ოუ მას ასე არცხვენთ⭐

720 72 8
                                    

_დღეს თუ გცალია მინდა, რომ ჩემი მეგობრები გაგაცნო.
ჯონგუკი და არეუმი ნაიონის კაფეში სხედან. თითქმის ერთი თვე გავიდა და უკვე ზაფხულიც მოვიდა. მათი ურთიერთობა კი თანდათან უფრო ემსგავსება წყვილისას. ერთმანეთს ხშირად სწერენ და ელაპარაკებიან. ნაიონის კაფე მათი შეხვედრის ადგილად იქცა. ისინ აქ თითქმის ყოველ დღე ხვდებიან.
_კი მცალია.
_მაშინ ახლავე გავაგებინებ მათ და ჩემთან სახლში შევიკრიბოთ.
არეუმი თავს უქნევს და კაფიდან დეიდა ნაიონთან დამშვიდობების შემდეგ გადიან. ნახევარ საათიანი მგზავრობის შემდეგ ჯონგუკის სახლშიც შედიან. გარედან სახლი ისეთივე კარგად გამოიყურება, როგორც შიგნიდან. სახლი არც ისე დიდი ზომისაა და ინტერიერიდან გამომდინარე ეტყობა, რომ მასზე პროფესიონალს აქვს ნამუშევარი.
გოგონა ყველაფერს ინტერესით აკვირდება. თვითოეული დეტალი გემოვნებიანად არის ერთმანეთან შეხამებული. არეუმის ყურადღებას ღია კრემისფერ კედლებზე ჩამოკიდებული ცნობილი მხატვრების ნახატები იქცევს.
მისაღებ ოთახში შედიან სადაც ჯონგუკის მშობლები ხვდებიან. გოგონა მათ უკვე იცნობს. ჯონგუკმა ერთ დღეს არეუმი მშობლების გასაცნობად მოიყვანა და გოგონამ ისინი, როგორც საკუთარი მშობლები ისე შეიყვარა.
ქალბატონ ჯონს სახეზე უზარმაზარი ღიმილი ეკვრის შვილის და არეუმის დანახვისას. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ კი უმნიშვნელო თემაზე იწყებენ საუბარს.
_არეუმ ჩვენი ბიჭი ხომ არ გაბრაზებს?
ჯონგუკის მამა თითქოს სერიოზულად ამბობს, მაგრამ ღიმილს მაინც ვერ მალავს.
_არა მამა ის თავად მაბრაზებს.
ჯონგუკი არეუმის ნაცვლად პასუხობს თან კი სახეს მანჭავს, რომ ყველაფერი რელობასთან უფრო ახლოს ჩანდეს.
_ძალიან ჯიუტია და ყოველთვის იმას აკეთებს რაც უნდა.
ჯონგუკი არეუმზე წუწუნს განაგრძობს და გოგონაც მას უბღვერს, მაგრამ მაელევე სახეზე ღიმილს იკრავს.
ოთახში სასიამონო ატმოსფეროაა და საუბარიც უფრო ადვილი ხდება. მალე კარზე ზარის ხმა ისმის, რის შემდეგაც, ვიწრო კალიდორის გავლით მისაღებში ექვსი ერთმანეთზე სიმპატიური ახალგაზრდა ბიჭი შემოდის.
სულ უკან ჰოსოკის გვერდით იონსინს ამჩნევს არეუმი. არ ელოდა მის აქ ნახვას, მაგრამ რა არის გასაკვირი იმაში, რომ გოგონა თავის შეყვარებულს გამოჰყვა? ყოველ შემთხვევაში არეუმს მისი დანახვა ძალიან ახარებს.
ჯონგუკი არეუმს თავის მეგობრებს ერთმანეთის მიყოლებით აცნობს და შემდეგ უკვე გაშლილ სუფრასთან სხდებიან.
_არეუმ, ჯონგუკმა შენზე ბევრი რამ მოგვიყვა.
საუბარს ნამჯუნი იწყებს და დანარჩენებიც თავს უქნევენ, იმის დასამტკიცებლად რაც ბიჭმა თქვა, რომ სიმართლეა.
_ჯონგუკ მართალი ყოფილხარ, არეუმის თვალები მოკაშკაშე ვარსკვლავებს ჰგავს, მაგრამ მარტო მაშინ როდესაც შენ გიყურებს.
ქერა თმიანი ბიჭი, რომელიც ჯონგუკმა არეუმს თეჰიონის სახელით გააცნო, საუბარს გოგონაზე დაკვირვების შემდეგ იწყებს. აი არეუმს კი მის სიტყვებზე ლოყები ეფარკლება და თავს დაბლა ხრის.
_ოუუ მას ასე არცხვენთ.
საყვარელ სახეს იღებს ჰოსოკი და არეუმს თმას უჩეჩავს.
მთელი საღამო ისინი ბევრ რაღაცაზე ლაპარაკობენ და არეუმიც უფრო კარგად იცნობს თვითოეულ მათგანს.
საღამოს დასასრულს, მაშინ როდესაც გოგონები სამზარეულოში იყვნენ გასულები და ყავას ამზადებდნენ, მისაღებში ბიჭები თავიანთ საქმეებზე საუბრობდნენ.
სამზარეულოში არეუმი ყავას ამზადებდა, იონსინი კი დესერტს ჭრიდა.
ქალბატონი ჯონი კი გოგოების დაჟინებული თხოვნის შედეგად, უბრალოდ იჯდა და მათ უყურებდა.
_არეუმ ვხედავ შენ და ჯონგუკს მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა არ გაქვთ.
ქალბატონი იონსო რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ საუბარს იწყებს.
_დიახ დეიდა იონსო, მათი ურთიერთობა განსაკუთრებულია.
არეუმს ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევს მეგობარი და მის მაგივრად სცემს პასუხს ქალბატონ ჯონს.
არეუმს კი სახე უწითლდება და შიგა და შიგ მორცხვად იღიმის.
_მიხარია, რომ ჩემი ბიჭი შენაირ ადამიანს შეხვდა.
ქალბატონი ამასღა ამბობს და სამზარეულოდან გადის.
_ის ძალიან საყვარელია.
იონსინი აწ უკვე სამზარეულოდან გასულ ჯონზე ამბობს და დესერტი მისაღებში გააქვს, უკან კი არეუმი ყავით მიჰყვება.
დაახლოებით ერთ საათში ყველა სახლებში მიდის. არეუმი ქალბატონ იონსოს ეხმარება სახლის მილაგებაში.
უკვე ყველაფრის მოწესრიგების შემდეგ არეუმი სახლში წასასვლელად ემზადება.
_შვილო უკვე გვიანი მოდი დღეს ჩვენთან დარჩი.
ჯონგუკის მამა, ბატონი ჰვანი არემის წინ დგება და გოგონას ხელს თავისაში იქცევს.
_არ მინდა თქვენი შეწუხება, სახლში წავალ.
_ეს მეორედ აღარ თქვა, როგორ შეიძლება შენ ჩვენ გვაწუხებდე.
ქალბატონი იონსოც წყენით ამბობს.
_არსად წახვალ, დღეს ჩვენთან რჩები. იონსო ოთახი მოუმზადე.
ბატონი ჰვანი თავის ცოლს დავალებას აძლევს.
არეუმი ჯონგუკისკენ იხედება და მის სახეს აკვირდება, რომელიც უღიმის და თავს უქნევს იმის თაობაზე, რომ არეუმი მათ სახლში უნდა დარეჩეს.
_კარგით დავრჩები.

Still With You⭐🌠(completed)Where stories live. Discover now