მადლობა, რომ ბედნიერი ხარ⭐

605 57 5
                                    

ჯონგუკის და არეუმის მისვლის შემდეგ ჯინმა მათ საძინებელი ოთახი აჩვენა. ნივთები ამოაწყეს და ცოტახნით დასვენება გადაწყვიტეს.

***
_ჯიმინ შეგიძლია ხორცს მიხედო?
ჰოსოკი გრილს მოშორდა და საქმე ჯიმინს გადააბარა.
იუნგი და ჯონგუკი ეზოში მაგიდას აწყობდნენ, ჯინს და ნამჯუნს კი სკამები გამოჰქონდათ სახლიდან. ქერა ლამაზმანი კი ტელეფონში ჩამძვრალიყო და საქმის კეთებაზე უარს ამბობდა.
_თეჰიონ იქნებ რამეში დაგვეხმარო?
იონსინმა აწ უკვე აწყობილ მაგიდაზე თეფშები დააწყო, უკან კი არეუმი მოჰყვა ჭიქებით ხელში.
თეჰიონმა, როგორც იქნა ტელეფონიდან ამოყო თავი და უკმაყოფილო სახით შეხედა იონსინს.
_იონსინი მართალია, რაც მოვედით მაგის მერე ზიხარ და ტელეფონს არ აშორებ თვალს.
ნამჯუნმა ბოლო სკამი მიუდგა მაგიდას და თეჰიონს უსაყვედურა.
_ბოდიში.
თეჰიონმა ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და დივნიდან წამოდგა.
_რა შეიძლება გავაკეთო?
ეზოს მოთვალიერების შემდეგ ის ბიჭებისკენ წავიდა, რომლებიც ხორცს წვავდნენ გრილზე.
_ის ყოველთვის ასეთია.
ჯონგუკმა არეუმს გადაუჩურჩულა და თეჰიონს თვალი გააყოლა.
ძალიან მალე კი ყველანი მაგიდის გარშემო ისხდნენ და სასიამოვნო დროს ატარებდნენ.
_ჯინ ჰიონ გახსოვს ჯონგუკი და თეჰიონი ერთმანეთს ერთ კვირაზე მეტ ხანს არ ელეპარაკებოდნენ.
ჯიმინმა წარსულის გახსენება დაიწყო.
_ჯიმინ ეგ ადრე იყო.
თეჰიონმა ამ ისტორიის გახსენებაზე ამოიწუწუნა.
_ხო მაგრამ მაშინ დამნაშავე იყავი.
ჯონგუკმა თეჰიონს გადახედა და ბიჭისგან საპასუხოდ მომაბეზრებელი მზერაც მიიღო.
_ჯონგუკ შენ ისევ იმას ამბობ, რომ დამნაშავე მე ვიყავი?
თეჰიონს წყენა დაეტყო სახეზე და ჯონგუკიც აპირებდა შეპასხუბას მაგრამ ნამჯუნმა დაასწრო.
_გეყოთ ბიჭებო, აქ არ არის ამის ადგილი.
მხოლოდ იონსინი და არეუმი ვერ ხვდებოდნენ თუ რაზე კამათობდნენ ჯონგუკი და თეჰიონი.
_ბიჭებო ჯონგუკი თქვენზე ხშირად მიყვება და მეუბნება, რომ მისთვის ოჯახივით ხართ.
_არეუმ ჩვენ შვიდნი ბავშვობიდან მოყოლებული ერთად ვართ და სამუდამოდ ასე იქნება.
იუნგი ცივი ლუდის ქილას ხსნის და ყლუპს აკეთებს.
ყველას მის გულწრფელობაზე გული უთბება, იუნგი ხშირად არ აჩვენებს თავის გრძნობებს სხვებს, მაგრამ აქ მყოფი ადამიანები ბიჭისთვის მართლაც მნიშვნელოვანები არიან.
_მოდით რამით გავერთოთ.
ჰოსოკმა ლუდის ჩაცლილი ქილა მაგიდაზე დააბრუნა და ყველას მოავლო თვალი.
_რადგან არეუმი არც ისე კარგად გვიცნობს, მოდით ერთმანეთს კითხვები დავუსვათ.
ჯინის ეს აზრი ყველას მოეწონა, ამიტომ დაიწყეს სხვადასხვა სახის კიხვის მოფიქრება, შემდეგ კი ერთმანეთს უსვამდნენ.
ძირითადად კითხვებს არეუმი უსვამდა ბიჭებს და უფრომ მეტ საინტერესო რამეს იგებდა მათ შესახებ. ამ საღამომ იდეალურად ჩაირა, მაგიდის ალაგების, შემდეგ ყველანი თავიანთ ოთახებში წავიდნენ დასაძინებლად. დასვენება სჭირდებოდათ, რადგან მომავალი რამდენიმე კვირა ნამდვილად კარგად გართობას აპირებდნენ.
_არ შეგცივდეს.
ჯონგუკი მიხუტებულ არეუმს ოდნავ მოშორდა, გვერდით დადებული პლედი გაშალა და გოგონას მოაფარა ისე, რომ თვითონაც ჰყოფნოდა პლედი. არეუმა ფეხები დივანზე აკეცა და ჯონგუკს თავი მხარზე დაადო.
ამ მშვენიერ ღამეს, მოელვარე ვარსკვლავებით შემკობილი მუქი ცა ისეთივე ლამაზი იყო, როგორც ამ წყვილის სიყვარული. ცივი ნიავი და აღელვებული ზღვის ხმა, რომელიც არც თუ ისე შორიდან ისმოდა. ბაღში მხოლოდ ჯონგუკი და არეუმი ისხდნენ, ერთმანეთზე ჩახუტებულები და ერთმანეთის სურნელით გაბრუებულები.
