ჰიონ წესებს ნუ არღვევ⭐

619 59 9
                                    

პირველი არეუმი ახელს თვალებს, წელზე ჯონგუკის ძლიერ ხელებს გრძნობს. ფრთხილად სწევს თავს და მძინარე ჯონგუკის სახეს უახლოვდება. წამიერ კოცნებს უტოვებს ტუჩებზე და საწოლიდან ადგომას იწყებს, მაგრამ მას ისევ უკან აბრუნებს ჯონგუკი მარტივი მოძრაობით და თავს გოგონას ყელში რგავს.
_დილამშვიდობის.
არეუმს ეღიმება ბიჭის საქციელზე.
_მართლაც რომ, მშვენიერი დილაა, რადგან ის შენით დაიწყო.
ჯონგუკს ხმა დაბოხებული ჰქონდა, თმები კი საყვარლად აჩეჩვოდა.
_ჯონგუკ უნდა ავდგეთ, როგორც ჩანს ჩვენს გარდა ყველას დიდი ხანია ღვიძავს.
_სულ ცოტახანიც რაა.
ჯონგუკმა თავი ამოსწია და გოგონას სასაცილოდ გაეკრიჭა თავისი ბაჭიის კბილებით.
_არა ახლავე უნდა ავდგეთ.
არეუმა ჯონგუკის სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე წამიერი კოცნის დატოვების შემდეგ სწრაფად გამოუსხლტა ბიჭს მკლავებიდან და სააბაზანოში შევიდა.
სახლში უგემრიელესი საჭმელების სუნი ტრიალებდა. სამზარეულოში შესულებს ყველანი უკვე მაგიდასთან დახვდნენ.
_შუადღე მშვიდობის.
სამზარეულოში ახლად შემოსული წყვილი, პირველმა იუნგიმ შეამჩნია და მისი სიტყვების, შემდეგ ყველას მზერა აწ უკვე მაგიდასთან დამსხდარ წყვილზე გადავიდა. არეუმი იუნგის სიტყვებზე ცოტათი დაიძაბა, მაგრამ ჯონგუკმა მას ხელი ჩაჰკიდა და ყველას გაუღიმა.
_ჰიონ გუშინ გვიანობამდე ეზოში ვისხედით და ამის გამო დილით ვერ გავიღვიძეთ.
_არეუმ კარგად გეძინა?
ჯინმა მაცივრიდან ჩაციებული წვენი გამოიღო და მაგიდაზე დადგა, შემდეგ კი თავის ადგილას დაჯდა.
_დიახ ჯინ კარგად მეძინა.
_არეუმ მიდი ეს გასინჯე.
გოგონამ მეგობარს შოკოლადიანი ბნილები მიაწოდა.
_დილით არ მომასვენა, მოვიწყინეო და სამზარეულოში საუზმის მოსამზადებლად  ჩამომიყვანა.
ჰოსოკმა თითქოს ამოიწუწუნა, მაგრამ სინამდვილეში მას ყოველთვის მოსწონს იონსინთან ერთად დროის გატარება.
საუზმობის შემდეგ რამდენიმე საათი ყველანი უბრალოდ ისხდნენ და ისვენებდნენ. გარეთ საშინელი სიცხე იყო, დღის ეს პერიოდი ყველაზე ცხელია. ამიტომაც გარეთ გასვლას სახლში ყოფნა არჩიეს. სხვადასხვა გასართობ თამაშებს თამაშობდნენ. თეჰიონი და იონსინი ვიდეო თამაშებს თამაშობდნენ და მთელს სახლში მათი ხმა ისმოდა.
_თეჰიონ უსამართლოდ მოიგე.
გაბრაზებულმა გოგონამ ჯეოსტიკი გვერდით მიაგდო და ხელები გადაიჯვარედინა.
_არაფერიც, იონსინ ეს შენ არღვევდი წესებს ყოველ წამს და კიდე პრეტენზია გაქვს?
_აიშ საზიზღარი ხარ კიმ თეჰიონ.
იონსინი დივნიდან ადგა და ჰოსოკთან წავიდა, რომელიც რაღაც ვიდეოებს უყურებდა ნამჯუნთან და არეუმთან ერთად.
ჯინი, ჯიმინი და ჯონგუკი მათგან მოშორებით ისხდნენ და გეგმავდნენ თუ რას გააკეთებდნენ საღამოს.
_არავის გინდათ თამაში?
თეჰიონმა ყველას მოავლო თვალი და როდესაც მსურველი ვერ ნახა იუნგიზე გააჩერა მზერა, რომელიც აივანზე იჯდა და წიგნს კითხულობდა.
_იუნგი შეგიძლია მეთამაშო?
ისე გასძახა ჰიონს, რომ ადგილიდანაც არ ამდგარა.
_გთხოვ იუნგი მას ეთამაშე და დაამარცხე.
იონსინი ბიჭებს გამოერიდა და იუნგისთან აივანზე გავიდა.
_კი მაგრამ წიგნს ვკითხულობ.
