არეუმ ძალიან მომწონხარ⭐

715 72 5
                                    

_ეს სირიუსია, ღამის ცაზე ყველაზე ელვარე ვარსკვლავი.
გოგონა ბიჭს უსმენს და თან ვარსკვლავს აკვირდება. აი ჯონგუკი კი გოგონას სახეს არ აცილებს თვალს, მასთან ძალიან ახლოსაა. გოგონა მის მწველ მზერას ამჩნევს და თავს მისკენ აბრუნებს. ამ მომენტში კი მათი სახეები იმდენად ახლოსაა, რომ ერთმანეთის ცხელ სუნთქვას გრძნობენ.
_არეუმ ძალიან მომწონხარ.
გოგონას ცალი ხელით წითურ თმას ყურს უკან უწევს და მის სახესთა უფრო ახლოს იწევს. არეუმის ყავისფერი თვალებიდან დაბუშტულ, წითელ ტუჩებზე გადაქვს მზერა. არეუმი კი ჯერ ისევ შოკურ მდგომარეობაშია ბიჭის სიტყვების გამო, მაგრამ გონს მაშინვე მოდის, როგორც კი ბიჭის სიახლოვეს გრძნობს. ადგილიდან სასწრაფოდ ხტება და აღაჟღაჟებულ ლიყებზე ხელებს იფარებს. ჯონგუკს ეცინება, არეუმი ამ წამს კიდევ უფრო საყვარელი ჩანს.
_მგონი უკვე წასვლის დროა.
ჯონგუკი თავს უქნევს და უკვე წინ წასულ გოგონას ეწევა. მთელი გზა არეუმი ფანჯრუდან იყურება და ხმას არ იღებს. ჯონგუკიც არ აძალებს რამის თქმას. უკვე მის კორპუსთან მისული მანქანიდან გადმოდიან და ერთმანეთის პირისპირ დგებიან.
_მადლობა დღევანდელი საღამოსთვის.
_სამადლობელი არაფერია. ჩემს სიტყვებზე რას ფიქრობ?
გოგონა იბნევა, მაგრამ ჯონგუკის სიტყვები თავში უტივტივდება "არეუმ ძალიან მომწონხარ" და სახე უწითლდება. არეუმი ამ სიტყვებზე მთელი გზა ფიქრობდა და ახლა თავადაც იცის ჯონგუკის კითხვაზე პასუხი.
_მეც მომწონხარ.
ჩუმად ამბობს, მაგრამ ისე, რომ ჯონგუკმა გაიგოს. ბიჭს სწრაფად უახლოვდება. თითის წვერებზე აწევის შემდეგ კი ლოყაზე კოცნას უტოვებს და უკან ბრუნდება. ჯონგუკს სახეზე ფართე ღიმილი ესახება და რეაგირებას მალევე ახდენს. არეუმს ცალ მკლავზე ხელს ავლებს, მის მხარეს აბრუნებს, ახლოს იზიდავს და მის წითელ ტუჩებს საკუთარს ახებს. კოცნა ნაზი და ორმხრივია. არეუმი მას კოცნაში მალევე ჰყვება და ბიჭის ზედას ხელით ეჭიდება. ჯონგუკი კი მას წელზე ხელებს ხვევს და უფრო იკრავს სხეულზე.  უჰაერობის გამო წყვეტს გოგონა კოცნას და აჩქარებულ სუნთქვას არეგულირებს.
ჯონგუკი კი გოგონას მომღიმარი აკვირდება. მასაც აქვს ოდნავ შეფერადებული ლოყები, მაგრამ იმდენად არა რამდენადაც არეუმს.
ჯონგუკი მანქანაში, მძღოლის ადგილს იკავებს და მანქანას ადგილიდან ძრავს ისე, რომ გოგონასთან გვერდით ოდნავ ანელებს და ფანჯრიდან იხრება.
_ტკბილ ძილი წითურო.
შემდეგ კი მანქანას ადგილიდან სწყვეტს და მალე არეუმის თვალთა ხედვას ეფარება.
"ეს რეალობაა?" არეუმს ეღიმება და ტუჩებზე თითებს იდებს.

Still With You⭐🌠(completed)Where stories live. Discover now