still with you⭐

759 55 50
                                    

გოგონას ცრემლების შეკავება ძალიან უჭირდა. ყველა იმ მომენტმა გაურბინა გონებაში, რომელმაც მათი ცხოვრება სრულყოფილებად გადააქცია. ჯონგუკი არეუმს მიუახლოვდა და მის წინ ჩაიმუხლა. შარვლის ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოიღო და არეუმს მიაპყრო მზერა.
_ჩემო მზის სხივო, ჩემო ლამაზო, არასდროს მომბეზრდება იმის თქმა შენთვის, რომ უზომოდ მიყვარხარ. ახლა უკვე შენთან ერთად მე და შენი ნაწილი ჩვენი პატარაც მიყვარს. მინდა, რომ როგორც ერთი ოჯახი ისე ვიცხოვროთ. არ აქვს მნიშვნელობა რა გველის წინ, მინდა გახსოვდეს, რომ მე და შენ ერთნი ვართ. მინდა ჩემი ცოლი გახდე. ლი არეუმ, ჩემო ცხოვრების ბედნიერებავ გამომყვები ცოლად?
ჯონგუკი კოლოფს ხსნის, იქიდან ლამაზ ბეჭედს იღებს და ატირებულ გოგონას პასუხს უცდის. თუმცა დარწმუნებულია, რომ გოგონასგან ერთადერთ პასუხს მიიღებს და სწორედ ეს იქნება თანხმობა იმისა, რომ ამ ორი ადამიანის ცხოვრება საბოლოოდ მიიღებს ოჯახის სახეს.
ერთი სრულყოფილი ოჯახის სახეს.
არეუმი უეცრად მუცელზე ხელს ივლებს და სახე უფითრდება, ჯონგუკი შეშინებული დგება.
_არეუმ კარგად ხარ?
გოგონა ხელს მუცლიდან იშორებს ჯონგუკს ავლებს და ისევ მუცელზე იდებს.
_ჯონგუკ ჩვენი პატარა გამოძრავდა.
არეუმი სიხარულისგან ტირილს იწყებს. ამდენი სიხარული ამ ერთ დღეში ძალიან ბევრია. ჯონგუკი მუცელთან იხრება, კოცნას უტოვებს და ჩურჩულს იწყებს.
_ჩემო ბიჭო დედის მაგივრად იღებ გადაწყვეტილებას? ხოდა ისე იქნება, როგორც შენ გინდა პატარავ. მე და დედა ვიქორწინებთ.
ჯონგუკი მუცელს შორდება და არეუმის ხელს იჭერს, თითზე ბეჭედს უკეთებს და გოგონას ძლიერ იხუტებს.

***
ერთი თვის შემდეგ.
ქორწილის დღე.
_არეუმ ფრთხილად კაბას დაისვრი.
იონსინი მეგობარს უკან დასდევს, არეუმი კი ნერვიულობისგან უკვე ძალიან ბევრს ჭამს. გოგონას მუცელი საგრძნობლად შესამჩნევია. თეთრი ლამაზი საქორწინო კაბა აცვია, და ნამდვილ ანგელოზს გავს. ორსულობა მართლაც უხდება.
_იონსინ მგონი მშობიარობა დამეწყო.
არეუმი საწოლზე ჯდება, თეფშს გვერდით დებს და ხელით ცდილობს სახეზე დაინიაოს.
_არეუმ გააფრინე? რა დროს მშობიარობაა? ჯერ მეხუთე თვეში ხარ.
იონსინი მეგობართან მიდის და მის სახეს უტოლდება. არეუმის ხელს თავისაში იქცევს და მის დაწყნარებას ცდილობს. რაც ასე თუ ისე გამოსდის.
_პატარძალი მზად არის?
ოთახში არეუმის მომავალი დედამთილი შემოდის.
_ნერვიულობისგან უკვე მეოთხე თეფში საჭმელი შეჭამა. არ გამიკვირდებ ცერემონიამდე ათი კილო, რომ მოიმატოს.

Still With You⭐🌠(completed)Where stories live. Discover now