ჩემი საშინელი სიზმრები ავტოკატასტროფიებზე,ხიდიდან გადავარდნაზე,ვიღაცის ტყვეობიდან გაქცევაზე ისევ დაბრუნდა...მთელი ღამე კანკალით გადავაგორე.ახლა კი სააბაზანოს სარკეში ჩემს შეშინებულ თავს შევციცინებ.
სახეზე ფერი არ მადევს.ჩემი მარწყვისფერი ტუჩები კი ძალიან გაღიავებულია.თვალის ქვედა ნაწილები სულ შავი მაქვს.თვით თვალები კი სულ წითელი,ტირლისგან.
ცხელი შხაპის ქვეშ დავდექი,იქნებ დაძაბულობა ამან მაინც მომიხსნას.ვგიჟდები ცხელ წყალზე მართლაც რომ საოცრად შველის.ვგრძნობ თუ როგორ მისველებს და მირბილებს კანს ის პატარ-პატარა წვეთები, როგორ მგვრის სიამოვნებას, მაგრამ ასე თუ გავაგრძელე სკოლაში დამაგვიანდება...
სააბაზანოდან კისრისტეხვით გამოვარდი.კარადასთან მისულს კი სრული ალიაქოთი დამხვდა.ყველაფერი არეული იყო,რამაც გული შემიწუხა.დღეს სკოლის მერე ვეცდები მოვასწრო და დავალაგო.აგრეთვე დღეს სტუმრები მოდიან ასე რომ სახლში მალევე უნდა მოვიდე და ემილის უნდა მივწერო რომ დღეს ვერ ვნახავ.
საბოლოო არჩევანი ჩვეულებრივ ნაჭრის შავ შარვალზე,მწვანე ტოპზე და ამავე ფერის მოსაცმელზე გავაჩერე.თმები კი ცხენის კუდად მაღლა ავიწიე.
მალევე ჩავედი პირველ სართულზე და მთელმა ოჯახმა,რომელიც სულ სამი ადამიანისგან შედგება გემრიელად მივირთვით.დღეს გადავწყვიტე ფეხით გამევლო.რადგან არ ვიყავი ხასიათზე. მამას და დედას დავემშვიდობე, საბოლოოდ კი სახლის ზღურბლს გადავცდი და გზას გავუყევი.
YOU ARE READING
უხეში 2
Romanceპირველი სიყვარული,პირველი ტკივილი,პირველი კოცნა ბიჭთან, რომელსაც საშინელი წარსული აქვს.რა მოხდება მათ შორის?როგორ განვითარდება მოვლენები?ამას თავად ნახავთ...