დამივიწყე⭐

512 56 2
                                    

საუზმობის შემდეგ იონსინი რაღაც საქმეზე გადის არეუმი კი სახლში მარტო რჩება.
ჯონგუკთან უკვე სამი დღეა არ ულაპარაკია.
იცის, რომ კომპანიის საქმეების გამო გადატვირთულია და არც აწუხებს, მხოლოდ მესიჯს თუ გაუგზავნის და ისიც მოკლედ პასუხობს.
რაც არეუმა თავისი ორსულობის შესახებ გაიგო მას შემდეგ მეოთხე დღე გავიდა.
დივანზე ჯდება და ტელევიზორში საინფორმაციო გადაცემას რთავს, მალე ბეზრდება და სამზარეულოში შედის.
მადა ძალიან მოემატა და სულ სხვადასხვა სახის საკვები უნდა.
ერთი სული აქვს როდის ეტყვის ჯონგუკს ამ სასიხარულო ამბავს და მასაც გააბედნიერებს.
მაცივრიდან შოკოლადის ნაყინს იღებს და ბარის მაგიდასთან ჯდება.
რამდენიმე წუთში არეუმის ტელეფონი ვიბრაციას გამოსცემს.
მესიჯი ჯონგუკისგანაა, მისი სახელის დანახვისას ეღიმება და მესიჯს კითხულობს.
ჯონგუკი⭐: არეუმ თუ გცალია მისამართს მოგწერ და შევხვდეთ.
: მცალია.
: ჯონგუკ რამე მოხდა?
ჯონგუკი⭐: რაღაცაზე უნდა ვილაპარაკოთ.
:კარგი მისამარათი და დრო მომწერე.
არეუმი ტელეფონს გვერდით დებს და იმაზე ფიქრს იწყებს თუ რა თემაზე უნდა ილაპარაკონ.
არ უნდა უმიზეზოდ ინერვიულოს, თან ეს ბავშვისთვის იქნება ცუდი, ამიტომ ფიქრს წყვეტს და სანამ იონსინი სახლში დაბრუნდება, მანამდე ფილმს რთავს.
ერთ საათში იონსინი სახლში შემოდის და პირდაპირ სამზარეულოში შეაქვს უამრავი პროდუქტი.
_იონსინ რაც დაგაბარე მიყიდე?
არეუმი მისაღები ოთახიდან სამზარეულოში შედის.
მეგობარი პაკეტიდან პატარა შოკოლადის ტორტს იღებს და მაგიდაზე დებს.
_ზუსტად ისეთი, როგორიც გინდოდა.
არეუმი მეგობარს ეხვევა და მადლობას უხდის.
პროდუქტების თავის ადგილზე დაწყობის შემდეგ იონსინი არეუმს ტორტის ჭამაში უერთდება.
_იონსინ შენთვის ჰოსოკს ჯონგუკთან დაკავშირებით რამე ხომ არ უთქვამს?
არეუმი ტორტის ჭამას წყვეტს.
_არაა და რამე მოხდა?
_არ ვიცი ჯონგუკმა მომწერა, რომ დღეს ჩემთან შეხვედრა და რაღაც თემაზე უნდა ლაპარაკი.
_არეუმ ცუდზე არ იფიქრო.
იონსინი მეგობარს ამშვიდებს და ისიც თავს თანხმობის ნიშნად უქნევს.
არეუმი ხუთ საათზე უკვე იმ მისამართზა სადაც ჯონგუკმა დაიბარა.
პატარა მშვიდი კაფეა, რომელშიც რამოდენიმე ადამიანის გარდა არავინაა.
გოგონა კაფის სახელის წაკითხვის შემდეგ რწმუნდება, იმასში, რომ სწორ ადგილას მოვიდა. შიგნით შედის და კაფეს თვლს ავლებს.
ერთ-ერთ კუთხეში ჯონგუკს ამჩნევს, რომელიც ჩაფიქრებული მიშტერებია ერთ წერტილს.
გოგონა ადვილად ამჩნევს ბიჭის დაძაბულ ხელებს და თვითონაც იძაბება.
ბიჭი კი მხოლოდ მაშინ ამჩნევს არეუმს, როდესაც მაგიდასთან მიდის და მის მოპირდაპირე სკამზე ჯდება.
_მოვედი. ჯონგუკ რამე ხდება? ვნერვიულობ.
_მინდოდა ეს საღამო ერთად გაგვეტარებინა.
ჯონგუკი მაგიდიდან წყლის ჭიქას იღებს და ყლუპს აკეთებს.
_გინდა რამე შევუკვეთოთ და შემდეგ გასართობ პარკში წავიდეთ?
ჯონგუკი იღიმის და გოგონას პასუხს ელოდება, რომელსაც გასართობი პარკის ხსენებაზე სახე უნათდება.
_მინდა.
არეუმი თავს უქნევს გახარებული და ჯონგუკიც შეკვეთას აძლევს მიმტანს.
რამდენიმე წუთში მაგიდასთან შეკვეთაც მოაქვთ.
_ჯონგუკ შენ არ გინდა ნამცხვარი?
