მომენატრე⭐

548 50 13
                                    

ჯონგუკს სულიერის ფერი აღარ აქვს, საშინლად გამოიყურება.
ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია, ელოდა ექიმს, რომელიც მას იმ სიტყვებს ეტყოდა, რომლებიც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ამ წამს.
მუხლებზე ხელები შემოეხვია და თავი კედელზე მიედო. საკუთარ თავს არასდროს აპატიებს ასეთ შეცდომას.
მისი ბრალია.
საოპერაციოს კარები იხსნება და ექიმი გამოდის, ჯონგუკი მის დანახვაზე ფეხზე დგება და მასთან მიდის.
_ექიმო გთხოვთ მითხარით, რომ კარგად არიან.
_ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, გაგვიმართლა, რომ გოგონა მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა და რა თქმა უნდა სავადმყოფოში გადმოყვანაც დროულად მოახერხეთ.
_ბავშვი?
ჯონგუკმა ხმის კანკალით იკითხა.
_ნაყოფი შევუნარჩუნეთ, ახლა კი მთავარია დედის ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. პატარა შეცდომაც და შეიძლება ნაყოფი მოსცილდეს.
ექიმი ჯონგუკს მხარზე ხელს ადებს და გვერდს უვლის. საოპერაციოდან არეუმი გამოჰყავთ და პალატაში გადაჰყავთ.
ჯონგუკი ნებას იღებს და მასთან შედის. საწოლის გვერდით სკამზე ჯდება და არეუმის ხელს იჭერს.
_მადლობა, რომ არ დამტოვე. მადლობა არეუმ, რომ შენ და ჩვენი პატარა კარგად ხართ.
გოგონას ხელს ნაზად კოცნის და მძინარე გოგონას სახეს ავლებს თვალს.
რამდენიმე საათში პალატაში, ჯიმინი შემოდის და ჯონგუკს ხელს ადებს მხარზე, რათა გამოაღვიძოს.
_ჯონგუკ სუფთა ტანსაცმელი მოგიტანე.
ჯერ კიდე ოპერაცის დროს ჯონგუკს ჯიმინმა დაურეკა და ბიჭმაც ყველაფერი უთხრა ჯიმინს.
_მადლობა.
_მიდი გამოიცვალე, მე დავრჩები არეუმთან.

