თავი 1

1.9K 57 27
                                    

მივრბივარ.სველ ასვალტზე დაგუბებული წყლის წვეთები ფეხებს მისველებს.თმები, რომელიც გაშლილი მაქვს,დიდი ხანია რაც გალუმპულია მარილიანი სითხით.
ვფიქრობდი ჩემს ცხოვრებაზე.მაინტერესებს თუ რატომ არ მიყვარდა ვინმე,რატომ არ მქონდა გრძნობები,რატომ ვიყავი ჩაკეტილი,რატომ რატომ მინდოდა სიკვდილი.ვერ აგიღწერთ რას ვგრძნობ.სულიერად განადგურებული ვარ...ამ ყველაფრის მიზეზი კი არ ვიცი.თითქონს რაღაც მაკლია,თითქოს ჩემი გული ორად არის გახლეჩილი,მაგრამ ამას ვერ ვუძებნი ახსნას.ტკივილი,ტანჯვა რომელიც შინაგანდა მოდის,რომელიც მთელი დღის განმავლობაში დავიწყებულია,მაგრამ სწორედ ღამე მოდის ფიქრები,რაც ძილის საშვალებას არ მაძლევს.ვფიქრობ.სულ...მუდამ გამუდმებით ვფოქრობ თუ რისთვის გავჩნდი ამ ქვეყნდა?რა საჭირო ვარ?რატომ ხდება ასე?არაფერი ვიცი.სიკვდილიც კი მინატრია,მაგრამ ამ ცხოვრებაში სწორედ რაღაცისთვის გავჩნდი.ამიტომ ვიკავებ თავს.ვიკავებ თავს რომ რაიმე ბასრი საგნით არ გადავიჭრა ვენები და არ დავასრულო სიცოცხლე,რომელიც ყველას ესე უხარია.
რა არის სიკვდილი?
ამ კითხვაზე პასუხს უძველესი დროიდან ეძებენ.არსებობს უამრავი მოსაზრება.მაგრამ მე ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი აზრი მაქ.ყველა ნუ უმეტესობა თვლის რომ სიკვდილი ცხოვრების დასასრულია. რომ სიკვდილის შემდეგ ჩვენ უბრალოდ არსებობას ვწყვეტთ.მე ეს ყველაფერი არასწორედ მიმაჩნია.
მართლა მსურდა სიკვდილი.განა იმიტომ რომ ცუდი ცხოვრება მქონდა?არა პირიქით შესანიშნავი მშობლები,შესანიშნავი მეგობრები,მაგრამ ჩემს მოსაწყენ ცხოვრებას რაღაც აკლდა და ახლაც აკლია.
მე დოროთ სტაილსი ვარ 17 წლის.ჩვეულებრივი გოგონა.ძალიან თავნება,უხეში და ჯიუტი ვარ.ამაში კი დედას დავემსგავს.ჩემს ნამდვილ საუკეთესო მეგობარს.ძალიან მიყვარს. მუდამ ჩემს გვერდით არის.ყველაფერზე ვსაუბრობთ და განვიხილავთ მათ შორსი გოგოსა და ბიჭის ურთიერთობებსაც.მამაჩემი ჰარი სტაილსი.ძალიან მზრუნველი და კეთილშობილია.მართალია ბიჭების საკითხში ხშირად მაფრთხილებს და დისტანციის დაცვა მთხოვს,მაგრამ ამას მხოლოდ ჩემს კეთილდღეობისთვის აკეთებს.როდესაც მათი ისტორია მოვისმინე თუ როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი,თუ როგორ გადალახეს ერთად უამრვი დაბრკოლება ცრემლები ვეღარ შევიკავე.ძალიან გაუმართლათ რომ ერთმანეთი იპოვეს.მათი სიყვარული იმდენად დიდია რომ ჩემამდეც კი აღწევს.მათ რომ ვუყურებ თუ როგორ შესციცინებენ ერთმანეთს თვალებში,მეც მათთან ერთად ვბედნიერდები.
გრძნობები ძალიან დიდია.თითქოს ვიღაც მიყვარს,თითქოს შეყვარებული ადამიანის ტკივილს განვიცდი,რომელიც მიატოვეს.მაგრამ მე არავინ მყავს,არავინ არასდროს მყვრებია.ვერცერთ ბიჭს ვიტან.ყველა ერთმანეთს გავს.სიყვარულში გეფიცებიან,მაგრამ მეორე დღეს როგორც სანაგვეზე მიგდებულ ნაგავს ისე მოგისვრიან.
საკუთარი ფიქრები ყოველდღე ჩამესმის ყურებში.ისე თითქოს ჩემი შინაგანად დამალული არსება ამოდის და მესაუბრება.თითქოს რჩევებს მაძლევს.
მართალია მყავს მეგობრები,რომლებიც სულ ჩემს გვერდით არიან,მაგრამ მათი გვერდით დგომა სხვა რამის გამოა.ერთადერთი ნამდვილი მეგობარი ეს დედაა.რომელმაც მომავლინა ამ სამყაროს,გამზარდა.როდესაც ვტირი ისიც ტირის,როდესაც ვნერვიულობ ისიც ნერვიულობს,როდესაც ვიღიმი ისიც იღიმის.დედა-შვილობა ეს ხო ამ ქვეყნად ყველაზე საოცარია.ვერავინ გაგიგებს ისე როგორც დედა.ვერავინ გირჩევს ისე როგორც დედა.
მართალია მასთან ახლოს ვარ,მაგრამ ამ ტკივილს,რასაც მარტოსულობა ქვია ვერ ვუმხელ.თითქოს ვიღაცის გამოჩენას ველოდები და ამ იმედს ვებღაუჭები უკვე 17 წელია.ველოდები ადამიანს,რომელიც დამანახებს სიყვარულს და მაგრძნობინებს ამ გრძნობას.მასწავლის თუ რას ნიშნავს წინადადება მე შენ მიყვარხარ.
მაგრამ ის არსად ჩანს.უბრალოდ არსად.
მთელი ღამე ფიქრებში ვათენებ.ჩუმად ვტირი და ჩაშავაებულ ცას მივჩერებივარ, რომლის გარეკანი უამრავი,პატარა მნათობი ციური სხეულებით არის დაფარული.ვარსკვლავები ჩვენგან ძალიან შორს არიან,მაგრამ მათ მაინც ვხედავთ.დიდი მრგვალი ბურთი,რომელიც მზის სხივების წყალობით ანათებს,მარტო კიდია და ზემოდან დასცქერის დედამიწას.
ყოველთვის მიკვირდა თუ რატომ მაინც!და მაინც ღამე?რატომ მოდის ეს ტკივილი,ეს ფიქრები?ამაზე პასუხს საკმაოდ დიდხანს ვეძებდი და ახლაც ვეძებ.ყოველ ღამე სახლის სახურავზე ავდივარ და ვაკვირდები ცას,ბუნებას.ვფიქრობ სამყაროზე...არ მესმის რატომ კლავენ ადამიაბები ერთმანეთს,რატომ ჩხუბობენ გამუდმებით...რატომ ანადგურებენ ერთმანეთს.როგორ შეიძლება ერთმანეთი გაწირონ?არ მესმის.ამ ცხოვრებაში არავისი მესმის...

უხეში 2Where stories live. Discover now