მოდი მე გაჭმევ⭐

538 51 7
                                    

_დღეს ჯონგუკი იყო მოსული.
არეუმი გვერდით დებს ტელეფონს.
_ელაპარაკე?
_იონსინ შემომთავაზა, რომ მასთან გადავიდე საცხოვრებლად.
_შეურიგდი?
იონსინს სახე უნათდება და ბედნიერებისგან არეუმს ეხუტება, რომელიც მეგობარს ნელა იშორებს და თავს ხრის ძირს.
_არ შეურიგდი?
_არ მეუბნება მიზეზს თუ რატომ უნდოდა ჩემგან წასვლა.
რაღაცაშია საქმე ის კი მეუბნება, რომ ამას ჩემს გამო აკეთებდა.
_არ დააძალო არეუმ. ჯონგუკი არასდროს გააკეთებს ისეთ რამეს, რომ გავნოს.
_არ ვიცი.
არეუმი მხრებს იჩეჩავს და იონსინის კალთაში დებს თავს.
იონსინი კი მის თმებზე იწყებს მოფერებას.
_მენატრება, მასთან მინდა, მაგრამ რაღაც შინაგანად მაფერხებს. მაიძულებს მასზე ისევ ნაწყენი ვიყო.
_არეუმ ნუ სულელიბ. მგონია, რომ შენც არ იცი რა გინდა. ისე იქცევი, როგორც ჭირვეული ბავშვი.
იონსინი დივნიდან დგება და სამზარეულოში გადის.
იონსინი თვალს გაოცებული აყოლებს, მხრებს იჩეჩავს და ისიც უკან მიჰყვება მეგობარს.
_ვიტამინები დალიე?
_კი.
რამდენიმე წუთი სიჩუმეში სხედან. ხმას არც ერთი იღებს. არეუმს ხელები ახლად დასხმულ ცხელი ჩაის ჭიქისთვის შემოუხვევია და მის გაციებას ელოდება, რომ დალიოს.
_სწორი გადაწყვეტილება რა იქნება?
იონსინს ყურადღება მეგობარზე გადააქვს და რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ პასუხობს.
_დაფიქრდი არეუმ და გული აუცილებლად გიკარნახებს რა იქნება სწორი.

***
რამდენიმე დღის შემდეგ არეუმი, როგორც იქნა გადაწყვეტილებას იღებს და ჯონგუკს თანხმდება მასთან სახლში გადასვლაზე.
თან იქ ჯონგუკის დედაც იქნება, რომელიც გოგონაზე მაშინ იზრუნებს, როცა ჯონგუკი კომპანიის საქმეებზე წავა.
ჯონგუკის მამა რამდენიმე თვით საზღვარ გარეთ წავიდა და ჯონგუკს დაავალა საქმეების მოგვარება.
საღამოს არეუმს ჯონგუკი აკითხავს სახლში და მის ნივთრბს მანქანაში აწყობს.
_სწორად იქცევი.
იონსინი მეგობარს ძლიერად ეხვევა.
_იონსინ ხშირად მოდი ჩვენს სანახავად.
არეუმი მუცელზე ხელს იდებს და მეგობარს მხიარულად უცინის.
გზაში ერთ საათამდე დრო დასჭირდათ. მანქანაში ხმა არც ერთს ამოუღიათ. მანქანის სახლის ეზოში დაპარკინგების, შემდეგ სახლში შედიან.
კარს ჯონგუკის დედა უღებთ და მონატრებულ არეუმს ძლიერ ეხვევა.
_შვილო როგორ მომენატრე.
მოდით, შემოდით.
სახლში შეპატიჟების, შემდეგ მისაღებში შედიან და დივანზე სხდებიან.
_ჯონგუკმა უკვე მითხრა ახალი ამბავი. არეუმ თქვენს გამო ძალიან გახარებული ვარ.
ქალბატონი ჯონი კიდევ ერთხელ ეხვევა გოგონას და არეუმს ქალის სისაყვარლეზე ეღიმება.
_კარგად მოიფიქრეთ, რომ აქ გადმოსულიყავი არეუმ შენზე და პატარაზე ვიზრუნებთ.
_შეიძლება ჩემს ოთახში ავიდე და დავისვენო?
არეუმი მორიდებულად დგება ფეხზე და ქალბატონი ჯონის თანხმობის შემდეგ მისაღებიდან გადის უკან კი ჯონგუკი მიჰყვება.
_ეს იქნება შენი ოთახი. ჩემი მოპირდაპირე ოთახია. ვიფიქრე, რომ არ ისურვებდი ჩემთან ერთად დაძინებას.
ჯონგუკმა ოთახის კარები შეხსნა და შიგნით არეუმთან ერთად შევიდა.
_შენს ტანსაცმელს ხვალ დილით ამოალაგებენ.
_მადლობა.
არეუმი საწოლზე ჯდება და ოთახს თვალს ისე ავლებს.
მყუდრო და საყვარელი ოთახია.
_მადლობა შენ, რომ დამთანხმდი აქ გადმოსვლაზე და
თუ რამე დაგჭიდეს დამიძახე.
ჯონგუკი ოთახიდან გადის არეუმი კი ერთ-ერთი ჩანთიდან საცვლებს იღებს და მათი ჩაცმის შემდეგ საწოლში წვება.

Still With You⭐🌠(completed)Where stories live. Discover now