შემდეგი დღე.
არეუმი გრძნობს მეორე ადამინის მშვიდ სუნთქვას. იმასაც გრძნობს თუ როგორ ძლიერად აქვს ჩავლებული ხელი მისთვი.
გამოფხიზლებას იწყებს, თვალებს ნელა ახელს თუ არა პირველი რასაც ხედავს ეს ჯონგუკის სახეა. არეუმის გამოფხიზლების ლოდინში ჩასძინებია. გოგონა პალატის კედლებს აველბს თვალს და წინა ღამეს მომხდარი ახსენდება.
გადაბინტულ თავზე ხელს იდებს, რადგან ტკივილს გრძნობს.
ხელს აშვებინებს ჯონგუკს და საწოლზე წამოჯდომას ცდილობს.
ბიჭს გოგონას ასეთ გამოძრავებაზე ეღვიძება და მაშინვა სკამიდან დგება. არეუმს ხელს ისევ ავლებს და გოგონას აცრემლებულ თვალებსაც ამჩნევს.
_ღმერთო მადლობა. რამე გტკივა?
ჯონგუკი ერთდროულად უამრავ ემოციას განიცდის.
_ბავშვი.
არეუმი ხმის კანკალით ძლივს ამბობს ამ ერთ სიტყვას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ მომენტში.
ჯონგუკის ხელს ისევ იშორებს და მუცელზე იდებს.
_ჩვენი პატარა კარგადა.
ჯონგუკს ცრემლი უვარდება თვალიდან, რადგან ხვდრბა, რომ არეუმს გული ატკინა. იცის, რომ დამნაშავეა, მაგრამ მიზეზი ნამდვილად აქვს.
არეუმი ღრმად ისუნთქავს ჰაერს იმის გაგებისას, რომ მისი პატარა კარგად არის.
_პალატიდან გადი.
სუსტი ხმით ამბობს არეუმი ისე, რომ ჯონგუკს ზედაც არ უყურებს.
პირდაპირ თეთრ კედელს აშტერდება და ცრემლების შეკავებას ცდილობს.
_არეუმ გთხოვ ასე ნუ მომექცევი.
ჯონგუკი ისევ უახლოვდება არეუმოს საწოლს და ხელს ისევ ავლებს გოგონას გაყინულ ხელს.
_შენი დანახვაც არ მინდა.
არეუმი ხელს უხეშად ითავისუფლებს და არაფრის მთქმელი თვალებით აშტერდება ჯონგუკს, შემდეგ კი ისევ კედელზე გადააქვს მზერა.
_შენს გამო შეიძლება ბავშვი დამეკარგა.
მწარედ ამოილაპარაკა და მეორე მხარეს გადატრიალდა ისე, რომ ბიჭს ზურგი აქცია.
ჯონგუკს გული სტკივა, მაგრამ არეუმზე არ ბრაზობს. მისი ესმის და მართალიც არის, რომ ასე ექცევა. პალატიდან გადის და გოგონას მარტოს ტოვებს.
მას შემდეგ ორი კვირა ისე გავიდა, რომ ერთმანეთი არ უნახავთ. ჯონგუკი არეუმის სანახვად ჯერ საავადმყოფოში და შემდეგ სახლშიც აკითხავდა, მაგრამ გოგონა მის ნახვაზე უარს ამბობდა.
_არეუმ ჩემს საქმეებს მოვაგვარებ და მაშინვე დავბრუნდები.
_იონსინ ჩემზე არ იდარდო.
არეუმი იონსინს სახლიდან აცილებს და თვითონ ისევ თავის ოთახში ბრუნდება. იონსინი არეუმის სახლში იმაზე მეტ დროს ატარებს ვიდრე თავისაში. ფაქტობრივად დროებით მეგობართან ცხოვრობს იმის მიუხედავად, რომ მისი სახლი არეუმის მოპირდაპირედ იყო ასე ამჯობინეს. გოგონას ზრუნვა და მოვლა სჭირდება.
ეს ორი კვირა მისთვის ძალიან რთული იყო. ჯონგუკის გარეშე გატარებული თითოეული წუთი უჭირს და ნატრობს, რომ იმ საღამოს ჯონგუკს მასთან დაშორება არ მოეთხოვა.
გოგონას უნდა, რომ ჯონგუკთან გატარებული დღეები დაბრუნდეს. უნდა, რომ როგორც სხვა ბიჭები აკაეთებენ თავიანთი საყვარელი ქალებისთვის, ისევე ჯონგუკიც ეხმარებოდეს ორსულობისას არეუმს.
ხშირად ტირის უნდა, რომ იონსინის ნაცვლად ჯონგუკი უსმენდეს ორსული გოგონას წუწუნს.
ენატრება ბიჭის კაშკაშა თვალები, რომლებშიც ყოველთვის ციმციმებდნენ ვარსკვლავები.
მზად არის აპატიოს.
აპატიოს ის, რომ ბიჭს მისი მიტოვება უნდოდა.
მაგრამ ამას არ გააკეთებს, რადგან მას მიზეზის გაგება სჭირდება.
ერთადერთ კითხვაზე პასუხის გაცემა უნდა.
რატომ?
ჯონგუკმა ამ კითხავს უნდა უპასუხოს, მხოლოდ ამ ერთ კითხვაზე პასუხის გაცემა სურს გოგონას.
