-არა დე არ ინერვიულო უბრალოდ სკოლაში რაღაც პროექტია და ამის გამო მიშვებენ.-მივუგე დედას, რომელიც ანერვიულებული მელაპარაკებოდა.
-კარგი კარგი წავედი მომაკითხეს.-გავუთიშე და პირველ სართულზე ჩავედი.გულის რევის შეგრძნება დამეუფლა როდესაც მათი კოცნის მომსწრე გახვდი.ჩავახველე და ჩემოდანი გამოვაგორე.
-ოჰ შენც მიდიხარ?-ეშმაკურად გავიღიმე და თავი დავუქნიე.
-დიახ ერთად მივდივართ მე და დენი,თანაც ერთ ოთახში ვიქნებით საინტერესოაა რა მოხდება ამ სამი კვირის განმავლობაში.-გავიცინე და დენის გავხედე რომელიც მიღიმოდა.
-რაა?ერთად?-იკითხა და ლეკვის თვალებით ახედა დენს.
-ხო..-თქვა და თმა აიჩეჩა.აი ასე ლიზ მოკვდი ნერვიულობით ბოზო.ჩემს ფიქრებზე თავად გამეცინა.მასთან მივედი ხელი მოვკიდე და სახლიდან გამოვიყვანე.-დაგვავგიანდება.-მხოლოდ ეს ვუთხარი და მის მანქანაში მოვთავსდი.ბარგი საბარგულში ჩადო და მძღოლის ადგილი დაიკავა.ზუსტად 10 წუთში ჩვენს სკოლასთან ვიყავით.დაახლოებით 7 მოსწავლე და სპორტის მასწავკებელი იდგა და როგორც ჩანს ჩვენ გველოდებოდნენ.
-როგორც იქნა მოხვედით.ბარგი აქ დატოვეთ მისტერ კუპერი ჩააწყობს.თქვენ თქვენი სკამის ნომრები გამომართვით და ადგილები დაიკავეთ.-მოგვმართა მასწავლებელმა და ყველას დაგვირიგა ნომრები.ჩემი ადგილი 23 იყო ასე რომ ავტობუსში ავედი და სკამზე მოვთავსდი.
ორი წუთიც არ იყო გასული როდესაც დენი გვერდით მომიჯდა.გაკვირვებული მზერით გავხედე.
-რას მიყურებ ჩემ ადგილას ვჯდები.-მომიგო და გამეკრიჭა.
-ღმერთო რა ბედნიერებაა აქაც შენ მამშვენებ.-ირონიულად მივუგე და ტელეფონში ჰარი პოტერის ყურება დავიწყე.
-ბავშვი...-ჩაიცინა და ჩემსკენ გადმოიხარა.
-ისე ხანდახან ძალიან საყავრელი ხარ,აი მაგალითად რო ბრაზდები და წითლდები.ეს ძალიან მომწონს.-მომიგო და ლოყაზე ჯერ ენა ამისვა მერე კი მაკოცა.
YOU ARE READING
უხეში 2
Storie d'amoreპირველი სიყვარული,პირველი ტკივილი,პირველი კოცნა ბიჭთან, რომელსაც საშინელი წარსული აქვს.რა მოხდება მათ შორის?როგორ განვითარდება მოვლენები?ამას თავად ნახავთ...