ორი წამით ამოჰყო თავი წიგნიდან, მის წინ მდგარ იონსინს და ტელევიზორის წინ მჯდომ თეჰიონს თვალი მოავლო.
_აჰ ჯანდაბას თქვენი თავი.
იუნგიმ წიგნი ჩანიშნა და ოთახში შემოვიდა, უკან კი გოგონა გამოჰყვა.
_რას ვთამაშობთ.
თეჰიონის გვერდით მოკალათდა, იონსინის გამოწვდილი ჯეოსტიკი აიღო, შემდეგ კი თეჰიონის პასუხს დაელოდა.
_კალათბურთს(ბოდიშით ასეთ რაღაცეებში ვერ ვერკვევი და შეიძლება რაღაც ისე ვერ დავწერო🤷‍♀️🙈)
_ჰაჰ თეჰიონ ხომ იცი, რომ, კალათბურთში მაგარი ვარ?
თამაშის დაწყება და რამდენიმე წამში თეჰიონის უკმაყოფილო შეძახილი გაისმა.
_ჰიონ წესებს ნუ არღვევ.
_თეჰიონ ორი წუთი არაცაა ვთამაშობთ და უკვე ბურთი ჩაგიგდე.
მალე თამაში დაიძაბა და არა მარტო იონსინის შეძახილები ისმოდა, რომელიც იუნგის ამხნევებდა, არამედ დანარჩენებიც "მოთამაშეების" გარშემო ისხდნენ და სხვადასხვა შეძახილებს ისვროდნენ.
_აჰ აღარ ვთამაშობ.
თეჰიონმა თამშს თავი დაანება და მეგობრებს გამოერიდა.
_აბა ვიდეო თამაშებში საუკეთესო ვარო, ხედავ იუნგიმ მოგიგო.
იონსინი თეჰიონს უკან გაეკიდა და მისი გაღიზიანება დაიწყო.
დანარჩენები კი მათ ბავშვურ საქციელზე იცინოდნენ.
საღამოსთვის გადაწყვიტეს, რომ სანაპიროზე გასულიყვნენ და ზღვაში ეცურათ.
მათი სახლიდან არც თუ ისე შორს იყო სანაპირო, ისე რომ ფანჯრებიდანაც კი კარგად ჩანდა ულამაზესი კამკამა ზღვა.
_წამოდი წყალში შევიდეთ.
არეუმა გვერდით მჯდომ ჯონგუკს შეხედა. უკვე საღამო იყო მზეც მალე ჩავიდოდა. ყველანი წყალში იყვნენ ამ წყვილის გარდა, რომელბიც ქვიშაზე ისხდნენ და მეგობრებს აკვირდებოდნენ.
ჯონგუკის თანხმობის შემდეგ, ორივე ფეხზე წამოდგა და არეუმა ტანსაცმლის გახდა დაიწყო.
მაისურის გადაძრობის შემდეგ, მორცხვად მის წინ გაშტერებული სახით მდგომ შეყვარებულს შეხედა.
_ასე ნუ მაშტერდები.
არეუმა ამოიწუწუნა და სხეულზე გახდილი მაისური აიფარა.
ჯონგუკი მას უფრო მიუახლოვდა, მზერას არ აშორებდა, თითქოს ჰიპნოზის ქვეშ იყო. არეუმთან ძალიან ახლოს დადგა, სხეულზე აფარებული მაისური ნელა გამოართვა და ძირს დაგდების, შემდეგ გოგონას თვალებში შეხედა.
_ჩემი არ უნდა გრცხვენოდეს წითურო.
ამ სიტყვების თქმის შემდეგ ოდნავ მოსცილდა გოგონას და მთლად გაწითლებულმა არეუმაც ამოისუნთქა.
საშინლად სცხელოდა, ასეთ ფორმაში პირველად დგას ჯონგუკის წინ.
სანამ ბიჭმა მაისური გადაიძრო არეუმა ჯინსის შორტიც მოიშორა და იქვე მიაგდო.
მის სხეულს ძალიან უხდებოდა ის საცურაო კოსტუმი, რომელიც მას ეცვა.
ჯონგუკმა გოგონას სხეულის ათვალიერების შემდეგ, ხელი ჩაჰკიდა და წყლისკენ წაიყვანა.
პირველი რამდენიმე წამი წყლის ტემპერატურასთან შეგუება გაუჭირდათ, არეუმა ცივი წყალი როგორც კი იგრძნო სხეულზე მაშინვე შეიშმუშნა და ეს ჯონგუკმაც შეამჩნია, რომლის შემდეგმა მოქმედებამაც გოგონა კიდევ უფრო მეტად გააწითლა.
ჯონგუკი გოგონას მიუახლოვდა და სხეულზე მიიხუტა, შემდეგ კი ტუჩებზე ეამბორა.
დროს სასიამოვნოდ ატარებდნენ, ერთობოდნენ და ერთმანეთს წყალშიც აყვინთინებდნენ.
ჯონგუკი თავისი საყვარელი ადამიანით შეპყრობილი მხოლოდ არეუმს უყურებდა. გოგონას წითური თმები, რომლებიც წყალს დაესველებინა და შიშველ ზურგზე ჩამოშვებულიყო, უფრო მეტად ურევდა თავ გზას ბიჭს.