კარზე კაკუნის ხმა ამ ფიქრებიდან გამორკვევას აიძულებს.
ნელა დგება საწოლიდან და კარის გასაღეაბად მიდის.
სახელურის ჩამოწევის და კარის გაღების შემდეგ არეუმი ადგილზე იყინება.
გაუხარდა მისი დანახვა, მაგრამ ამას არ შეიმჩნევს.
კარს კეტავს, მაგრამ ჯონგუკი სწრაფად ატანს ხელს კარებში და შიგნით შედის.
_აქ რას აკეთებ? ახლავე წადი.
არეუმი ხმას უწევს.
_არეუმ ორი კვირა საკმარისი არ იყო? იქნებ მოეშვა ჯიუტობას და მომისმინო.
ჯონგუკსაც შეეტყო ხმაში გაღიზიანება და ოდნავ აუწია ხმას, მაგრამ მაშინვე ინანა, რადგან არეუმს ცრემლები წამოუვიდა. გოგონა ზედმეტად მგრძნობიარე გახდა და ეს რა თქმა უნდა ნორმალურია მის მდგომარეობაში.
_ბოდიში.
ჩუმად წარმოთქვამს და თავს ხრის.
_რატომ? ჯონგუკ რატომ გინდოდა ჩემთან დაშორება?
_ვნანობ. არ გთხოვ, რომ მაპატიო უბრალოდ ასე არ მომექცე და არ ამიკრძალო შენთან სიახლოვე.
არეუმ ჩვენი პატარას ხათრით. მინდა, რომ შენს გვერდით ვიყო და ორივეზე ვიზრუნო.
ჯონგუკმა არეუმის ხელები თავისაში მოიქცია და აცრემლებულ თვალებში შეხედა.
_არა ჯონგუკ.
ხელებუ უხეშად გააშვებინა და უკან დაიხია.
_კითხვაზე არ მპასუხობ. მიზეზი მინდა ვიცოდე.
_არ შემიძლია არეუმ. ვერ გეტყვი.
მაგრამ მინდა იცოდე, რომ მე შენ ისევ მიყვარხარ და ამას არაფერი შეცვლის. მიზეზის თქმას ნუ მთხოვ არეუმ, ამას...
სიტყვები ვერ დაამთავრა, რადგან თავის ტკივილმა ისევ შეახსენა თავი. ტუჩებს ერთმანეთზე ძლიერ აჭერდა, რომ ტკივილის გამო არ ეყვირა და არეუმი არ შეეშინებინა.
წონასწორობა დაკარგა და იქვე მდგარ მაგიდას დაეყრდნო, რომ არ წაქცეულიყო, არეუმს ძალიან შეეშინდა და ჯონგუკს მივარდა.
ნელა დივანზე ჩამოსვა და წყალი გამოუტანა სამზარეულოდან.
_ჯონგუკ რა დაგემართა? კარგად ხარ?
_კარგად ვარ, უბრალოდ გადავიღალე.
წყალი გამოართვა და ცოტა მოსვა, შემდეგ კი მაგიდაზე გადადგა.
არეუმს ხელი წაავლო და ერთი მარტივი მოძრაობით კალთაში ჩაისვა.
_გთხოვ უბრალოდ ჩაგეხუტები.
არეუმის პასუხს არც კი დაელოდა ისე მიიხუტა მასზე პატარა სხეული და ცხვირი გოგონას წითურ თმებში ჩარგო.
_მომენატრე.
არეუმს თვალები ცრემლებით ევსება. მასაც უნდა, რომ უთხრას, როგორ ენატრებოდა. როგორ უჭირდა მის გარეშე და როგორ უნდა, რომ მთელი ცხოვრება მასთან ერთად იყოს, მაგრამ ამას ვერ ეტყვის, ასე მარტივარ ვერ აპატიებს.
ჯონგუკი არეუმს ოდნავ შორდება და მის მუცელთან იხრება.
_პატარავ ძალიან შემეშინდა, იცოდე მამიკოს შენც და დედაც ყველაფერზე მეტად უყვარხართ.
ნაზ კოცნას უტოვებს მუცელზე და შემდეგ მზერას არეუმის ამღვრეულ თვალებს უსწორებს.
_ასე არასდროს შემშინებია. გთხოვ ჩემი შეცდომა არ გაიმეორო და ზურგი არ მაქციო.
გოგონა არაფერს პასუხობდა, ბიჭის თვალებიდან მზერა გამორთულ ტელევიზორზე გადაიტანა და მძიმედ ამოისუნთქა.
_მიზეზს ვერ გეტყვი, ახლა არაა, მაგრამ აუცილებლად გპირდები, რომ ყველაფერს გაიგებ.
ჯონგუკი არეუმს ნიკაპზე კიდებს თითებს და სახეს ისე უბრუნებს, რომ თვალებში უყუროს.
_თავს არ აგარიდებ, მაგრამ იცოდე ჯერ კიდევ არ მიპატიებია შენთვის.
ჯონგუკმა სიხარულისგან გოგონა კიდევ ერთხელ ჩაიხუტა და მადლიბაც გადაუხადა.

კითხვა მაქვს😁
ამიხსენით რა დრამებს ვაწყობ?😣
წინასწარ მადლობა💜
მიყვარხართ❤
Bts's aunt🥴

Still With You⭐🌠(completed)Where stories live. Discover now