მოსაღამოვდა.ყველანი თავიანთ კარვებში იყვნენ და ისვენებდენენ, მხოლოდ მე და დენი ვისხედით ტბასთან ახლოს და ვუყურებდით ღამის ლამაზ სიცოცხლეს.
უამრავ პატარ-პატარა ვარსკვალვებს,რომელიც მარგალიტიებივით ამშვენებდა ცას.უზარმაზარ მთვარეს რომელიც ელოდა თუ როდის შეხვდებოდა თავის სიყვარულს, რომელიც გამთენიისას მის გაქრობისთანავე ამოვიდოდა.
ჭრიჭინების ხმას, რომელიც გამაღიზიანებელ, მაგრამ ერთის მხრივ სასიამოვნო ხმებს გამოსცემდნენ და ბუნებას სიჩუმისგან შველოდნენ.პატარა ბაყაყებს, რომელთა ხმაც ექოსავით ისმოდა.ნიავს, რომელეიც ნაზად ევლებოდა ხეებს და არხევდა მის თითოეულ ტოტს.რას ვაკეთებდით ჩვენ? არც არაფერს. ერთმანეთზე მიხუტებულები ვუყურებდით და ვტკბებოდით თითოეული მომენტით.ვტკბებოდით მათ შემხედვარე, ვტკბებოთი ერთმანეთის არსებობით.უბრალოდ ვისხედით და ვუყურებდით ცას.
-როგორი ლამაზია არა?-ნაზად მომიგო და სახეში შემომანათა მისი ულამაზესი თვალები.გამეღიმა და თავი დავუქნიე.
-კი ძალიან ლამაზი.-გაეღიმა და ცას ახედა.
სწორედ ამ დროს მოსწყდა ულამაზესი, კაშკაშა ციური სხეული თავის სამფლობელოს და ადამიანის გასახარად დედამიწაზე დაეშვა.
-სურვილი ჩაიფიქრე პატარავ.-გაიღიმა და პირდაპირ დამიჯდა.
-მინდა რო სამუდამოდ ჩემს გვერდით იყო.ესაა ჩემი სურვილი.-მივუგე და ყველზე ნაზი კოცნა ვაჩუქე.
-შენ რა ჩაიფიქრე?-დაინტერესებულმა ვიკითხე.
-ეს საიდუმლოა.-გაიღიმა და ყურადღება ისევ ცას მიაპყრო.ერთ წამს მის სახეზე შიში და აღელვება ამოვიკითხე, რამაც დამაფიქა, მაგრამ ეს ფიქრი სწორედ მაშინ გამიწყდა, როდესაც ფეხზე წამოდგა და მაისური გადაიძრო.
-რას აკეთებ?-მივუგე და მეც ავდექი.
-იცი ახლა ყველაზე მეტად რა მინდა?-იკითხა და ჩემს წინ აისვეტა.ხელები წელზე მომხვია და ცხვირი ცხვირზე გამიხახუნა.
-რა?-გაიღიმა,ბაგებზე მეამბორა და თქვა.
-მინდა რო ეს ტანსაცმელი გაიხადო და ტბაში ჩემთან ერთად შემოცურო.-გაოცებულმა ავხედე.მართალია ცურვა ვიცი, მაგრამ წყლის შიში მაინც მაქვს.
-მაგრამ ახლა?-შევიშმუშნე.
-კი ძალიან ლამაზია. ჩვენი ჩასვლა კი უფრო გაალამაზებს.-გაიღიმა, მომშორდა და ტბისკენ წავიდა.
დავინახე თუ როგორ გადახტა, თუ როგორ მოსწყდა მიწას, თუ როგორ შთანთქა წყალამ, თუ როგორ დაიმალა და როგორ გაცურა.ძალიან ლამაზი სანახაობა იყო.შიში გვერდზე გადავდე, ტანისამოსი სხეულიდან მოვიშორე და ტბას მივუახლოვდი.
