მთელი დღე იწელებოდა.არ ვიცი რატომ ხდება ასე...ალბათ, როდესაც ვიღაცას მოუთმენლად ელი სწორედ მაშინ ჩერდება დრო.თითქოს დრო იყინება და ნელ-ნელა მიღოღავს.
საღამოს შვიდის ნახევარზე მომზადება დავიწყე.შხაპი მივიღე და როგორც ბატონმა დენიმ მითხრა ჩვეულებრივი სტილი ჩავიცვი.
დახეული ჯინსები და ერთი ზომით დიდი ნაცრისფერი ჰუდი,რადგან საღამოობით გრილა,თან ბუნებაში მივდივართ.თმები კოსად ავიწიე.სახეზე კი მარტო მარწყვის არომატის კრემი წავისვი.სოციალურ ქსელს ვსქროლავდი,როდესაც ფანჯრებზე კაკუნის ხმა მომესმა.
შევხტი.რათქმაუნდა არ ველოდი.სიბნელე იყო გარეთ,რის გამოც ვერ ვხედავდი თუ ვინ იყო.ახლოს როდესაც მივედი მაშინვე მეცა მისი ყავისფერი თვალები,რომლებიც ბრწყინავდნენ.ფანჯარა გამოვხსსნი და შიგნით შემოვუშვი.
-ღმერთო შემაშინე.აქ რატომ ამოხვედი?-ვიკითხე და ფანჯარა მივხურე.
-ისე...შენი ოთახი მაინტერესებდა.-მითხრა და სურათების დათვალიერება დაიწყო.
-ეს ვინ არის?-მკაცრი ტონით მომიგო,წინ კი ჩემი და fრედის შარშანდელი სურათი ამიფრიალა.კარგად მახსოვს ეს დღე ჩვენი ოჯახები ერთად ისვენებდნენ ჰავაის კუნძულებზე...
-ეს ჩემი ბავშვობის საუკეთესო მეგობარია.-მივუგე და გავიღიმე წინა ზაფხულის მოგონებების გახსენებაზე.
-რატომ იღიმი??შენი ის გიყვარს?-სურათი იქვე მიაგდო და ჩემს წინ ძალიან ახლოს აისვეტა.გამეცინა.
-ღმერთო დენი ის უბრალოდ ჩემი მეგობარია,რომელსაც დაბადებიდან ვიცნობ.ჩემი უფროსი არაბიოლოგიური ძმაა.რა გჭირს,რას ეჭვიანობ?-ვიკითხე და გავიღიმე.
-ვეჭვიანობ!რადგან...რადგან ჩემი ხარ!-მომიგო,წელზე ხელები შემომხვია და ჩვენი ბაგები ერთმანეთს შეაერთა.
არ ვიცი რატომ ვაძლევ ამ ადამიანს რომ ჩემი ტუჩებით სიამოვნება მიიღოს,მაგრამ მისი შეხება ჩემი სხეულის დაჩლუნგებას იწვევს.არ ვიცი რა მემართება,მაგრამ როდესაც ის მეხება ყველა ჩემი ფიქრი სადღაც ქრება...მხოლოდ ის მიზის გონებაში და სხვა არავინ.ჩემი ფიქრები კი რომლებიც სიცოცხლეს მიმწარებს ქრება და მიფრინავს.
საწერ მაგიდაზე შემომსვა და ჩემს ფეხებს შორის მოთავსდა.
-დოთი საყვარელო ვახშმის დროა.-გავიგონე დედას ხმა თუ არა მაშინვე დავპანიკდი.დენის მოვშორდი და კარადაში შესვლა ვუბრძანე.
-არა არ შევალ.-მითხრა და ჩაიცინა.
-იცოდე არასდროს შეგხვდები,არასდროს დაგელაპარაკები თუ ახლავე არ შეხვალ კარადაში.-ამოიოხრა ბოლოს კი კარადაში შევიდა.
კარები გაიხსნა და იქიდან თვალებგაბრწყინებული დედა შემოვიდა.
-საყავრელო ხვალითვის შესანიშნავი ამბავი მაქვს.სკოლის მერე პირდაპირ სახლში მოდი.ახლა კი ვივახშმოთ.
-კარგი მალე მოვალ ხვალ, მაგრამ დღეს მეგობართან ერთად უნდა გავისეირნო...-ვუთხარი და გავეკრიჭე.
-ოჰ საყვარელო ის მეგობარი ბიჭი ხომ არ არის?-თავი დავუქნიე.
-სიმპატიურია?მოგწონს ხო?-ეშმაკურად გაიღიმა და წარბები აათამაშა.
-აუუ კაი რა დეე.-შემრცხვა აბა დენიც აქ იყო და ამ ყველაფერს უსმენდა.
