სახლში მალევე დავბრუნდი.გაცხარებული შევარდი შიგნით.დედა არსად ჩანდა, მივხვდი რომ პაციენტი ყავდა,ამიტომ ჩემს ოთახში ავედი და ტირილი დავიწყე.
რატომ უნდა რომ გამამწაროს?რის მიღწევას ცდილობს?მართალია ყოველთვის ვეპასუხებოდი და არც მე ვაკლებდი მწარე მწარე პასუხებს,მაგრამ მაინც მტკივა გული.ფანჯრიდან სახურავზე ავძვერი და ზედ გავწექი.თვალები დავხუჭე და ფიქრი დავიწყე.არ ვიცი როგორ,მაგრამ ამ ფიქრებში ჩამეძინა...888
წვიმის წვეთებმა გამომაფხიზლა და გონს მომიყვანა.გალუმპული დავბრუნდი ოთახში და შხაპის მიღება გადავწყვიტე.
ოთახი დავტოვე და დედას ოთახის კარზე დავაკაკუნე.
-ღიაა.-ზღურბლს გადავცდი და მას მივუახლოვდი.
-რას შვრები დეე.-ვკითხე და მის საწოლზე მოვთავსდი.
-არაფერს.დღეს ხომ გითხარი ერთი ბიჭი პაციენტი იყო ჩემთან მოსული.
-აჰამ კარგია.იმედი მაქვს დაეხმარები.
-ყველანაირად ვეცდები ძვირფასო.-მომიგო მე კი თავი დავხარე.ჩემს გვერდით დაჯდა და თავი ამიწია,მერე კი თვალმოჭუტულმა მკითხა.
-საყვარელო რამის მოყალა ხომ არ გსურს?
-ამმ...-ვმერყეობდი მომეყოლა თუ არა იმ ბიჭზე.
-მითხარი საყავრელო ხო იცი გაგიგებ...
-ვიცი დეე.კარგი მოგიყვები.-ღრმად ჩავისუნთქე.
-მოკლედ ჩემს სკოლაში არის ერთი ბიჭი...-გაბრწყინებული სახით შემომხედა და წარბები აათამაშა.-მაგრამ როგორ გითხრა.ის უკვე 12 წელია რაც მაწუხებს...
-რას ნიშნავს გაწუხებს?-მომიგო მკაცრი ტონით.
-მეუხეშება და სულ ცდილობს სხვების თვალში დამამციროს.
-მერე?იმედი მაქვს მაგრად დგახარ და არ აძლევ იმის უფლებას რომ დაგჩაგროს.ხო მართალი ვარ?
-კი მეც ვეპასუხები,მაგრამ დღეს მგონი ცოტა ზედმეტი მომივიდა.-მივუგე და ცრემლიანი თვალებით ავხედე.
-რა მოხდა საყვარელო?-ხელი მომხვია და მიმიხუტა.
-მან მან მე კახპა მიწოდა.ეს ვეღარ მოვითმინე და მუშტი ვთხლიშე.
-კარგი დამშვიდდი ძვირფასო.ამაზე აღარ იფიქრო.უბრალოდ მისგან დისტანცია დაიჭირე.
-კარგი დე.-ლოყაზე ვაკოცე, დავემშვიდობე,ჩემს ოთახში შევედი და დასაძინებლად მოვემზადე....
YOU ARE READING
უხეში 2
Romanceპირველი სიყვარული,პირველი ტკივილი,პირველი კოცნა ბიჭთან, რომელსაც საშინელი წარსული აქვს.რა მოხდება მათ შორის?როგორ განვითარდება მოვლენები?ამას თავად ნახავთ...