მაპატიე⭐

621 58 8
                                    

თითქმის ათი წუთი გავიდა და ჯონგუკსაც გადაუარა გაბრაზებამ. ნანობდა, რომ არეუმს უყვირა, მაგრამ ის გოგონაზე დარდობს და სხვა არაფერი. აივნიდან ისევ მისაღებში დაბრუნდა, მაგრამ არეუმი იქ არ დახვდა. ჟურნალის მაგიდას შეხედა, რომელზეც ბუგერები ხელუხლებელი ეწყო. სამზარეულოდან რაღაცის გატეხვის, შემდეგ კი არეუმის ოდნავი წამოკივლების ხმა გამოვიდა და ჯონგუკიც შეშინებული შევარდა იქ.
_არეუმ რა მოხდა?
არეუმ იატაკიდან ჭიქის ნატეხებს კრეფდა და ცალი ხელი დასისხლიანებული ჰქონდა. ალბათ ნამსხვრევების შეგროვებისას გაეჭრა.
შეშინებულ ბიჭს ახედა და ფეხზე წამოდგა.
_ისეთი არაფერია, უბრალო ნაკაწრია.
გოგონამ ნაგავში ჩაყარა ნამსხვრევები და ისევ იატაკისკენ დაიხარა რათა დარჩენილი ნაგავიც მოეშორებინა, მაგრამ ჯონგუკმა ის წამოაყენა და წყალზე შეაშვერინა გაჭრილი ხელი. სისხლის მთლიანად ჩამორეცხვის შემდეგ გოგონა მისაღებში დივანზე ჩამოსვა.
_სამედიცინო ყუთი სად გიდევს?
_სამზარეულოში, მარცხნივ, ქვედა თაროზე.
ბიჭი მაშინვე წავიდა ყუთის მოსატანად და მალევე უკან დაბრუნდა. არეუმის წინ ჩაიმუხლა, წყალბადის ზეჟანგი არც ისე დიდი ზომის ჭრილობაზე დაასხა, არეუმს ოდნავ აეწვა, ამიტომ სახე დაჭყანა.
_გტკივა?
გოგონამ თავი უარის ნიშნად გაუქნია, ჯონგუკმა კი ბამბით ფრთხილად მოუწმინდა აქაფებული ჭრილობა და შემდეგ  მალამო გადაუსვა, სულ ბოლოს კი ბინტით გადაუხვია.
_მაპატიე.
ჯონგუკი ისევ მუხლებზე იდგა და გოგონას ამღვრეულ თვალებში უყურებდა.
_არ უნდა მეყვირა შენთვის, უბრალოდ შენს გამო ვდარდობ. არეუმ შენი ჯანმრთელობა ჩემთვის ყველაფერზე მთავარია.
_ვიცი, რომ ჩემზე დარდობ.
გოგონას ცრემლები წამოსცვივდა და ძლიერად მოეხვია ბიჭის სხეულს.
_ჩშშ ჩემო პატარა, არ იტირო.
ჯონგუკი გოგონას ამშვიდებდა და ზურგზე ხელს უსმევდა. მალე არეუმიც დამშვიდა და ჯონგუკს ოდნავ მოშორდა.
_მიხარია, რომ ჩემზე ზრუნავ.
ჯონგუკი გოგონას სახისკენ დაიწია და მათი ტუჩები შეართა. კოცნა მშვიდი და გრძნობებით სავსე იყო.
_მიყვარხარ წითურო, მეტჯერ აღარ იტირო.
გოგონას ტუჩებთან ამოილაპარაკა და ცერა თითებით სახიდან ცრემლები მოწმინდა.
რამდენიმე წუთს ჩახუტებულები ისხდნენ დივანზე, ჯონგუკი გოგონას მოშორდა მაგიდიდან ბურგერი აიღო და არეუმს მიაწოდა.
_ჭამე, მე კი სამზარეულოს მივალაგებ.
_კი, მაგრამ შენ არ გინდა?
ჯონგუკმა თავი უარის ნიშნად გაუქნია და სამზარეულოში გავიდა.

Still With You⭐🌠(completed)Where stories live. Discover now