ვიცეკვოთ?⭐

530 51 5
                                    

ფილმი ისე დამთავრდა არც ერთს არ გაუგია. ორივეს ჩაეძინა, არეუმს ჯონგუკის მხარზე ჩამოედო თავი და მშვიდად ფშვინავდა.
ჯონგუკს, რომ გამოეღვიძა უკვე შუაღამე იყო. წამოდგომა სცადა, მაგრამ გოგონას გამოეღვიძა.
_შეგიძლია აქ დარჩე ღამით?
არეუმა ჯერ ისევ ნახევრად მძინარემ დაამთქნარა და საწოლში გასწორდა.
ჯონგუკმა ოთახში შუქი გამორთო და არეუმს გვერდით მიუწვა.
გოგონას ხელები შემოხვია და თავი მის კისერში ჩარგო.
ბედნიერება სწორედ ეს იყო. ჯონგუკი ამ წამს ის ჰქონდა, რაც ყველაზე მეტად სურდა. არეუმის შოკოლადის სურნელს ისუნთქავდა და მასთან ჩახუტებულს ეძინა.
დილით ოთახში თანდათან შემოსულმა მზის სხივებმა საწოლამდეც მიაღწია და წუთებში ორი ადამიანის სახეზეც აკიაფდნენ ოქროსფერი სხივები.
გოგონას სახე შეეჭმუხნა, ამიტომ მზის სხივებისთვის თავის არიდების მიზნით მეორე მხარეს გადაბრუნდა და ჯონგუკის მკერდში ჩამალა თავი.

ჯონგუკს თავისი მომზადებული საუზმე უჭირავს ლანგრით ხელში და არეუმთან ოთახში შედის. გოგონას ისევ სძინავს, ჯონგუკი საჭმელს გვერდით ტუმბოზე დებს და საწოლის ნაპირზე ფრთხილად ჯდება. არეუმის სახეზე ჩამოცვენილ თმებს თითით ფრთხილად აცილებს სახიდან და და ამ შეხებისგან გამოღვიძებლ გოგონას ნაზად უღიმის.
_საუზმე მოგიმზადე.
არეუმი საწოლზე წამოჯდომის და კომფორტულად დაჯდომის შემდეგ ჯერ ჯონგუკის მომზადებლ საჭმელს ავლებს თვალს შემდეგ კი თვითონ ბიჭს, რომელიც გოგონას თვალებში შესცქერის და ნაზად უღიმის.
_გემრიელად გამოიყურება.
არეუმი ნერწყვს ყლაპავს საჭმლის დანახვაზე.
ჯონგუკი საწოლზე ფეხებს იკეცავს და ზედ საჭმლით დატვირთულ ლანგარს უდებს.
_მე გაჭმევ.
ჯონგუკი ჩანგალით ომლეტის პატარა ნაჭერს იღებს და გოგონას პირთან მიაქვს, არეუმი რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ პირს უღებს და ბიჭის ხელით ჭამს საჭმელს.

