არეუმ რატომ არ მიჯერებ?⭐

613 58 5
                                    

უკვე ზაფხულის არდადეგებია ასე, რომ არეუმს შეუძლია დაისვენოს. ჯონგუკს დასთანხმდა ჯინის აგარაკზე წასვლას. იქ ისინი ხვალ დილით წავლენ. იონსინმა და არეუმა ტანსაცმლი უკვე ჩალაგეს. გადაწყვიტეს, რომ ყველა საკუთარი მანქანით წავა. ასე, რომ იონსინი ჰოსოკს გაჰყვება, არეუმის კი ჯონგუკი გამოუვლის და ის წაიყვანს. მათ შესახებ უკვე ყველამ გაიგო. მათი შეყვარებულების ამპულაში დანახვა მეგობრებს ძალიან ახარებთ.
_არეუმ ახალი საცურაო კოსტუმი მჭირდება.
არეუმის სამზარეულოში ბარის სკამზე ჩამომჯდარი მეგობარს უეცრად ახსენდება, რომ საცურაო კოსტუმი არ აქვს.
_იონსინ რას ამბობ? შენს კარადაში მინიმუმ ოთხი საცურაო კოსტუმი დავინახე.
_აჰ მეგობარო ისინი აღარ მერგება. ძალიან გავსუქდი.
გოგონა საკუთარ წონაზე იწყებს წუწუნს. სკამიდან ზანდატ დგება, მუცელზე ხელს იდებს და არ არსებულ ქონებს უტყაპუნებს.
_ღმერთო ამას ტვინი საერთოდ არ აქვს.(მარტო მაგას არაა🤣🤣)
არეუმი ამ სიტყვების შემდეგ სამზარეულოს ტოვებს და თავის ოთახში გადის. იონსინი კი იქვე მაგიდაზე მდგარ ტკბილეულს ცალი თვალით გახედავს და ისიც არეუმს მიჰყვება.
_მოდი საყიდლებზე წავიდეთ.
ახალი იდეით შედის არეუმის ოთახში.
_ახლა? იონსინ დაღლილი ვარ და ხვალ ადრე უნდა ავდგეთ.
_ოო კაი რა მეგობარო. შეხედე ჯერ თერთმეტი საათია.
იონსინი საათზე მიუთითებს და არეუმს საწყალი თვალებით შესცქერის.
_იონსინ ჯანდაბას შენი თავი.
გოგონები ნახევარ საათში უკვე გასასვლელად მზად არიან. ტაქსის გაჩერების შემდეგ მძღოლს მისამართს კარნახობენ და ადგილზე დაახლოებით 20 წუთში არიან.
უზარმაზარ სავაჭრო ცენტრში შესული იონსინის სახე, რომ დაგენახათ იფიქრებდით "ამ გოგონას ჯერ მაღაზია არ უნახავსო", მაგრამ რელობა სულ სხვა იყო. ის ხშირად დადიოდა საყიდლებზე, იმის მიუხედავად, რომ ბევრს არასდროს არ ყიდულობდა.
საბედნიეროდ, იონსინმა მალევე შეძლო მისთვის სასურველი ნივთების შეძენა და არც არეუმი დაუტოვებია ცარიელი.
საბოლოოდ ორივე კმაყოფილი გამოვიდა მაღაზიებიდან და იქვე ახლოს კაფეში დასხდნენ.
_მიხარია, რომ შენც იქ იქნები.
იონსინმა არეუმს გაუღიმა და ცუვი სასმელი მოწრუპა.
_არ ვიცი, ბიჭებს არც ისე კარგად ვიცნობ.
_ისინ ყველანი ძალიან კარგები არიან. აი ნახავ აუცილებლად გაერთობი, თან მე და ჯონგუკიც იქ ვიქნებით.
მათი საუბარი არეუმის ტელეფონზე ზარმა გაწყვიტა. გოგონამ ნომრის პატრონის სახელის ამოკითხვის შემდეგ გაიღიმა და ასევე გაღიმებულმა უპასუხა.
_გამარჯობა, ხელს ხომ არ გიშლი?(ჯონგუკი)
_გამარჯობა ჯონგუკ, მე და იონსინი საყიდლებზე ვიყავით ახლა კი კაფეში ვსხედვართ.(არეუმი)
_ძალიან მომენატრე და ვიფიქრე შენს ხმას მაინც გავიგონებდი.(ჯონგუკი)
არეუმს მის სიტყვებზე ეღიმებოდა და სახეც საგრძნობლად აუწითლდა, რაც მის წინ ინტერესით მჯდომ იონსინს არ გამოპარვია.
_კარგი ახლა გავთიშავ, მაგრამ მოგვიანებით დაგირეკავ, როდესაც მარტო იქნები.(ჯონგუკი)
არეუმა იგრძნო როგორ ჩაიცინა ბიჭმა და ყურმილი დაკიდა.
არეუმი თავის წვენს მიუბრუნდა ხელში აიღო და ერთი მოყუდებით მთლიანი ჭიქა ჩაცალა.
_ჰეი არეუმ რა დღეში ხარ? ასეთი რა გითხრა?
იონსინმა ბინძური სახით შეხედა მეგობარს.
_მოდი სახლში წავიდეთ.