-არ შეგეშინდეს მე შენნთან ვარ.-გაიღიმა და ჩემსკენ მოცურა.
-ცურვა ვიცი მაგრამ..-დავიბენი და თმების წვალება დავიწყე.
-მაგრამ გეშინია.-ჩემი სათქმელი დაასრულა და მომაჯადოვებლად გამიღიმა.
-მე აქ ვარ.ერთი წამითაც არ მოგცილდები, ასე რომ ნუ ნერვიულობ პატარავ.-გამეღიმა, მას მივუახლოვდი და ტბაში შევედი.
თბილი წყალი სხეულზე ამეკრო და სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა.მისკენ მივდიოდი, წყალი კი უფრო და უფრო ღრმავდებოდა.როდესაც მას მივუახლოვდი ჩავეხუტე და ხელს ძალიან ძლიერ ვუჭერდი.
-არაფრის შეგეშინდეს აქ ვარ შენთან ვარ.-მომიგო.ხელები წელიდან ფეხებზე ჩაასრიალა, ოდნავ ამწია და მის წელზე შემომახვევინა.სიჩუმე სუფევდა, ეს სიჩუმე კი ამ მთვარიან ღამესთან ერთად უმშვენიერესი ხდებოდა.
-ცხოვრება ეს ხომ ღმერთის საჩუქარია,ადამინის შეყვარება ეს ხო სასწაულია.შენ არ კი იცი როგორ ვგრძნობ თავს დოთ.ჩემი სიცოცხლე გაალამაზე, გააფერად.ბედნიერი ვარ არ ვიცი როგორ აგიღწერო რას ვგრძნობ, მინდა ბოლო ხმაზე ვიღრიალო, რადგან შენ მყავხარ, რადგან მაბედნიერებ და ერთ სიცოცხლეს მივსებ, როდესაც მკოცნი.ძალიან მიყვარხარ დოთ გთხოვ არასდროს მიმატოვო.-გამეღიმა და მის ბაგებს დავეწაფე.მეფერებოდა, სიყვარულს მიხსნიდა, მაბედნიერებდა...მე მხოლოდ ესღა მინდოდა.ისევ პეპლების ფრიალი, ისევ ღიმილი, ისევ კოცნა, სიყვარული, ადამიანს ამაზე მეტი არაფერი ჭირდება.
-მეც ძალიან მიყვარხარ, მეც ვგიჟდები შენზე დენ და არასდროს მიგატოვებ.-გაეღიმა და ჩამეხუტა.თავი მის მხარზე მედო, წყალზე ვტივტივებდით და ამ ყველაფრით სიამოვნებას ვიღებდით.
-იცი, როდესაც მივხვდი რო შენ მიყვარდი ჩემს სამყაროში ყველა გოგო გაუჩინარდა.მხოლოდ შენ დარჩი, მხოლოდ მე და შენ.მხოლოდ შენ და ისევ შენ.
გამიგია როდესაც ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს მათვის სამყარო უჩინარდებაო...თავიდან ეს სისულელე მეგონა და მეცინდბოდა, მაგრამ ახლა, როდესაც ეს ყველაფერი გამოვცადე, სწორედ ამას ვგრძნობ დოთ.
ისევ ვეამბორე მის ბაგებს,ისევ გავიღიმე და ისევ მივუგე.
-მეც დენ, მეც ამას ვგრძნობ,მეც მიყვარხარ და ვერსდროს გადაგიყვარე, რადგან შენ ხარ ის პირველი და უკანასკენლი, რომელმაც სამყარო გამიფერადა.-მივუგე და მოვეხვიე...
YOU ARE READING
უხეში 2
Romanceპირველი სიყვარული,პირველი ტკივილი,პირველი კოცნა ბიჭთან, რომელსაც საშინელი წარსული აქვს.რა მოხდება მათ შორის?როგორ განვითარდება მოვლენები?ამას თავად ნახავთ...