საოცრად ლამაზი ხარ⭐

519 55 2
                                    

მზე დიდი ხნის ჩასული იყო, უკვე საკმაოდ აცივდა და სახლში დაბრუნება გადაწყვიტეს. ნელა მიუყვებოდნენ სანაპიროს და ზღვის ტალღებს უფლებას აძლევდნენ მათი შიშველი ფეხები დაესველებინა.
სახლში მისულებს სინათლე ჩამქრალი დახვდათ, ყველაფერი კი უბრალოდ ჩაჩუმებულიყო.
_დანარჩენებმა უკვე დაიძინეს?
გოგონას გაუკვირდა რადგან მთლიან სახლში საეჭვო სიჩუმე იყო.
_ისინი სეულში დაბრუნდნენ.
ჯონგუკი დივანზე ჩამოჯდა და გოგონაც ერთი მარტივი მოძრაობით კალთაში ჩაისვა.
_ჩვენს გარეშე?
_ჯინმა რამდენიმე დღით აქაურობა ჩვენ დაგვითმო, ასე, რომ აქ მხოლოდ მე და შენ ვართ.
ჯონგუკის თვალებში ამ წუთებში ჭინკები ათამაშდნენ, მისი მზერა ვნებით იყო გაჟღენთილი და არეუმს, როგორც მშიერი მტაცებელი ისე უყურებდა.
ნელა უახლოვდება ბიჭი არეუმის ტუჩებს და თან ამ ყველაფერს ისე აკეთებდა, რომ სახიდან ბინძური ღიმილი არ შორდებოდა. გოგონას ტუჩებს ახებს საკუთარს და ვნებიანად კოცნის. არეუმიც მარტივად ეხვევა იმ ვნებაში, რომელსაც ჯონგუკი ასხივებს. კოცნას უფრო მეტად მომთხოვნს ხდის და ჯონგუკის თმაში აცურებს ცალ ხელს, მეორეს კი ბიჭის თეთრი პერანგის ქვემოდან დაასრიალებს. ჯონგუკი ხელებს თეძოებზე ხვევს და მუხლებზე უფრო კომფორტულად სვამს გოგონას. ტუჩებიდან, ყბის ძვალზე გადადის, მის დაკოცნას იწყებს და არეუმსაც სიამოვნებისგან თვალები ენაბება.
ამ წამს თავის შეკავებაზე გაფიქრებაც კი ზედმეტია. არეუმი ჯონგუკის პერანგის შეხსნას იწყებს, უკვე სანახევროდ გახსნილ პერანგშიც კი კარგად ჩანს ბიჭის გულ-მკერდი და პრესი, რომელზე შეხებაც ასე სურს გოგონას. ჯონგუკი ისევ ტუჩებს უბრუნდება და თან გოგონას კისერზე არსებულ კაბის შესაკრავს ნელა და მარტივად ხსნის. უკვე წელს ზემოთ შიშველი ჯონგუკი არეუმს დივანზე აწვენს და ზემოდან ექცევა.
_წითურო ეს თუ არ გინდა, შეგვიძლია გადავდოთ.
ვნება მორეული ხმით წარმოთქვამს და არეუმისგან პასუხს უცდის.
_მინდა.
ჯონგუკი მხოლოდ ახლაღა აშორებს ქათქათა კაბას გოგონას სხეულს და მისი ლამაზი ტანის შეთვალიერებისას ტუჩებზე ენას იტარებს.
_საოცრად ლამაზი ხარ.
არეუმს კი ჯონგუკის კომპლიმენტზე სახე უფრო მეტად უწითლდება.
(დანარჩენს არ გავაგრძელებ და თქვენს ფანტაზიას მივანდობ მოვლენების განვითარებას😇😉🙈)

Still With You⭐🌠(completed)Where stories live. Discover now