კაფიდან გამოსულები სახლში ისევ ტაქსით დაბრუნდნენ. იონსინი არეუმს დაემშვიდობა და თავისთან შევიდა. არეუმმა კი სახლში შესვლისთანავე შხაპი მიიღო. სააბაზანოდან გამოსულმა საჭმლის მომზადება დაიწყო. დღეს არაფერი უჭამია, ჯონგუკმა რომ გაუგოს კარგადაც ეჩხუბება.
დიდად სამზარეულოში ტრიალი არ ეხერხება, მაგრამ უმარტივეს საქმეებს აკეთებს. ახლაც მაცივარს ხსნის, არ არსებული პროდუქტების დათვალიერების შემდეგ შემთხვევით შემორჩენილ სამ კვერცხს და რამიონის ერთ შეკვრას იღებს. უკმაყოფილოდ ამოსუნთქვის შემდეგ კი გაზთან მიდის და ამ მცირე პროდუქტებით საჭმელს იმზადებს.
_ყოჩაღ არეუმ ამ სახლში თაგვიც კი არ გაჩერდება.
თავისთვის წაიჩურჩულა და თავიც გაილანძღა იმის გამო, რომ სახლში საჭმელი არ იყო. ეს კი პირველად არ ხდება.
ამ დღეებში აპირებდა მაღაზიაში გავლას და პროდუქტების ყიდვას, მაგრამ დაავიწყდა.
გაზიდან ახლად მომზადებული საჭმელი მაგიდაზე გადაიტანა და მის წინ მოეწყო, მაგრამ კარზე ზარის ხმამ აიძულა პირთან მიტანილი ლუკმა თეფშზე დაებრუნებინა და კართან მისულიყო.
_აიშ მშია და ჭამას არ მაცდით.
გოგონამ გაბრაზებულად ამოილაპარაკა და კარი გააღო.
_ჯონგუკ?
წინ ჯონგუკი დახვდა, მომღიმარი სახით და ხელებში სხვადასხვა პაკეტებით.
_არ შემომიშვებ?
გოგონამ ბიჭს გზა დაუთმო და უკვე სამზარეულოში შესულ ჯონგუკს წინ გადაუსწრო.
_ჯონგუკ რა არის ამ პაკეტებში?
გოგონამ დაინტერესებული სახით შეათვალიერა მაგიდაზე დაწყობილი პაკეტები.
_პროდუქტები მოგიტანე, ვიფიქრე, რომ ერთად მოვამზადებთი რამე გემრიელობებს.
ჯონგუკმა წარბები აათამაშა და მის წინ მდგომა არეუმა ნერწყვი გადაყლაპა საჭმლის ხსენებაზე.
_ჭამას აპირებდი?
ჯონგუკმა მაგიდაზე დადგმული საჭმელი შენიშნა. არეუმა პასუხის ნიშნად თავი დაუქნია და პაკეტებიდან პროდუქტები ამოაწყო.
_ამდენი რაღაც არ იყო საჭირო.
_საჭირო იყო და ამიტომაც მოვიტანე, რა შეიძლება გავაკეთოთ?
რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ ორივემ ერთდროულად წამოიძახეს.
_ბურგერები.
საქმეს მაშინვე შეუდგნენ. არეუმა ბურგერისთვის საჭირო ყველა პროდუქტი გარეცხა, ჯონგუკმა კი ისინი შესაფერის ნაჭრეებად დაჭრა. დაახლოებით თხუთმეტ წუთში ბურგერები მზად იყო.
_აუ ჯონგუკ ჯერ ვჭამოთ რაა და ამას მერე მივხედოთ.
გოგონამ ბიჭს ხელი ჩაავლო და არეული სამზარეულოდან მისაღებში გაიყვანა სადაც უგემრიელესი ბურგერები და ცივი წვენი ელოდათ.
_არეუმ არ მითხრა, რომ ეს რასაც ჭამ დღეს პირველია.
ჯონგუკმა ეჭვით შეხედა, ბურგერს ჩაბღაუჭებულ არეუმს, რომელსაც სახეზე ფერიც კი აღარ ედო იმდენად უნდოდა საჭმლის ჭამა და უკვე მოკბეჩულ უზარმაზარ ლუკმას ღეჭავდა.
არეუმი სპეციალურად წელავდა დროს და ლუკმას საკმაოდ ნელა ღეჭავდა, რადგან არ უნდოდა ჯონგუკისთვის პასუხის გაცემა.
_ასეც ვიცოდი, არეუმ რატომ არ მიჯერებ?
ჯონგუკმა ხმას ოდნავ აუწია, რის გამოც არეუმა ჭამა შეწყვიტა.
_არასდროს მისმენ, როგორ შეგიძლია მთელი დღე მშიერმა იარო? ვერ ხედავ, ისედაც ცარიელი ძვალი და ტყავი ხარ.
ჯონგუკი დივნიდან წამოდგა და ოთახიდან გავიდა.
არეუმს ეწყინა, ჯონგუკმა პირველად უყვირა, მაგრამ ესეც მხოლოდ გოგონას კეთილდღეობისთვის. ჭამის სურვილი დაკარგა, ამიტომ სანახევროდ ნაჭამი ბურგერი იქვე დადო და მოწყენილად შემოიკეცა ფეხები დივანზე.

წინასწარ მადლობა💜
მიყვარხართ❤
Bts's aunt🥴

Still With You⭐🌠(completed)Where stories live. Discover now