საწოლზე ვიწექი და დღევანდელზე ვფიქრობდი.ადრინდელთან შედარებით ლენსი შეცვლილია,მართალია ოდნავ მაგრამ მაინც.
ჩემი ფიქრები კაკუნის ხმამ შემაწყვეტინა.
-ღიაა.-გავძახე და დაველოდე თუ როდის შემოვიდოდა დედა და როდის დამიწყებდა ჩხუბს.
-საყავრელო მე ვარ.-მომიგო და საწოლზე ჩამოჯდა.მეგონა ძალიან გაბრაზებული იყო.
-დეე ვიცი სკოლა არ უნდა გამეცდინა.-დავიწყე, მაგრამ გამაწყვეტინა.
-მართალია.არ მოქცეულხარ კარგად და არც ის არის კარგი როდესაც კარლასთან ერთად სიგარეტს ეწევი.-თვალები გამიფართოვდა.-ხომ იცი ეს არ არის კარგი?მე არ მინდა ძვირფასო რომ სიგარეტს შეეჩვიო.ჯანმრთელობას ვნებს ეს შენც კარგად იცი.-მომიგო და თმაზე ფერება დამიწყო.
-მართალი ხარ დე.იცი მე მხოლოდ ერთხელ მოვწიე,ისიც როდესაც ძაან გაბრაზებული ვიყავი,მაგრამ გპირდები აღარ მოვწევ.-მივუგე და თავი კალთაზე ჩამოვადე.
-საყავრელო რასაც მე გეუბნები ეს უბრალოდ შენთვისვეა კარგი.მესმის ასაკობრივი პროტესტი გაქვს ყველაფერზე, მაგრამ მაინც უნდა აკონტორლო თავი.იქნება ეს სიგარეტი,დალევა ან თუნდაც ბიჭები.
-კარგი დე.-თავზე მაკოცა მერე კი ჩემს ფიქრებთან მარტო დამტოვა.არ ვიცი რატომ მაგრამ იმ ღამეს შესანიშნავად დამეძინა.რამოდენიმე წლის განამვლობაში ის სიზმრები, რომელიც ამდენი ხანია მაწვალებს უბრალოდ გაქრა და დასვენების უფლება მომცა...
დილით ჩემდა გასაკვირად ადრე გამეღვიძა.ტელეფონი ჩავრთე და ისევ იმ უცხო ნომრიდან დამხვდა შეტყობინება.
*შენს გარეშე ღამეც კი ვერ ვძლებ.ერთი სული მაქ გნახო*
ღმერთი ნეტავ გამაგებინა ვინ არის...
მოვწესრიგდი,ტანზე წითელი სპორტული ტოპი და შავი ფერის შარვალი მოვირგე, ფეხზე კი შავი ტყავის მარტენსები.
YOU ARE READING
უხეში 2
Romanceპირველი სიყვარული,პირველი ტკივილი,პირველი კოცნა ბიჭთან, რომელსაც საშინელი წარსული აქვს.რა მოხდება მათ შორის?როგორ განვითარდება მოვლენები?ამას თავად ნახავთ...