გოგონა ნამცხვარს გემოს უსინჯავს და თვალები უნათდება.
_გასინჯე ძალიან გემრიელია.
ერთ ნაჭერს ჭრის და ჯონგუკს უდებს პირში.
_გემრიელია.
ჯონგუკი უღიმის და არეუმიც ჭამას განაგრძობს.
როცა უკვე ყველაფერს ამთავრებენ კაფიდან გამოდიან და ფეხით მიუყვებიან გზას.
ჯონგუკს არეუმისთვის ხელი აქვს ჩაკიდებული და მაგრად უჭერს.
გასართობ პარკში შესულები ჩერდებიან და ატრაქციონებს ათვალიერებენ.
_პირველი სად დავსხდეთ?
_აი იქ.
არეუმი ხელს ერთ-ერთი ატრაქციონისკენ იშვერს და იქითკენ გარბის.
_ნელა არეუმ.
ჯონგუკს მის ბავშვურ საქციელზე ეცინება და უკან მიჰყვება.
თითქმის ყველგან მოასწრეს დასხდომა, არეუმი პატარა ბავშვივით დარბოდა პარკში და ატრაქციონიდან ატრაქციონზე ჯდებოდა. ჯონგუკი კი მის სისაყვარლეზე ხალისობდა.
_ჯონგუკ აღარ შემიძლია, დავიღალე.
არეუმა ამოიწუწუნა და იქვე სკამზე ჩამოჯდა.
სულ გადაავიწყდა ორსულობა და ამ ყველაფერმა კი ძალიან გადაღალა.
ოდნავ თავბრუს ხვევამ და ტოქსიკოზმაც შეახსენა თავი, მაგრამ მაინც ისე აჩვენებდა თავს თითქოს არაფერი ხდებოდა.
ჯონგუკს აუცილებლად ეტყვის ამ ამბავს, მაგრამ ცოტახანს დაცდა გადაწყვიტა.
_ცუდად ხომ არ ხარ?
ჯონგუკი გვერდით მიუჯდა და ანერვიულებული სახით შეხედა.
_არა კარგ... ჯონგუკ ნაყინს მიყიდი?
სათქმელი გაწყვიტა და ახლოში დანახული ნაყინის ჯიხურზე გადაიტანა მზერა.
ჯონგუკს ჩაეცინა, თავი დაუქნია და ნაყინის მოსატანად წავიდა.
გოგონამ დასვენებაც მოასწრო იმ დრშო სანამ ჯონგუკი ნაყინს იყიდიდა.
გოგონამ მისკენ მომავალი შეყვარებული, რომ დაინახა ნაყინით ხელში მისკენ გაიქცა და კუთვნილი ვანილის ნაყინი გამოართვა.
_ჯონგუკ რაზე გინდოდა ლაპარაკი?
_ცოტა გავიაროთ და გეტყვი.
გოგონა ჩუმად გაყვა უკან ჯონგუკს. ხელ ჩაკიდებულებმა რამდენიმე წუთი სიჩუმეში იარეს.
ჯონგუკი გაჩერდა და არეუმის წინ დადგა. მათ სახეებს შორის სივრცე შეამცირა და ნელა შეახო საკუთარი ტუჩები გოგონასას.
ნაზად კოცნიდა.
ემოციებით იყო თვითოეული შეხება გაჟღენთილი. ამას ისე აკეთებდა ჯონგუკი თითქოს ბოლოჯერ კოცნიდა საყვარელ ქალს. თითქოს ბოლოჯერ ეხებოდა, გოგონას ტუჩებს და ბოლოჯერ ისუნთქავდა მის სურნელს.
კოცნისას მლაშე სითხის გემოც იგრძნობოდა, რომელიც ბიჭის თვალებიდან გადმოსრიალებულიყო.
კოცნის შეწყვეტის, შემდეგ ჯონგუკი გოგონას ძლიერ იხუტებს და წითურ თმებს ხელს ატარებს.
არეუმი ვერ ხვდება ბიჭის ამ საქციელის მიზეზს, მაგრამ ისიც ხვევს ხელებს.
_არეუმ რაღაც უნდა გითხრა.
გოგონას სხეულს შორდება და ცრემლებს იწმენდავს.
_ჯონგუკ მაშინებ. რაღაც მოხდა ხო?
არეუმი ანერვიულდა და ჯონგუკს ხელი მოკიდა მაჯაზე.
_ბოდიში, არეუმ მართლა ვწუხვარ იმისთვის, რომ პირობას ვერ შევასრულებ. უნდა დავშორდეთ.
არეუმს სახე უფითრდება და თვალები უცრემლიანდება.
_ჯ..ჯონგუკ საში..ნელი ხუმრობაა,
აკანკალებული ხმით წარმოთქვამს, ჯონგუკი კი არეუმს ხელს აშვებინებს და უკან დგავს რამდენიმე ნაბიჯს.
_დამივიწყე.
ჯონგუკი უკან ბრუნდება, თვალებ აცრემლიანებულ გოგონას გაშეშებულს და აცახცახებულს ტოვებს.
