არეუმს ჯონგუკმა დაურეკა და უთხრა, რომ მისი კორპუსის წინ იდგა. გოგონაც მაშინვე ჩავიდა ბიჭთან. მოიტყუება თუ იტყვის, რომ არ ღელავდა. მისი სახლიდან ჯონგუკამდე საკმარისი მანძილი იყო, რომ თავის დამშვიდება მოეხერხებინა. შენობიდან გასვლის შემდეგ გრილ ჰაერს ხარბად ისუნთქავს და წინ გახედვისთანავე მას ამჩნევს. ჯონგუკი, რომელიც შავი ფერის ავტომობილს ზურგით არის მიყრდნობილი და გოგონას თავისი ბაჭიის ღიმილით უღიმის. ბიჭს ისევე აცვია, როგორც ყოველთვის. ჯინსის შარვალი, თეთრი ზედა და ტყავის შემოსაცმელი. გოგონას კი ამ მომენტში გული ორმაგად უსწრაფდება და გზას გაუბედავად აგრძელებს.
შეიძლება გაჩნდეს კითხვები თუ რა ხდება ჯონგუკთან?
ისიც არანაკლებ სიტვაციაშია. დიდი ხანი ფიქრობდა იმაზე თუ როგორ ეთქვა გოგონასთვის ის, რომ მასთან ერთად უნდოდა სადმე გავლა. დღეს კი ეს გაბედა და გოგონას დაურეკა. ჯონგუკს მსოფლიოში საუკეთესო მშობლები და მეგობრები ჰყავს, რომლებიც მას ყოველთვის გაამხნევებენ. ისინი, რომ არა ალბათ ვერც გაბედავდა გოგონას დაპატიჟებას. დღეს ბიჭს სურს, რომ არეუმა ის ისეთად გაიცნოს, როგორიც სინამდვილეშია.
ჯონგუკს გაეღიმა, როგორც კი დაინახა მისთვის საყვარელი წითური თმები, რომლებიც მზესთან შეხვედრისას ციმციმს იწყებენ. მას ძალიან მოსწონს გოგონას თმის ფერი, ტომელიც არეუმს ძალიან უხდება. იმის მიუხედავად, რომ ეს მისი ბუნებრივი თმის ფერი არ არის.
ცხოვრებაში ყოველთვის არის მომენტები, როდესაც ადამიანებს რაღაცის შეცვლა სურთ საკუთარ თავში და სწორედ ამ დროს არეუმა თმები გადაიღება.
არეუმი ჯონგუკს უახლოვდება და მის წინ დგება.
ჯონგუკი უკვე გრძნობს გოგონას სურნელს, რომელიც მას ასე ძალიან იზიდავს. თითქოს მაგნიტის სხვადასხვა მხარეები არიან და ერთმანეთს იზიდავენ.
_სალამი.
ოდნავი სიმორცხვით ესალმება ბიჭს და თავს სხვა მხარეს აბრუნებს.
_სალამი.
ბიჭი კი სიცილით პასუხობს და გოგონს თმებს უჩეჩავს.
_ძალიან ლამაზი ხარ. ეს კაბა გიხდება.
გოგონას კომპლიმენტების მოსმენა აიძულებს თავის ძირს დახრას, რათა შეფარკლული ლოყები დამალოს.
_მადლობა.
ჩუმად, მაგრამ ბიჭის გასაგონად ამბობს.
ჯონგუკი არეუმს მანქანის კარს უღებს და ანიშებს, რომ დაჯდეს. შემდეგ კი თვითონ მძღოლის ადგილს იკავებს.
დაახლოებით ერთი საათი ატარებენ გზაში და ხშირადაც არ საუბრობენ. მანქანაში არ არის დაძაბულობა, მშვიდი სიმღერა, ატმოსფეროს სასიამოვნოს ხდის.
_არეუმ სიმღერა გიყვარს?
გოგონას მზერა ფანჯრიდან ბიჭზე გადააქვს.
_სიმღერის ნიჭი არ მაქვს, მაგრამ მოსმენა მიყვარს. ისინი ყოველთვის მამშვიდებენ.
რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ გოგონა უსვამს იგივე კითხვას ბიჭს.
_ვმღერი და სიმღერებსაც ვწერ, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ჩემთვის საყვარელმა ადამიანებმა იციან.
გოგონას მის პასუხზე გული უჩქარდება. ნუთუ არეუმი ბიჭისთვის საყვარელი ადამიანია? მას ხომ ისეთი რამ უთხრა რაც ბევრმა არ იცის?
_და შენ არეუმ ჩემთვის ამ მოკლე დროში ნამდვილად გახდი ახლობელი.
და ეს სიტყვები უკვე მწვერვალია. გოგონა იმდენად მაღლა აიჭრა, რომ იქიდან დაშვება შეუძლებელია. ასე თუ მოხდება ის ფრთებს მოიტეხავს და ეს მას არ სურს. არეუმს არ უნდა ეტკინოს, მაგრამ ამ წამს ხომ ასეთი ბედნიერია. ამის გამო კი წტვეტს, რომ ცუდზე არ იფიქრებს. მხოლოდ დღეს არ იფიქრებს ჯონგუკის გარდა არაფერზე.
