სკოლაში როგორც კი მივედით ყველას ყურადღება ჩვენზე იყო.ვუყურებდი გაოცებულ დენის მეგობრებს,გოგონებს, რომელიც ზიზღიანი თვალებით მიყურებდნენ.არ მესმის რატო არ უხარიათ სხვისი ბედნიერება.
შური ყველაზე საშინელი თვისებაა.რატო უნდა გშურდეს იმ ადამიანების ვინც ასეთი ბედნიერია,რომლებსაც ასე უყვართ ერთმანეთი...მოტოდან რომ გადმოვედი ვიგრძენი თუ როგორ არ ესიამოვნა დენის ხელი რომ ჩავკიდე.შეიშმუშნა, მაგრამ არაფერი უთქვამს.ლიზა ქეილებთან და ბიჭებთან იდგა და ეშმაკური ღიმილით მოგვჩერებოდნენ.
მათთან როგორც კი მივედით ეგრევე აფუსფუსდნენ.
-ვაა ჩვენი იდეალური წყვილიც მოსულა.-ჩაიბურტყუნა ქეილებმა და ლიზას ხელი გადახვია.
-აბა რას აპირებ დენ?-იკითხა ლიზამ და თმაში ხელი შეუცურა.მაშინვე მოიშორა მისი ხელი.რას უნდა აპირებდეს?რა ხდება?
-მოკეტეთ ამის დრო არაა!-თქვა და მე ჩამეხუტა.
-გამიხარდა თქვენი ამბავი.-გაიღიმა ლუკასმა.მადლობა გადავუხადე.მალევე დავემშვიდობე მათ და კარლასთან და fრედისთან მივედი.ძალიან გაეხარდა ჩემს დათუჩას ჩემი დანახვა. ძალიან ბევრჯერ ჩამეხუტა ისე რო რამის გამჭყლიტა.ბევრი ვისაუბრეთ, ვიცინეთ მერე კი დავიშალეთ და კლასებში შევედით.
მთელი დღე დენი თავს მარიდებდა.არ ვიცი რა სჭირს მითხრა რო სახლში ის წამიყვანდა, მაგრამ არც კი გავხსენებივარ. თხუთმეტი წუთია სკოლის წინ ველოდები და არსადაა.იმედგაცრუებული და ნაწყენი წამოვედი. არ ვიცი რა ხდება იქნებ აღარ ვუყვარვარ?იქნება...არ ვიცი რა ხდება.
სახლთან დავინახე ის, როგორც კი შემამჩნია ეგრევე ჩემსკენ წამოვიდა.მოვიდა და ჩამეხუტა.უხეშად მოვიშორე.
-რა ჯანდაბა გჭირს?!-იყვირა დენმა და წარბები შეკრა.
-მთელი დღე თავს მარიდებდი, ყურადღებას არ მაქცევდი თითქოს გრცხვენია ჩემთან ერთად რო ხარ და კიდე მეკითხები რა ჯანდაბა მჭირს?-გულში დაგროვებული ბრაზი პირდაპირ მასზე ვანთხიე.
-ვიცი ხო მე...მე ვიცი რო გარიდებდი თავს, მარა გეფიცები არ მრცხვენია გეფიცები ხო ხო იცი რო ძალიან მიყვარხარ...-აკანკალებული ხმით მელაპარსკებოდა.ნეტა რა სჭირს?
YOU ARE READING
უხეში 2
Romanceპირველი სიყვარული,პირველი ტკივილი,პირველი კოცნა ბიჭთან, რომელსაც საშინელი წარსული აქვს.რა მოხდება მათ შორის?როგორ განვითარდება მოვლენები?ამას თავად ნახავთ...