თავი 13

543 48 25
                                    

იმის მერე რაც მე და დენმა ვიჩხუბეთ რამოდენიმე დღე გავიდა.სკოლაში არ იყო, არავინ იცოდა თუ სად წავიდა,მაგრამ იმედია მალე ჩამოვა და დალაპარაკებას შევძლებ.

დილა უხალისოდ დაიწყო რომ გითხრათ მეძინა მოგატყუებთ.თვალებდასიებული მოვწესრიგდი, ტანისამოსი ტანზე მოვირგე და ოთახი დავტოვე.დედამ და მამამ გადაწყვიტეს ცოტახნით განიტვირთონ ამიტომ მილანში დარჩნენ.

-მე წავედი კარგად ლიზ.-გავძახე, პასუხს არც კი დაველოდე ისე დავტოვე სახლი და გავუყევი გზას.ვხედავდი ხალხს ვხეავდი თუ როგორ ირწეოდნენ ხეები აქეთიქით, როგორ მიბერავდა სიო, როგორ მათბობდა მზეე, როგორ ჩამესმოდა ყურებში ჩიტების ჭიკ-ჭიკი.

მსიამოვნებდა ყველაფრის დანახვა, მაგრამ როდესაც ჩემი თვალები მისას შეხვდა, როდესაც დავინახე მისი ჩამქრალი თვალები რომელიც სიცივეს ასხივებდა გავშეშდი.
ვუყურებდი, ადგილიდან ვერ ვინძრეოდი.ისიც ესე იყო.ერთი მეტრი, მხოლოდ ერთი მეტრი გვაშორებდა ერთმანეთამდე.

მინდოდა შევხებოდი,მინდოდა ჩახუტებოდი, მინდოდა ისევ მეგრძნო მისი ბაგები ჩემზე.
თვალები ცრემლებით ამევსო.მისკენ წავედი და წინ ავესვეტე.
-დენ მე მინდა...-ხელით გამაჩერა.
-არ მაინტერესებს რა გინდა შენ!-გაყინული თვალები ზიზღში გარია და ისე ამათვალიერა.
-მაგრამ მინდა ბოდიში მოგიხადო,მე სისულელე ვთქვი...-თავი დავხარე და ჩემი ხელების წვალება დავიწყე.

ვიგრძენი თუ როგორ მომიახლოვდა, ვიგრძენი თუ როგორ დაიხარა.მის გახშირებული სუნთქვა ყურზე მეფინებოდა.
-უკვე გვიანია ძვირფასო.-მას ავხედე, სახეზე დემონური ღიმლი დასთამაშებდა რამაც შემაშინა.

აღარაფერი მითქვამს სკოლაში მივედი.მის სიტყვებზე, მის სახეზე ვფიქრობდი.ეს მდგომარეობა, ეს ყველაფერი ჩემი ბრალია.მე რომ არ მეთქვა ეს სისულელე ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა...
გაკვეთილებმა მოსაწყენად ჩაიარა, როდესაც საპირფარეშოში შევედი გავიყინე.გული მეტიკნა არ ველოდი მისგან ამ ყველაფერს, არ ველოდი არ მინდოდა დამეჯერებინა ის რომ ჩემი მეგობარი ლიზა და დენი ერთად იყვნენ, არ მინდოდა ეს ყველაფერი მენახა.

-დოროთ?-იკითხა და ხელსაბანიდან ჩამოხტა.
-ხო მე ვარ!-მკაცრად მივუგე და არაფრისმთქმელი მზერა მივაბჯინე.
-უნდა წავიდე ნახვამდის.დეენ არ მოდიხარ?-იკითხა და ხელი გაუწოდა.დენმა ჯერ მის ხელს შეხდე,მერე მე და თავი გააქნია.
-შენ გადი პატარავ და დაგეწევი.-მიუგო და ლოყაზე აკოცა.

ლიზამ საპირფარეშო დატოვა მე კი ხელსაბანთან მივედი და ხელები დავიბანე.
-ანუ იმდენად ძუკნა ხარ არც კი გაღელვებს მე და შენ რაღაც რომ გვქონდა?-მკითხა და ეშმაკურად გაიღიმა.მინდოდა სახეში გამერტყა, მეყვირა, მეტირა, მაგრამ არა დენ იმას ვერ მიიღებ რაც ასე ძალიან გინდა.ვერ მიიღებ ამ ყველაფერს.

-ვწუხვარ ლეენს, მაგრამ რას ვიზავთ ცხოვრება გრძელდება ხომ ასეა?-მივუგე და გავიღიმე.ღიმილი სახეზე შეახმა, ძალიან ახლოს მოიწია და ის სიტყვები მითრა რამაც ერთი ხელის მოსმით მისდამი შთაბეჭდილება დამაკრგვინა.

-ყველაზე და ყველაფერზე მეტად მეზიზღები დოროთ.-გამწარებულმა მოკიდა თავის ჩანთას ხელი და საპირფარეშო დატოვა.
კედელთან ჩავსრიალდი და ტირილი დავიწყე.როგორ მოახერხა ესე მარტივად ჩემი შეძულება, როგორ მითხრა მსგავსი რამ.ამ ყველაფერმა გამანდაგურა, მაგრამ არა! მე შენ შეგეწინააღმდეგები მე შენი მტერი გავხდები დღეიდან დენ როულენს.

მეც შეგიძულებ.მეც გაწამებ და როდესაც ყველაფერს მიხვდები როდესაც გაიზრებ თუ რას აკეთებდი ინანებ ჩემთან მოხვალა პატიებას მთხოვ, მაგრამ მერე გვიან იქნება.ფეხზე წამოვდექი სახე მოვიბანე და სკოლა დავტოვე.სახლში მალევე მივედი.მეცადინეობის შემდეგ fრედს დავურეკე და ჩემთან მოსვლა ვთხოვე.

შუა ოთახში სადაც ტელევიზორია უამრავი ბალიში დავყარე ბევრი პიცა და კოკაკოლა გამოვიტანე და კომფორტულად მოვაწყე ყველაფერი.
მალევე გაისმა ზარის ხმა რამაც მამცნო რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი უკვე აქ იყო.კომფორტულად მოვთავსდით და ფილმის ყურება დავიწყეთ.თავი მის მკერდზე მედო და ვეხუტებოდი.ის ჩემი უფროსი ძმასავითაა ყოველთვის ყველასგან მიცავდა და მიცავს.ყოველთვის მხარში მედგა და მამხნევებდა.
ფილმის ყურება ლიზამ და მის "შეყვარებულმა" შეგვაშლევინა...

უხეში 2Where stories live. Discover now