წითურო მე ხომ არ მეძებ?⭐

979 97 10
                                    

ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც გოგონა პატარა ჰი ჯუნს ესაუბრა. არეუმის დახმარებით ბავშვი ძალიან მალე შეძლებს იცხოვროს ისე, როგორც ამას მისი მეგობრები აკეთებენ. ბიჭს ფსიქოლოგის დახმარებაც დასჭირდა და რაც მთავარია ბავშვის მამას ყოფილ ცოლთან და ჯუ ჰუნთან მიახლოვება აეკრძალა.
არეუმს მეტი არაფრის გაკეთება შეეძლო გარდა იმისა, რომ საქმეში სპეციალური სამსახურები ჩაერთო.
ამ დროის განმავლობაში არეუმი და იონსინი უფრო დაახლოვდნენ და უფრო ხშირადაც ხვდებიან ერთმანეთს. ისინი ხომ მეზობლები არიან.
არეუმი მთელი ერთი კვირაა დეიდა ნაიონთან კაფეში არ მისულა და დღეს აუცილებლად მივა მის სანახავად.
მიზესაც აუხსნის და ნაიონიც ყველაფერს გაუგებს.
სამსახურის შემდეგ არეუმი პირდაპირ კაფეში მიდის. შიგნით შესვლისთანავე ნაცნობ თვალებს ეჩეხება. ზუსტად იმ შავ თვალებს რომელიც უცნობ ბიჭს ეკუთვნის. გოგონა არაფერს იმჩნევს ისე იკავებს თავის ადგილს და დეიდას მოსვლას ელოდება.
ისიც არ აყოვნებს და წამებში არეუმის წინ ჯდება.
_სად დაიკარგე? მთელი კვირა არ მოსულხარ აქ.
ქალი სიმკაცრეს ინარჩუნებს და სერიოზული სახით უყურებს გოგონას.
_დეიდა რაღაც საქმეები მქონდა სკოლაში. აუცილებლად მოგიყვები ყველაფერს. იმედია ჩემზე გაბრაზებული არ ხარ.
გოგონა თავის მოსაწყლებას აგრძელებს და ქალს საწყალი თვალებით შეჰყურებს. ქალიც მის სისაყვარლეზე თავს ვერ იკავებს და ეცინება.
_პატარა ბავშვს გავხარ. უი ხო მთელი ეს კვირა ერთი ბიჭი დადიოდა და შენ გკითხულობდა.
_მე? ვინ იყო არ უთქვამს?
_შვილო ის ბიჭი ახლაც აქ არის შენს პირდაპირ, რომ შავთმიანი ბიჭია მაგან გიკითხა "გამხდარი, გრძელი წითური თმით" გოგონას ეძებდა.
არეუმი მის პირდაპირ მჯდომ ბიჭისკენ აპარებს თვალს, რომელიც გოგონას მთელი ეს დრო მზერას არ აშორებდა და ახლაღა გადააქვს ყურადღება კედლებზე, თითქოსდა გოგონას არც კი აკვირდეობდა. არეუმს ეღიმება და მხრებს იჩეჩავს იმის ნიშნად, რომ ბიჭს არ იცნობს.
_კარგი შვილო ყავას და ნამცხვარს მოგიტან.
ქალი გოგონას მაგიდას შორდება. არეუმი კი ფანჯარაში იყურება და ხანდახან თუ გახედავს იმ ბიჭს, რომელიც გოგონას თვალიერებას აგრძელებს.
ერთი თვის შემდეგ.
დილით მაღვიძარა აღვიძებს, გოგონას ეს ხმა ყველაზე მეტად  არ უყვარს. საწოლიდან წუწუნით დგება და სააბაზანოში შედის. თავის მოწესრიგების და ტანსაცმლის ჩაცმის შემდეგ, არეუმი სახლიდან გადის. სკოლაშიც 20 წუთში მიდის და თავისი საქმის შესრულებას იწყებს. პირველი გაკვეთილი არ აქვს დღეს ამიტომ თავის გართობის მიზნით სოციალურ ქსელში შედის და ახალ ინფორმაციას ეცნობა. ახსენდება, რომ იონსინს უნდა შეხვდეს ხვალ. 
დრო მალე გადის არეუმმა უკვე დღეისთვის ყველა გაკვეთილი ჩაატარა და სამსახურიდან გამოდის. ნაიონის კაფეში მიდის, მაგრამ ამჯერად გოგონა თავს სხვანაირად გრძნობს. მას უხარია თავის საყვარელ კაფეში მისვლა და უფრო მეტად კი ის ფაქტი ახარებს, რომ უცნობი ბიჭი იქ დახვდება. ალბათ ისევ ისე უყურებენ ერთმანეთს, როგორც აქამდე და ისევე წავლენ თავიანთ გზაზე, რომ არაფერს იტყვიან. ასე უკვე თვეზე მეტია ხდება და არც ერთი მათგანი არ დგავს პირველ ნაბიჯს. არც ერთს უცდია გამოლაპარაკება და თავის გაცნობა. ერთმანეთზე არაფერი იციან, სახელიც კი უცნობია მათთვის.