გონს მოსული არეუმი უკვე წასულ ჯონგუკს უკან მისდევს და თან ცხარე ცრემლით ტირის.
_ჯონგუკ, გთხოვ არ წახვიდე.
გზაზე ისე გადარბის, რომ არ აქცევს მისკენ მომავალ მანქანას ყურადღებას.
ჯონგუკს დაჯახების ხმა ადგილზე აშეშებს და უკან მიხედვას ვერ ბედავს. არ უნდა ის დაინახოს რაც ყველაზე მეტად გაანადგურებს, მაგრამ უკან მაინც ტრიალდება.
მისი ჩამქრალი თვალები იყინება და აღარ ჰგავს იმ თვალებს, რომლებიც არეუმს ასე უყვარს.
ჯონგუკი მაშინვე გარბის ძირს დავარდნილი არეუმისკენ. მუხლებზე ეცემა და გოგონას დასისხლიანებულ სხეულს იხუტებს.
_არეუმ, გთხოვ თვალები არ დახუჭო.
სისხლით შეღებილ სახეზე ეფერებოდა, გოგონა გონს ჯერ კიდევ იყო. არეუმს თავიდან სისხლი მოსდიოდა და მის ისედაც წითურ თმას უფრო მეტად ამუქებდა.
მანქანის მძღოლი, შუახნის კაცი მათთან სასწრაფოდ მივიდა და ჯონგუკს უთხრა, რომ მისი მანქანით წაეყვანათ საავადმყოფოში არეუმი. ჯონგუკმა გოგონა ხელში აიყვანა და მანქანის უკანა სავარძელზე დააწვინა, შემდეგ კი თვითონაც გვერდით დაჯდა და თავი კალთაში ჩაადებინა.
_ჯონგუკ გთხ..ო...ვ...
_ჩშშ არეუმ, არ ილაპარაკო, ნუ გეშინია შენს გვერდით ვარ.
არეუმის ხელისთვის საკუთარი ჩაეკიდა და ძლიერ უჭერდა. თვალებიდან ცრემლები სცვიოდა ისე, რომ ამას ვერც აანალიზებდა.
ეშინოდა იმაზე მეტად ვიდრე რამდენიმე წუთის წინ. მაშინ, როდესაც ძალებს იკრებდა იმის სათქმელად, რომ უნდა დაშორებულიყვნენ. ჯონგუკს, რომ სცოდნოდა ასე მოხდებოდა, არავითარ შემთხვევაში გოგონას არ ეტყოდა იმ სიტყვებს, რასაც ყოველთვის ინანებს.
მაგრამ მიზეზი აქვს.
_ჯონგ..უკ ბა...ვშვი
არეუმა ხელი მუცელზე მიიდო და თვალებიდან ცრემლი ჩამოუგორდა. ჯონგუკს სახე გაეყინა, როდესაც გაიაზრა, რომ არეუმი ორსულად იყო და მის გადარჩენას ითხოვდა. გული შეეკუმშა და თითქოს მუშაობა შეწყვიტა. მისი საყვარელი ქალი და ჯერ არ დაბადებული ბავშვი, რომლის შესახებ ასეთ მთგომარეობაში გაიგო საფრთხის ქვეშ იყვნენ.
მთელი გზა ცდილობდა ჯონგუკი, არეუმს თვალები არ დაეხუჭა.
ახლოს მდებარე საავადმყოფოში მიიყვანა მძღოლმა, აშკარა იყო, რომ თავადაც ნერვიულობდა. ბოლოს და ბოლოს ხომ ის დაეჯახა არეუმს.
_საკაცე მოიტანეთ.
ჯონგუკს ხელში არეუმი ჰყავს და ისე შერბის საავადმყოფოს შენობაში. საკაცეზე აწვენს და ხელს ისევ ძლიერად ჰკიდებს. საოპერაციომდე ასე მიჰყვება და ჯერ ისევ გონზე მყოფ არეუმს ამშვიდებს. საოპერაციოში შეჰყავთ არეუმი, ჯონგუკს შიგნით შესვლის უფლებას არ აძლევენ და გარეთ რჩება. მალე საოპერაციოსკენ მომავალ ექიმს ხედავს და მისკენ მიდის.
_ექიმო ორსულადაა, გადარჩინეთ.
_რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ.
ჯონგუკი ექიმს ორივე მხარში ხელებს ავლებს და ძლიერად უჭერს.
_არეუმს და ჩემს შვილს გადაარჩენთ. აუცილებლად.
ექიმს ხელს უხეშად უშვებს და ძირს კუთხეში ჯდება. თავისი საყვარელი ქალის სისხლით მოსვრილ ხელებს უყურებს და ცრემლებს ვერ იკავებს. ხელებს სახეზე იფარებს და ტკივილით სავსე ხმით იწყებს ყვირილს.

უკვე მეც არ ვიცი რას ვაკეთებ😣
იმედია ძაან არ გავაფუჭებ ფიკს.
წინასწარ მადლობა💜
მიყვარხართ❤
Bts's aunt🥴

Still With You⭐🌠(completed)Where stories live. Discover now