რამდენიმე დღის შემდეგ.

ჰორიზონტზე, ყვითელი ბურთი თანდათან ილეოდა. მის ანარეკლს კი როგორც სარკე ისე ირეკლავდა კამკამა ლურჯი ზღვა.
ცა და ზღვა თითქოს ერთი იყო. იმდენად ნაზად გადადიოდა ერთმანეთში ფერები, რომ მხატვრის მიერ დახატულ ნახატს მოგაგონებდათ.
ხოლო ქვიშაზე, გვერდი გვერდ ჩამომსხდარი გოგონა და ბიჭი ამ სანახაობით ტკბებოდნენ. თითქოს ისინიც ამ ყველაფრის ნაწილი იყვნენ და არც მხატვარს გამორჩენოდა მათი გადატანა ტილოზე.
არეუმს თავი ჯონგუკის მხარზე ჩამოედო და თვალები მიეხუჭა.
ფიქრობდა იმ ყველაფერზე რაც ახლა აქვს. მისი ცხოვრება აღარ ჰგავდა წარსულს, რომელიც მხოლოდ სევდასთან ასოცირდებოდა. ახლა გოგონას ყველაფერი აქვს რაც შეიძლება სჭირდებოდეს ადამიანს ბედნიერებისთვის.
ფიქრობდა, რა იქნებოდა ჯონგუკი, რომ არ გაეცნო, მაგრამ მის გარეშე არეუმის ისტორია არაფერი იქნებოდა.
სწორედ ჯონგუკმა გახადა გოგონას ისტორია საინტერესო.
წიგნის ფურცლები, რომელზედაც ეწერა სხვადასხვა ისტორიები სულაც არ ჰგავდა ჯონგუკის და არეუმის ცხოვრებას. ცვლილებები აუცილებლად მოჰყვებოდა ამ წიგნის ფურცლების გადაფურცვლას, მაგრამ საკითხავი ისაა საითკენ წავა ეს ცვლილებები: ბნელი წარსულისკენ თუ ნათელი მომავლისკენ.

წინასწარ მადლობა💜
მიყვარხართ❤
Bts's aunt🥴

Still With You⭐🌠(completed)Where stories live. Discover now