გოგონა კაფეში შედის თუ არა იმ ადგილს უყურებს სადაც წესით უცნობი ბიჭი უნდა იჯდეს, მაგრამ ის აქ არ არის. არეუმი თავის ადგილს იკავებს და შეკვეთის მოტანას ელოდება. გოგონას დღესაც იგივე იასამნისფერი კაბა აცვია რაც მაშინ, როდესაც ბიჭი პირველად დაინახა. გაგიკვირდებათ და დღესაც ისეთივე ამინდია და ალბათ ისევ გაწვიმდება. გოგონა ფანჯრიდან ცას გაჰყურებს, რომელიც თანდათან იცვლის ფერს და ნაცრისფერი ხდება. არეუმი ისევ ფანჯრიდან იყურებოდა, როდესაც კაფისკენ მომავალი ბიჭი დაინახა. ამ დროს ვერ ახსნის რა იგრძნო. იყო ეს სიხარული თუ უფრო მეტი? მაგრამ ისინი ერთმანეთს არც კი იცნობენ. ნუთუ ასე შეიძლება, რომ ადამიანის მიმართ გრძნობები გაგიჩნდეს? გოგონა წყვეტს, რომ ამაზე ფიქრი ჯერ ადრეა. არეუმი იმდენად გაერთო ფიქრებში, რომ ვერ დაინახა სად გაქრა უცნობი, ახლა კი მას გარეთ ვეღარ ხედავს.
_წითურო მე ხომ არ მეძებ?
ხმა.
ეს იმ ადამიანის ხმაა, რომელსაც ასე ელოდა? ნუთუ ისაა.
გოგონა თვალს ფანჯარას აშორებს და მზერა ხმის პატრონზე გადააქვს. მის დანახვისას კი ღიმილს ვერ იკავებს. არეუმს ყურადღება არ მიუქცევია ბიჭის დაძახებულ ზედმეტ სახელზე.
_შეიძლება.
გოგონას სულელური პასუხის გამო თავად ეშლება ნერვები და გონებაში თავსაც ილანძღავს.
_შეიძლება აქ დავჯდე?
ბიჭი სკამზე ანიშნებს და არეუმიც თავს თანხმობის ნიშნად უქნევს.
ბიჭი სკამზე დაჯდომის შემდეგ ცივ წვენს უკვეთავს და რამდენიმე წუთში შეკვეთაც მოაქვთ.
_პროგრესი გვაქვს.
გოგონა იმას ამბობს რასაც ფირობს და არც უკვირდება თუ რამდენად დიდი სისულელე შეიძლება დაუშვას.
_მართალი ხარ. აი უკვე ერთმანეთს ველაპარაკებით.
ისევ სიჩუმე ისადგურებს მათ შორის, რაც უხერხულ სიტვაციას ქმნის. ამის გამო კი ბიჭი იწყებს ლაპარაკს.
_ხატავ? ხშირად დამინახიხარ როგორ ხატავ.
_სკოლაში ხატვას ვასწავლი ბავშვებს და შენ რას საქმიანობ?
_ამჟამად არაფერს ვაკეთებ. მამაჩემი ასე თუ ისე წარმატებული ბიზნესმენია და მომავალში მე მომიწევს მისი ადგილის დაკავება.
ამ სიტყვებს ისე წარმოთქვამს თითქოს არც არაფერი იყოს ბიზნესის საქმეების მართვა.
_შენ გინდა ბიზნესის მართვა?
_არ ვიცი. ვფიქრობ ის არ არის რაზეც მე ვოცნებობდი ბავშვობაში.
ბიჭი ისევ ისე მშვიდად ლაპარაკობს, როგორც წუთების წინ.
_შენ თუ არ გინდა, მაშინ არავის აქვს უფლება ეს გაიძულოს.
გოგონაც იგივე ტანოთ წარმოთქვამს სიტყვებს და სკამიდან დგება.
_ჩემი წასვლის დროა.
ბიჭი რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ წყვეტს, რომ გოგონას სახლამდე მიცილება შესთავაზოს და არეუმიც უარს არ ეუბნება.
ხეებს შორის გზას ნელა მიუყვებიან. ხმას არც ერთი იღებს და სიმშვიდით ტკბებიან, მაგრამ უეცრად წვიმას იწყებს. ციდან წამოსული წვეთები მალე ორი სხეულის დასველებას იწყებს. გოგონა უეცარ შეხებას გრძნობს მკლავზე. ეს მის გვერძე მიმავალი ბიჭის ხელია, რომელიც ახლა უკვე გოგონასთან ერთად მირბის.
მირბიან იქ სადაც წვიმა მათ დასველებას ვერ შეძლებს, არადა ორივეს უყვარს გაზაფხულოს წვიმის ქვეშ სიარულ. მაშინ ახლა რატომღა გარბიან? ალბათ ერთმანეთის გამო. ეშიანიათ, რომ არ გაცივდნენ.
სხვა ახსნა არ აქვს მათ საქციელს.
მანამდე მირბიან სანამ თავის შესაფარ ადგილს არ ნახავენ და აი უკვე ისინი თავს ერთ ჩაის სახლს აფარებენ. იქ წვიმის გადაღებამდე რჩებიან. შემდეგ კი ბიჭი არეუმს სახლამდე აცილებს.
_სასიამოვნო იყო შენთან ერთად დროის გატარება.
ბიჭი გოგონას თვალს არ აშორებს ისე ეუბნება ამ სიტყვებს და არეუმსაც ღიმილი არ შორდება სახიდან.
_მეც სასიამოვნო დრო გავატარე უცნობო.
ჯონგუკს ახლაღ ახსენდება, რომ გოგონამ მისი სახელი არ იცის და არც თავად მან იცის გოგონას სახელი.
_ჯონ ჯონგუკი.
ბიჭი გოგონას ხელს უწვდის.
_ლი არეუმი.
გოგონა პასუხის შემდეგ ჯონგუკის ხელს თავისას ართმევს.

წინასწარ მადობა💜
მიყვარხართ❤
Bts's aunt🥴

Still With You⭐🌠(completed)Where stories live. Discover now