_მადლობა ჯონგუკ.
არეუმა ჩუმად ჩაიჩურჩულა, ჯონგუკის ყურთან და თავი ისევ მხარზე დაადო.
_რისთვის მიხდი მადლობას?
_იმისთვის, რომ იმ წვიმიან დღეს კაფეში შემოხვედი, იმისთვის, რომ შემხვდი, მადლობას გიხდი, რომ ჩემი საცოდავი ცხოვრება გაალამაზე. ჯონგუკ შენი წყალობით ყოველი დღე უფრო და უფრო მშვენივრად სრულდება.
ჯონგუკი ვერ ხედავდა, მაგრამ გრძნობდა, რომ არეუმს თვალები აუწყლიანდა, გოგონას ხმაც კი შეეცვალა, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ ახლა გოგონა ისეთი ბედნიერი იყო როგორც არასდროს. ჯონგუკისთვის კი ყველაზე მთავარი მისი საყვარელი წითურის ბედნიერება იყო.
ბიჭი გოგონას ოდნავ მოშორდა, მისი სახე ხელებში მოიქცია, და შუბლზე კოცნა დაუტოვა, შემდეგ კი მას თვალებში ჩახედა.
_მადლობა, რომ ბედნიერი ხარ, რადგან მეც ბედნიერი ვარ.
ამ სიტყვების, შემდეგ გაიღიმა და გოგონასაც ბედნიერების ემოციები სახეზე გამოესახა.
კიდევ ცოტახანს ისხნენ და ამ სიმშვიდით ტკბებოდნენ, მაგრამ არეუმს ძილი მოერია და ოთახში ავიდნენ. ფუმფულა საწოლში ყველანაირი პროცედურის ჩატარების შემდეგ შეწვნენ. უკვე ღამის პირველი საათი დაიწყო, მთვარე კიდევ უფრო მეტად ანათებდა ცას და სახლშიც აღწევდა მისი მკრთალი შუქი.
არეუმს ჯონგუკის მკერდზე დაედო თავი და მშვიდად ფშვინავდა, ჯონგუკი კი გოგონას წითურ თმაზე თამაშობდა, მაგრამ ძილი მასაც მალე მოერია და გოგონასთან ჩახუტებულს დაეძინა.
დილით ჰოსოკს იონსინის წუწუნი აღვიძებს. თვალებს ახელს, საწოლის მეორე მხარეს ფეხებ შემოკეცილ შეყვარებულს ხედავს, რომელსაც ხელში ტელეფონი უჭირავს და რაღაცას აკეთებს.
_ჰეი რამე მოხდა?
ჰოსოკი ამთქნარებს და გოგონასკენ იხრება, რათა ტელეფონში ჩაიხედოს.
_ჰოსოკაა ამ ტურს ვერაფრით ვხურავ.
გოგონა ისევ წუწუნით აგრძელებს ტელეფონში თამაშს. ჰოსოკი კი თვალებს ატრიალებს და მეორე მხარეს წვება, რათა ძილი ისევ გააგრძელოს.
_შენ რა იძინებ? აუუ ადექი რაა.
გოგონა ტელეფონს გვერდით ისვრის და ბიჭის შექანებას იწყებს.
_გთხოვ არ დაიძინო რაა ჰოსოკ. გაიღვიძეე, მოვიწყინე და ვერც ვიძინებ. ჰოსოკ.
გოგონა ხვდება, რომ ბიჭს მისი ერთი სიტყვაც არ გაუგია და მის სახელს ხმამაღლა ყვრის თან კი უფრო უმატებს ბიჭის შენჯღრევას.
ჰოსოკი წამებში ახელს თვალებს და ზემოდან ექცევა გოგონას. იონსინი შეყვარებულის ამ საქციელმა მართლაც გააოცა, ახლა ხმასაც ვერ იღებს, ისე შეჰყურებს ჰოსოკს თვალებში. ბიჭი ნელა უახლოვდება იონსინის ტუჩებს და ასევე ნელა აერთებს მათ. იონსინი ჰოსოკს ხელებს კისერზე ხვევს და ბიჭის სხეულს უფრო მეტად ეკვრის. კოცნა ნაზი და გრძნობებით სავსეა. ბოლოს ჰოსოკი მათ ტუჩებს აშორებს ერთმანეთს და იონსინს თვალებში აკვირდება.
_იონსინ რატომ არ ისვენებ?
_ჰოსოკაა ძალიან მოვიწყინე.
გოგონას მართლაც ჰქონდა სამსახიობო ნიჭი, ახლაც ბიჭის ქვემოდან საწყალი სახით წევს და ჰოსოკს თავს აცოდებს. ბიჭი გოგონას ოდნავ შორდრბა, ტელეფონში საათს ამოწმებს და ისევ უწინდელ პოზიციას უბრუნდება.
_აგჰჰ ჯერ ხომ რვა საათიც არაა.
_მაგრამ მე...
გოგონა ისევ წუწუნს იწყებს, მაგრამ ჰოსოკი აწყვეტინებს.
_კარგი რა გავაკეთოთ?
ჰოსოკი ნებდება თავის საყვარელ ქალს და უკვე სიხარულისგან წამომხტარ იონსინს უკან მიჰყვება.

წინასწარ მადლობა💜
მიყვარხართ❤
Bts's aunt🥴

Still With You⭐🌠(completed)Where stories live. Discover now