ მშობიარობა დამეწყო.
მეორე დასასრული...ჰეჰე, იმედია ამ თავით გამოვისყიდი იმ დანაშაულს, რომელიც წინა თავში ჩავიდინე😁
ვფიქრობ, ეს თავი ზედმეტად პატარა და მოვალეობის მოხდის მიზნით დავწერე.
რა ვქნა?
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ფიკი მნიშვნელოვანია ჩემთვის და მინდა, რომ თითოეულმა თქვენგანმა გამოხატოთ აზრი.
მიყვარხართ თქვენ, ჩემი ოჯახი😚💜 მიყვარს ბანთანი და არმი.
ჩემი თავიც მიყვარს.
ყველა მიყვარხართ💜
Bts's aunt🥴
YOU ARE READING
Still With You⭐🌠(completed)
Fanficჩემს ცხოვრებაში ყველაზე კაშკაშა ჯონგუკი იყო, როგორც ღამის ცაზე ყველაზე ელვარე ვარსკვლავი-სირიუსი.🌠 ჯონგუკი ჩემი სირიუსია, ჩემი კაშკაშა ვარსკვლავი.⭐ 29.06.2020 14.08.2020