თავი 20

634 50 36
                                    

-რატომ გაიქეცი?-მისი ხმა როგორც კი მომესმა წამოვჯექი და გაბრაზებულმა შევხედე.გაეღიმა.ეს ადამიანი ყველაფერს ორ წუთში ხვდება.
-ეჭვიანი რო ხარ ეგ ვიცი მაგრამ ასეთი?-იკითხა და ჩემსკენ დაიწყო სვლა.
ფეხზე წამოვდექი და უკან დავიხიე.ის კი არ წყვეტდა ჩემსკენ სიარულს.პატარა კომოდს მივეჯახე,დენი კი წინ მედგა და ზემოდან დამყურებდა.

ხელები წელზე როგორც კი შემომხვია მაშინვე ამწია და კომოდზე შემომსვა.
-მომწონს რო ეჭვიანობ.ეს იმას ნიშნავს რო ჩემდამი გულგრილი არ ხარ.-მომიგო და ფეხები მის წელზე შემომახვევინა.
-მაგრამ არ ვეჭვიანობ.-მართალია ვიცრუე.არ მინდა იფიქროს რო მიყვარს.
-ჰმმ აბა ჰანა რატო გავარდა ვაშლის წვენით დასველებული გარეთ?-ერთი ხელი ლოყაზე დამადო მეორეთი კი ფეხზე წრეების ხაზვა დაიწყო.
-ეს შემთხვევით მოხდა...-გაეცინა და უფრო ახლოს მიმიზიდა.ჩვენი ცხვირები ერთმანეთს ეხებოდა.არაფერს აკეთებდა უბრალოდ თვალებში მიყურებდა.

ცვირი გამიხახუნა და როგორც ჩვევია ხოლმე ფერება დამიწყო.
-ძალიან ლამაზი ხარ.-ყურთან ჩამჩურჩულა,ბიბილზე ჯერ ენა ამისვა შემდეგ კი მიკბინა.
-ძალიან ლამაზი ხარ.-ისევ იგივეს იმეორებდა.ბოლოს კი მისი ფაფუკი ტუჩები ჩემსაზე ვიგრძენი.

მოწყურებული მკოცნიდა.ძალიან სასიამოვნო იყო.როდესაც ჰაერის უკმარისობა ვიგრძენით ერთმანეთს მოვშორდით.ღრმად ვსუნთქვადით.დენიმ ჩემს ლავიწზე გადაინაცვლა.ნაზად მკოცნიდა მეფერებოდა.ვიგრძენი თუ როგორ ჩამასო კბილები კანში ვიგრძენი თუ როგორ მიკბინა თუ როგორ მოწოვა,ვიგრძენი თუ როგორ მაკოცა ამ ნაკბენზე და როგორ გაეღიმა.

-ახლა ვეღარავინ შეძლებს შენთან მოკარებას რადგან ჩემი ხარ.-გაიღიმა და კიდევ ერთხელ მაკოცა ნაკბნზე.
ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ მეც მექნა მსგავსი რამ მისთვის.თვალებში ჩავხედე მერე კი მის ლავიწს დავხედე.გაეღიმა და თავი დამიქნია.
გავიმეორე ზუსტად ის მოქმედებები რაც მან და მინდა ვაღიარო შესანიშნავად გამომივიდა.
-ვერც შენთან გაბედავენ მოკარებას რადგან შენც ჩემი ხარ.-გავიღიმე და ჩავეხუტე...
შუადღისას ტყეში შევედით.ბევრი ვიარეთ და ძალიან დავიღალე მაგრამ არ ვიმჩნევდი.უკვე ძლივს მივდიოდი.
-ჰეი პატარავ რა გჭირს?-გამაჩერა და ჩემი ხელები მისაში მოიქცია.
-არაფერი უბრალოდ დავიღალე.-მივუგე და ძალით გავიღიმე.

ზურგჩანთან მოიხსნა და მე გამომიწოდა.
-გადაიკიდე.-გაკვირვებული შევხედე რასაც მისი გაღიმება მოჰყვა.
-უბრალოდ გააკეთე რასაც გეუბნები.-მეც აღარ შევეწინაღმდეგე და ჩანთან მეორე მხარეს გადავიკიდე.ჩემს წინ ზურგი დაიხარა და ახლახანს მივხვდი რასაც ფიქრობდა.
-არა მინდა მართლა კარგად ვარ.-მივუგე და წამოყენება ვცადე,მაგრამ ვერაფერი შევძელი.
-შემომახტი თორე ამას სხვას ვთხოვ.-თქვა და ჰანასკენ გაიხედა რომელიც დენის უყურებდა და იღიმოდა.
მეც ეგრევე შევახტი ხელები ფეხებზე დამაწყო და სიარული განაგრძო.
როგორც კი დანიშნულების ადგილას მივედით ეგრევე მინდორზე გავწექით.
-აბა აბრძანდით და თქვენი კარავი გაშალეთ.-გვითხრა მასწავლებელმა.წამოვიწიე და გაკვირვებული მივუგე.
-კი მაგრამ გოგოები ხო ცალკე ვართ?-მასწავლებელს გაეცინა დენიმ კი შემომიბღვირა.
-არა ძვირფასო ყველა თავის მეწყვილესთან ერთად.-მომიგო და კარვის გაშლა დაიწყო.

დაახლოებით ნახევარი საათი ვეჯაჯგურეთ და ძლივს დავდგით საშვალო ზომის მწვანე ფერის კარავი.
-ცოტახანი დაისვენეთ მერე კი კოცნოთან შევიკრიბოთ.-ბრძანება გასცა. ყველა თავის კარავში შევიდა.მხოლოდ ჰანა იჯდა ჩემთან და დენისთან ერთად.
-აბა შენზე რას მეტყვი დენ?-კითხა თუ არა თავი წამოვყავი.
-არაფერი მაქ მოსაყოლი.-მე გამომხედა და გამიღიმა.მეც გავუღიმე.აი ჰანა კი გაშტერებული მოგვჩერებოდა ხან მე ხან კი დენის.

-ეს რა არის?-იკითხა და მის ლავიწზე მიუთითა.
-ჰმ ეგ იმას ნიშნავს რომ ეს ბიჭი უკვე დაკავებულია.-ვეღარ მოვითმინე და პირდაპირ ვუთხარი.
-და მაინც ვისთანეთადაა ეს ბიჭი?-გველურად გაიღიმა.
-დოთი არის ჩემი გოგო და რამე პრობლემა გაქ?-უხეშად მიუგო და ხელი ჩამკიდა.
-არაფერი ნახვამდის.-თქვა და დაგვტოვა.
ცოტახანი ვისხედით ბუნებით ვტკბებოდით, მერე კი კარავში შვედით და ერთმანთზე ჩახუტებულები დავწექით.

უხეში 2Where stories live. Discover now