მანქანა დიდი რკინის ჭიშკრის წინ ჩერდება. ჯონგუკი არეუმს კარებს უხსნის და ხელს უწვდის. გოგონაც ბიჭის გამოწვდილ ხელს საკუთარს ადებს და მანქანიდან გადმოდის. ირგვლივ გარემოს ათვალიერებს.
შავ რკინის ჭიშკარს ოქროსფრად აწერია "dog shelter". შიგნით კი თეთრი ფერის ერთ სართულიანი შენობაა, რომელიც ეზოს მთლიან სიგრძეზეა. ეზოში კი რკინის გალიებია, სადაც უამრავი სხვადასხვა ჯიშის ძაღლია.
_არ მჯერა.
გოგონა სიხარულისგან პირდაპირ ეზოში შერბის და ერთ-ერთ გალიასთან ჩერდება.
_არ მეგონა აქ თუ მომიყვანდი.
ნახე რა საყვარლები არიან.
ჯონგუკს გოგონას ბავშვურობაზე ეღიმება.
_ეს ადგილი თითქმის ორი წელია არსებობს. ცხოველები ძალიან მიყვარს განსაკუთრებით კი ძაღლები და ვერასდროს ვიტანდი ასე უპატრონიდ, რომ იყვნენ. ამიტომ ორი წლის წინ გადავწყვიტე მათთვის ამეშენებინა ძაღლთა თავშესაფარი.
ჯონგუკი ყვებოდა თუ როგორ და რა მიზეზის გამო გადაწყვიტა ამ ადგილის აშენება. არეუმიც მას აღფრთოვანებული უსმენდა. შემდეგ ისინი შიგნით შედიან და ძაღლებს საჭმელს უყრიან. ბევრსაც ეთამაშებიან და სასიამოვნო დროსაც ატარებენ.
_ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა ისინი.
_ჯონგუკ ისინი ასეთი საყვარლები არიან და რა თქმა უნდა მომეწონებოდნენ.
უკვე დაბნელებას იწყებს. მზე თითქმის ჩასულია და ისინი ისევ ძაღლებს ეთამაშებიან. არეუმს სახიდან ღიმილი არ შორდება, ჯონგუკი კი მის დაკვირვებას არ წყვეტს. ეს უკვე ათასჯერ აქვს გაკეთებული. მის სახეს ყოველთვის შეისწავლის და უფრო და უფრო აღფრთოვანებული რჩება. არ სჯერა, რომ ადამიანი ასეთი უნაკლოა.
ცოტა ხანში ამ ადგილს ტოვებენ, მანქანით აგრძელებენ გზას. როგორც ბიჭმა თქვა ეს საღამო ამით არ დასრულებულა. ამიტომ ახლა ისევ მანქანაში სხედან და არეუმი ახალი სანახაობისთვის ემზადება.
დაახლოებით ნახევარ საათში, მანქანა სანაპიროსთან ჩერდება. იქიდან კი გზას ფეხით აგრძელებენ და ერთმანეთის გვერდიგვერდ წყნარად მიუყვებიან ნაპირს. ერთ-ერთ რესტორანში შედიან და აივანზე მდგარ მაგიდასთან სხდებიან. იქ მათ გარდა არავინაა, მაგრამ აივნის შიგნით ჩანან ადამიანები.
ერთმანეთის პირისპირ მრგვალ მაგიდასთან სხედან. შეკვეთილი საჭმელიც მოტანილია და მის დაგემოვნებას იწყებენ. ცივი ნიავი გოგონას წითურ თმას არხევს და მის სურნელს გარშემო ფანტავს. აქ სიტვაცია ძალიან სასიამოვნო და მშვიდია. სანამ იქიდან გამოვლენ ჩაის უკვეთავენ და სხვადასხვა თემაზე საუბრობენ.
ყველაფრის დამთავრების შემდეგ ჯონგუკი ანგარიშს იხდის და ერთად ტოვებენ რესტორანს. ისევ სანაპიროს მიუყვებიან. ერთმაენთის გვერდიგვერდ დგანან და ნელა მისეირნობენ. ჯონგუკი შემოსაცმელს იხდის და ძირს აფენს, შემდეგ კი ზედ სხდებიან. წინ უზარმაზარ ზღვას უყურებენ, მისი ტალღები ისეთივე მშვიდია, როგორც ეს საღამო. ერთმანეთთან ახლოს სხედან და ცაზე ვარსკვლავებს აკვირდებიან. დღეს საკმაოდ ლამაზი ცაა. უამრავი ციმციმა ვარსკვლავით გადაჭედილი.
_შეხედე.
ჯონგუკი ცისკენ იშვერს თითს და ერთ ვარსკვლავზე ანიშნებს. არეუმი ბიჭის თითს თვალს აყოლებს და დანიშნულების წერტილს ამჩნევს.
_ეს სირიუსია, ღამის ცაზე ყველაზე ელვარე ვარსკვლავი.როგორი იყო?
წინასწარ მადლობა💜
მიყვარხართ❤
Bts's aunt🥴
YOU ARE READING
Still With You⭐🌠(completed)
Fanficჩემს ცხოვრებაში ყველაზე კაშკაშა ჯონგუკი იყო, როგორც ღამის ცაზე ყველაზე ელვარე ვარსკვლავი-სირიუსი.🌠 ჯონგუკი ჩემი სირიუსია, ჩემი კაშკაშა ვარსკვლავი.⭐ 29.06.2020 14.08.2020