ორი წლის ბავშვს გავხარ⭐

918 87 8
                                    

არეუმი საწოლში წევს და ერთ ადგილას ვერ ისვენებს. უკვე თენდება და გოგონას ძილი არ ეკარება. მთელი ეს დრო უცნობ ბიჭზე ფიქრობდა, რომლის სახალიც დღეს გაიგო. ჯონ ჯონგუკია მიზეზი იმის, რომ ვერ იძინებს. გოგონა დღეს მას ელაპარაკა და მასთან ერთად ისეირნა საღამოს სეულის გუჩაში.
არასდროს ჰქონია ვინმეს მიმართ ასეთი ინტერესი, როგორიც ჯონგუკის მიმართ აქვს.
არა ამას ვერ დავარქმევთ სიყვარულს, ამისთვი ჯერ ძალიან ადრეა. ისინი ერთმანეთს არც კი იცნობენ.
ეს რაღაც გოგონასთვის სრულიად უცხოა, ამიტომაც ვერ დაარქმევს ამ გრძნობას სახელს.
არეუმს არასდროს ყვარებია ვინმე და არც არავის ყვარებია გოგონა.
მან არ იცის რა არის სიყვარული, მაგრამ ხვდება, რომ თუ მას ცხოვრებაში შეუყვარდება აუცილებლად დაიტანჯება, რადგან სიყვარულს ყოველთვის თან სდევს ტკივილი. გოგონას კი მთელი ცხოვრება სტკივა.
დაძინებას აზრი აღარ აქვს. უკვე დილაა. არეუმი აბაზანის მიღების შემდეგ ტანსაცმელს არჩევს. დღეს იონსინი თავის შეყვარებულს გააცნობს.
კარგი ამინდია, გაზაფხულისთვის დამახასიათებელი სითბო.
შეხვედრამდე ჯერ კიდევ არის დრო ამიტომ გოგონა საუზმეს იკეთებს. დიდი ხანია სახლში არ უსაუზმია.
სახლიდან გასული იონსანის მოწერილ მისამართზე მიდის. კაფეში შესვლისთანავე ამჩნევს ერთ-ერთ მაგიდასთან მსხდომ წყვილს. გოგონა მათკენ მიდის. წყვილი არეუმის დანახვაზე ფეხზე დგება.
_არეუმ ეს ჯანგ ჰოსოკია,
გოგონა თავის შეყვარებულზე უთითებს.
_ჰოსოკ ეს კი ლი არეუმია.
ჰოსოკი და არეუმი ერთმანეთს ხელს ართმევენ და ყველა თავის ადგილას ჯდება.
საუბარს სხვადასხვა თემაზე იწყებენ, ძირითადად ბიჭი ლაპარაკობს და თავის შესახებ უყვება შეყვარებულის მეგობარს. ჰოსოკმა ისიც მოუყვა თუ როგორი მეგობრები ჰყავს და ისინი მის ცხოვრებაში საუკეთესო ადამიანების რიცხვში შედიან.
არეუმი კი ჰოსოკის გაცნობის შემდეგ რწმუნდება იმაში თუ როგორი საინტერესო და მხიარული შეყვარებული ჰყავს იონსინს. გოგონა მეგობრის გამო ბედნიერია, რადგან მას გვერდში ჰოსოკის მსგავსი ბიჭი ჰყავს.

Still With You⭐🌠(completed)Where stories live. Discover now