სიმპატიურია?⭐

819 83 7
                                    

დილა ისევე დაიწყო როგორც წინა დღეებში. არეუმი სამსახურში წასასვლელად უკვე მზად არის. მეოთხე სართულიდან  კიბეებით პირველზე მეგობართან ერთად ჩადის.
გზას ერთად მიუყვებიან.
იონსინი და არეუმი გზაში იმაზე საუბრობენ თუ სად შეხვდნენ საღამოს. ერთმანეთზე უკვე საკმარისზე მეტი იციან. არეუმა თავისი წარსულის შესახებ უფრო დაწვრილებითაც მოუყვა. იონსინმა კი უთხრა, რომ ის მზად არის მეგობარს ყოველთვის გვერდში დაუდგეს. ზუსტად ამისთვის არსებობენ მეგობრები. არეუმი ბედნიერია.
25 წლის განმავლობაში არავინ ჰყოლია, ისეთი ვინც მას გვერდში დაუდგებოდა და მის დარდს გაიზიარებდა.
ახლა კი მას იონისნის მსგავსი მეგობარი ჰყავს. კიდევ არის უსაყვარლესი დეიდა ნაიონი და მის კაფეში გაცნობილი ბიჭი, რომელიც გოგონას ცხოვრობაში მზის სხივივით შემოიჭრა.
არეუმის უფერულ ცხოვრებას ამ ადამიანების დახმარებით თანდათან ფერები ემატება.

***
არეუმს გაკვეთილი აქვს. გოგონამ ბავშვებს დავალება მისცა. მასწავლებლის მაგიდასთან იჯდა და კლასის საქმეებს აგვარებდა, როდესაც ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა. გოგონამ ის გახსნა და წამიერად ღიმილიმა გადაურბინა სახეზე.
ჯონგუკი: გცალია?
: გაკვეთილზე ვარ.
ჯონგუკი: კარგი მაშინ როცა მოიცლი მომწერე.
არეუმა ტელეფონი ჩანთაში დააბრუნა და გაკვეთილის დასრულებას დაელოდა.
თითქოს დრო გაჩერდა და გაკვეთილს ბოლო არ უჩანდა.
როგორც იქნა ზარი დაირეკა. გოგონა კლასის დატოვებისთანავე ეზოში გავიდა და ტელეფონი ჩანთიდან ამოიღო.
სასურველი ნომერი მალევე იპოვა და მესიჯიც გაგზავნა.
:ახლა მცალია.
გოგონას გაგზავნილი მესიჯის შემდეგ ძალიან მალევე ზარი შემოვიდა.
ჯონგუკი ურეკავდა და არეუმმაც  მაშინვე უპასუხა.
_ჰეი, როგორ ხარ?(ჯონგუკი)
_კარგად ვარ და შენ როგორ ხარ?(არეუმი)
_მეც კარგად ვარ. არეუმ ვიფიქრე, რომ დარეკვა ჯობდა. რაღაც მინდა გითხრა(ჯონგუკი)
მშვიდი ხმით საუბრობდნენ, მაგრამ არეუმს მაინც ჰქონდა უცნაური გრძნობა.
_რამე მოხდა?(არეუმი) გოგონას ხმაში აღელვება შეეპარა.
_არა არაფერი(ჯონგუკი) სწრაფად მიაყარა სიტყვები და ცოტახანს ორივე გაჩუმდა.
_არეუმ დღეს თუ გქცალია, მინდა ერთ ადგილას წავიდეთ.(ჯონგუკი)
_მცალია, მაგრამ სად უნდა წავიდეთ?(არეუმი)
_ძალიან კარგი. დღეს ექვს საათზე შენს სახლთან მოგაკითხავ.(ჯონგუკი)
_კი მაგრამ არ გითქვამს სად..(არეუმი)
ბიჭმა გოგონას სიტყვები შეაწყვეტინა.
_გპირდები ის ადგილი სადაც წაგიყვან ძალიან მოგეწონება.(ჯონგუკი)
ამის შემდეგ ზარს ასრულებს და გოგონას დაბნეულს ტოვებს.
არეუმი შენობაში ბრუნდება, დღეს კიდევ აქვს გაკვეთილი ჩასატარებელი, შემდეგ კი სახლში წავა და საღამოსთვის მოემზადება.

Still With You⭐🌠(completed)Where stories live. Discover now