-ხო კარგი ძვირფასო,მაგრამ მალე დაბრუნდა.მე ჩემს ოთახში ვიქნები.-თავზე მაკოცა და ოთახი დატოვა.მისი გასვლა და დენის ხითხითი ერთი იყო.
-რა გაცინებს?-გავძახე და კარადის კარები გამოვაღე.
იქ ლოყებაწითლებული დენი დამხვდა.ხელში კი ღმერთო ჩემო...ჩემი მაქმანიანი საცვლები ეჭირა.
-ეს ძალიან მომწონს.-მითხრა და ხელებში ჩემი თეთრი ყველაზე სექსუალური საცვალი აათამაშა.
-გაეთრიე აქედან!-მკაცრად მივუგე,ჩემი საკუთრება უკან დავიბრუნე და დენი კარადის ოთახიდან გავაგდე.
ამ ყველაფრის შემდეგ დენიმ ჩემი ოთახი დატოვა.მეც დავემშვიდობე დედას და დენის გვერდით,მისივე მანქნაში მოვთავსდი.არ ვიცი რამდენ ხანს ვმგზავრობდით.ალბათ ნახევარი საათი,მაგრამ ის ადგილი სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით მართლაც სასწაულად ლამაზია.პატარა ლამაზი ტბა,რომელიც "ჩაფლულია" ტირიფის ხეებში.ეს ყველაფერი უბრალოდ ბუნებრივი სილამაზეა და მეტი არაფერი.
-ლამაზია.-მივუგე და მის გვერდით პლედზე ჩამოვჯექი.
-მართალია.-გამომხედა და გაიღიმა.
-ეს ადგილი ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია...-მომიგო და სევდიანად გაიღიმა.
-როდის აღმოაჩინე ეს სილამაზე?
-დედასთან ერთად აქ ხშირად დავდიოდი...მახსოვს როგორ დაქონდა თავისი გიტარა,როგორ უკრავდა,როგორ მღეროდა,როგორ მეფერებოდა,მაგრამ აქ უკვე 3 წელია არ ვყოფილვარ.მისი გარდაცვალების შემდეგ აქ მოსვლა არ შემეძლო.-თვალები ცრემლებით ქონდა სავსე.
-მის გამო ვწუხვარ დენ,მაგრამ უნდა გახსოვდეს რომ ის სულ შენს გვერდით არის.-მივუგე და ჩავეხუტე.მანაც მომხვია ხელები და ძლიერად ამიკრო მის სხეულზე.
სიჩუმეს მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი,სიოს ნაზი ხმა და ფოთლების შრიალი არღვევდა.
როდესაც მომშორდა სიცივე ვიგრძენი.თვალებში მიყურებდა.თითქოს ჩემგან ნებართვას ითხოვდა რომ ეკოცნა.ვეღარ გავუძელი მის ასეთ გამოხედვას და ბაგებზე დავეწაფე.რათქაუნდა ამყვა და მის ზემოდან მომაქცია.მთელი გრძნობით ვკოცნიდით ერთმანეთს,მაგრამ როდესაც ჰაერის უკმარისობა ვიგრძენი ერთმანეთს მოვშორდი.სახეზე მის ლამაზ ლოყებზე ფერება დავუწყე.თვითონ კი მომღიმარი სახით მიყურებდა.რაც ყველაზე მეტად მახარებს,ის იყო რომ მისი ღიმილი გულწრფელი იყო.
ხელის ერთი მოსმით მის ქვემოდან მოვექეცი.თითოეულ სახის ნაწილს მიკოცნიდა.ხელით კი ცდილობდა ჰუდი გადაეძრო.
თვალის დახამხამებაში მომაშორა დიდი,მოთბილო მატერია სხეულიდან და ხარბად დაიწყო ჩემი სხეულის შესწავლა.
-მარწყვის სურნელი გდის.-მითხრა და კოცნები ყელზე განაგრძო.ვიგრძენი თუ როგორ მიკბინა.რაც ცოტა მტკივნეული იყო,მაგრამ ტკივილი მალე სიამოვნებაში გადავიდა,როდესაც კანი მოწოვა და ზედ პატარა ნაზი კოცნა დამიტოვა.
შარვალს დაეჯაჯგურა,მაგრამ შევაჩერე.
-დენ ხო იცი მე...-მივუგე და უხერხულად შევიშმუშნე.
-მართალია პატარავ.მაპატიე.-რბილი ტონით მომიგო და ჩემგან გადაბობღდა.გვერდით მომიწვა და მის მკერდზე ამაკრო...
YOU ARE READING
უხეში 2
Romanceპირველი სიყვარული,პირველი ტკივილი,პირველი კოცნა ბიჭთან, რომელსაც საშინელი წარსული აქვს.რა მოხდება მათ შორის?როგორ განვითარდება მოვლენები?ამას თავად ნახავთ...