საუზმობის შემდეგ არეუმი სააბაზანოში შედის და ცხელ შხაპს იღებს. დღეს ექიმთან კონსულტაციაზე არის ჩაწერილი. ამიტომ სააბაზამოდან გამოსვლის შემდეგ გამზადებას იწყებს.
_უკვე უნდა წავიდეთ?
ჯონგუკი დივნიდან დგება და კიბეზე ჩამომავალ გოგონასთან მიდის.
_კი მზად ვარ.
სახლიდან გასულები ჯონგუკის მანქანაში სხდებიან და საავადმყოფოსკენ მიდიან.
დაბალ ხმაზე რთავს ჯონგუკი სიმღერებს და აუჩქარებლად მიჰყავს მანქანა.
საავადმყოფოში მისულები ექიმს ელოდებიან, რომელსაც სხვა პაციენტი ჰყავს. კალიდორში მდგარ სკამებზე ჯდება არეუმი, დაძაბულობისგან თითებს ერთმანეთში ხლართავს და გულის ცემაც აჩქარებული აქვს.
ჯონგუკი გოგონას ამ დაძაბულობას ადვილად ამჩნევს და მის წინ იკუნტება ისე, რომ თვალებში უყუროს.
_მეშინია.
არეუმს თვალებში ცრემლები უდგება და ტუჩებს ერთმანეთზე ძლიერად აჭერს, რომ ტირილი არ დაიწყოს.
_ნუ გეშინია შენთან ვარ. არაფერია სანერვიულო, ექიმი შენს და ბავშვის ჯანმრთელობას შეამოწმებს და სახლში წავალთ.
ჯონგუკი არეუმის გაყინულ ხელებს საკუთარში იქცევს და ტუჩებთან მიაქვს. არეუმი ჯონგუკის თბილ სხეულს ეხუტება და ცხვირს მის ყელში რგავს. გოგონას ჯონგუკის სიახლოვე ნამდვილად ამშვიდებს. მათი ჯერიც მალე მოდის, ექიმის კაბინეტში შესვლის შემდეგ არეუმი და ჯონგუკი ქალის მაგიდის წინ დივანზე სხდებიან.
_არეუმ თავს, როგორ გრძნობთ? რამე ხომ არ გაწუხებთ?
_ტოქსიკოზი და თავის ტკივილი მახსენებს თავს ხშირად, მაგრამ სხვა ყველაფერი რიგზეა.
_თქვენს მდგომარეობაში ეგ ყველაფერი ნორმალურია. ორსულობის მეოთხე თვიდან კი პირველი ტრიმესტრისთვის(ორსულობა იყოფა სამ ტრიმესტრად) დამახასიათებელი ყველა სიმპტომი გაქრება და წონაშიც საგრძნობლად მოიმატებთ.
ექიმი ყველაფერს ხსნიდა და თან მის წინ მსხდომ წყვილს ღიმილით ესაუბრებოდა.
_ბატონო თქვენ არეუმის ვინ ბრძანდებით?
ექიმს ყურადღება ჯონგუკზე გადააქვს.
_ბავშვის მამა და ჩემი შეყვარებულია.
არეუმი ოდნავ გაოცებულ და გახარებულ ჯონგუკს ხელს ჰკიდებს და ექიმს უღიმის.
_შესანიშნავი წყვილი ხართ. არეუმ წამობრძანდით რამდენიმე ანალიზის ჩატარება მოგიწევთ.
შემდეგ კი შეგვიძლია ნაყოფის გულისცემაც მოვისმინოთ.
არეუმი ჯონგუკს დამფრთხალი თვალებით უყურებს, ბიჭი გოგონას ნაზად კოცნის შუბლზე და თვალებით ანიშნებს, რომ ექიმს გაჰყვეს.
რამდენიმე წუთის შემდეგ ექიმთან ერთად ბრუნდება გოგონაც და უკვე გამზადებ საწოლზე იკავებს ადგილს.
გვერდით ჯონგუკი უდგება და არეუმს ხელს ძლიერად კიდებს. ექიმი ნაყოფის გაშუქებას იწყებს ეკრანზე. ჯონგუკს და არეუმს ჯერ კიდევ ჩამოუყალიბელი ნაყოფის დანახვისას თვალზე ცრემლები ადგებათ.
_გეტყობათ ეს თქვენთვის პირველია.
ექიმს ეცინება და წყვილს აფრთხილებს, რომ ბავშვის გულის ცემას მოისმენენ.
ოთახში წამებში მათი პატარას გულის ცემა ისმის. ჯონგუკს ნამდვილად არ ეგონა ასეთი ემოციური თუ იქნებოდა ეს მომენტი, რადგან ცრემლებს ვეღარც კი იკავებდა. გოგონას ამ გასაოცარი ხმის მოსმენისას ღიმილი არ შორდებოდა სახიდან და ხან ეკრანს უყურებდა ხანაც კი მის გვერდით ატირებულ ბიჭს.
_გასაოცარია, ასეთი პატარაა და უკვე ჩვენს ატირებასაც ახერხებს.
ჯონგუკი ცრემლებს იწმენდს სახიდან და არეუმისკენ გადააქვს მზერა, შემდეგ კითხვას ექიმს უსმევს.
_ექიმო ბავშვი ხომ ჯანმრთელია?
_დიახ ყველაფერი რიგზეა, ორსულობის კრიტიკული ორი თვე უკვე ჩავილია, თუმცა დედას და პატარას ორმაგი ზრუნვა სჭირდებათ. ისინი აუცილებლად გაგაწვალებენ.
ექიმი ჯონგუკს თვალს უკრავს და თავის მაგიდასთან ბრუნდება ფურცელზე რაღაცას წერს და შემდეგ უკვე წასასვლელად გამზადებულ წყვილთან მიდის.
_აქ ყველაფერი წერია, რაც უნდა გააკეთოთ. შემდეგ ვიზიტზე გელოდებით.
არეუმი და ჯონგუკი ექიმს მადლობას უხდიან და კაბინეტს ტოვებენ.
ჯონგუკს არეუმისთვის ხელი ჩაუკიდებია და მასთან ერთად გადის შენობიდან.
მანქანაში ისევ ჩუმი მუსიკებია ჩართული, არეუმის სახე ანათებს ისევე, როგორც ჯონგუკის. ბიჭს ერთი ხელი საჭეზე და მეორე გოგონას თითებში აქვს ახლართული.
_ჯონგუკ ეს ჩვენი სახლის გზა არ არის.
არეუმი მინის მიღმა არსებულ სამყაროს ათვალიერებს და ბიჭის მომღიმარ სახეზე გადააქვს მზერა.
_სავახშმოდ მიმყავხარ.
გოგონას სიხარულისგან სახეზე უზარმაზარი ღიმილი ესახება.
_ძალიან კარგი, თორე უკვე მომშივდა.
ჯონგუკს ჩაეცინა.
ოც წუთში მანქანას აპარკინგებს, იქიდან გადმოსვლის შემდეგ კი არეუმის მხარეს მიდის კარებს უხსნის და ხელს უწვდის.
არეუმი ბიჭის გამოწვდილ ხელს საკუთარს ნაზად ადებს და მანქანიდან გადმოდის.
რესტორანში შესულებს მიმტანი ხვდებათ, რომელიც მათ მაგიდასთან აცილებს.
მყუდრო რესტორანია, მუქი ბორდოს ფერი კედლებით და ოქროსფერი განათებით.
ჯონგუკის და არეუმის მაგიდა ყველასგან მოშორებით არის, საიდანაც ლამაზი ხედი იშლება.
_ლამაზი ადგილია.
არეუმი ჩანგალს თეფშის გვედით დებს და რესტორანს თვალს კიდევ ერთხელ ავლებს.
_მიხარია, რომ მოგეწონა.
ჯონგუკი რამდენიმე წუთით ჩუმდება, თუმცა ბოლოს მაინც წყვეტს არეუმს რაღაც შეეკითხოს.
_არეუმ მაპატიე?
გოგონა არც კი ფიქრდება ისე უქნევს თავს და ჯონგუკის ხელს საკუთარს ადებს.
_არ შემიძლია შენზე გაბრაზებული ვიყო, როდესაც შენ ასე მექცევი. მინდა გავიგო მიზეზი თუ რატომ გინდოდა ჩემთან დაშორება, მაგრამ დაგელოდები. დაველიდები იმ დღეს, როდესაც ყველაფერს მეტყვი. მინდა შენი მჯეროდეს ისე, როგორც ეს იმ დღემდე იყო, მინდა ისევ ისე გვიყვარდეს და ისევ ისე ვიყოთ.
_მიყვარხარ არეუმ. ჩემი შენდამი სიყვარული იმაზე დიდია ვიდრე თვითოეული ვარსკვლავია დაშორებული დედამიწიდან.
რესტორნის ერთ კუთხეში სპეციალურად მოწყობილი სცენიდან ნაზი მუსიკის ხმა ისმის, ჯონგუკი ფეხზე დგება და არეუმთან მიდის.
_ვიცეკვოთ?
_ვიცეკვოთ.
ჩაბნელებულ დარბაზში მაგიდებს შორის რამდენიმე წყვილი ცეკვავს. ნაზი მუსიკის ფონზე ერთმანეთს ეხუტებიან და ნელა ჰყვებიან მუსიკას.
ჯონგუკს არეუმის წელზე დაუწყვია ხელები, არეუმს კი ბიჭის კისერზე და თვალებში უყურებს. ერთმანეთის მოკაშკაშე თვალებში იკარგებიან და მათ გარდა ყველაფერი ქრება.

წინასწარ მადლობა💜
მიყვარხართ❤
Bts's aunt🥴

Still With You⭐🌠(completed)Where stories live. Discover now